შოთა ტყეშელაშვილი

4846 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 3 თვე

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის სტუდენტი. მაინტერესებს ეკონომიკა და ტექნოლოგიები.

სტატიები

გატეხილი სახელი - რა ხდება Facebook-ის გარშემო

2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი იყო. ყველა სოციოლოგიური კვლევა მიანიშნებდა, რომ 45-ე პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი გახდებოდა. სწორედ ეს მოულოდნელობა გახდა სხვადასხვა კონსპირაციის მიზეზი, თუ რა გზები გამოიყენა რესპუბლიკელმა კანდიდატმა გამარჯვების მისაღწევად.რამდენიმე დღეა, რაც პლანეტის ყველაზე დიდი სოციალური ქსელი, რომელსაც ყოველთვიურად 2.1 მილიარდი მომხმარებელი იყენებს, 13-წლიანი არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდ სკანდალშია...

უმუშევრობა და სიღარიბე - რა იმალება ოფიციალური სტატისტიკის მიღმა

საქართველოს მოსახლეობის 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს - ამის შესახებ NDI-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. თუმცა, თუ საქსტატის ოფიციალურ რიცხვებს შევხედავთ, ვნახათ რომ უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა და 11.8%-ს შეადგენს.რატომ არის ერთმანეთისგან ასე აცდენილი ეს რიცხვები და რომელია მათგან მართალისახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.76 მილიონი ადამიანი. ტაბულამ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების...

როცა ფაროსანა გაიღვიძებს

აზიურ ფაროსანას ახლა სძინავს.საქართველოს 810,000 მოქალაქე ცხოვრობს ზონაში, სადაც ფაროსანა რამდენიმე კვირაში გამოვა ჰიბერნაციის ანუ ძილის ფაზიდან და სასოფლო სამურნეო კულტურებით კვებას დაიწყებს.2017 წელს დამდგარი უმძიმესი შედეგებისა და ფაროსანას გამრავლების ტემპების, გათვალისწინებით, წელს დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. არსერბობს რისკი, რომ მოსახლეობას პარაზიტების გაათმაგებულ პოპულაციასთან მოუწიოს ბრძოლა.კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საექსპორტო კულტურების მოსავალი...

სამურაი კრაზანა ფაროსანას წინააღმდეგ

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში ფაროსანას ბუნებრივი პარაზიტის შემოყვანას განიხილავს. საუბარია კრაზანისებრთა ოჯახის მინიატურულ წარმომადგენელ "სამურაი კრაზანაზე", იგივე "იაპონურ კრაზანაზე" ინგ. samurai wasp, ლათ. Trissolcus japonicus-ზე. "სამურაი კრაზანის" შემოყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში არ მოხდება არცერთი ორგანიზმის შემოყვანა, ისე რომ ამ ორგანიზმის გარემოზე...

დეპოზიტების დაზღვევა ამოქმედდა - ბანკებს ახალი ფინანსური ვალდებულება დაეკისრათ

2018 წლის იანვრიდან ყველა პირს, რომელსაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული, სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს. თუ ბანკი, რომელშიც ანაბარი გაქვთ გაკოტრდა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5 000 ლარამდე თანხით აგინაზღაურებთ. დაზღვევის ახალი სისტემა უფასო არაა, სახელმწიფო ფონდს კომერციული ბანკები ყოველთვიურ საკომისიოებს გადაუხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლფასი იქნება.ბანკებს ამ თანხის გადახდის ვალდებულება ყოველი...

ყველაფერი საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმის შესახებ

მთავრობა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა. თუ სისტემა ამოქმედდა, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად და...

მთავრობა თქვენს ანაბარს თქვენივე ფულით დააზღვევს - რა ეფექტი ექნება ამ რეფორმას

2018 წლის იანვრიდან ყველა პირს, რომელსაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული, სპეციალური სახელმწიფო ფონდი დააზღვევს. თუ ბანკი, რომელშიც ანაბარი გაქვთ გაკოტრდა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5 000 ლარამდე თანხით აგინაზღაურებთ. დაზღვევის ახალი სისტემა უფასო არაა, სახელმწიფო ფონდს კომერციული ბანკები ყოველთვიურ საკომისიოებს გადაუხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.01%-ის ტოლფასი იქნება.ტაბულამ, იმის შესახებ თუ რა სავარაუდო...

iPhone 6-ის მოხსნილი რეკორდები

Apple-მა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პროდუქტის iPhone 6-ის წინასწარი შეკვეთების მიღების დაწყებიდან 24 საათში 4 მილიონი შეკვეთა მიიღო, რამაც Apple-ის საიტი გარკვეული პერიოდით გადატვირთა.პირველ კვირაში Apple-მა 10 მილიონზე მეტი შეკვეთა მიიღო. მან საკუთარი რეკორდი მოხსნა - 2012 წელს iPhone 5-ზე პირველ 24 საათში ორი მილიონი შეკვეთა მიიღო, რაც იმ დროისთვის ყველაზე მასშტაბური იყო. მობილურებს პირველი მომხმარებლები უკვე სექტემბრის ბოლო რიცხვებში მიიღებენ.Apple-ი მომხმარებელს წელსაც ორი ტიპის iPhone-ს...

რთველი 2014: ყურძნის გაზრდილი ფასი და შემცირებული მოთხოვნა

2014 წლის რთველის მონაცემებით, ჯერჯერობით 32 ათასი ტონა ყურძენია დაკრეფილი, სავარაუდო მოსავალი კი 100 ათას ტონას შეადგენს. 2013 წელს საქართველოში 92 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი იყო. 2014 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თუ რამდენი უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ყურძნის ჩაბარების მინიმალური ფასი, რასაც კომპანიები გლეხებს გადაუხდიდნენ, თუმცა კონტრაქტი ცალმხრივი არაა. ღვინის ეროვნულ სააგენტოს შემუშავებული აქვს სპეციალური კონტრაქტის ფორმა, რომლითაც ის...

სისხლმდინარე თვალები: ცოტა რამ ებოლას ეპიდემიის შესახებ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში: ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში ებოლას ვირუსმა 1200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს ებოლას ვირუსის ყველაზე დიდი ეპიდემიაა, რაც აქამდე აღრიცხულა. ებოლა ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია, რომლის ფატალურობის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ს შეადგენს.ვირუსი გვინეაში მარტში გამოვლინდა, ხოლო განსაკუთრებით მასშტაბური სახე ივლისში მიიღო. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში და Doctors without Borders-ს (ექიმები საზღვრების გარეშე) განცხადებით, მდგომარეობა...