შოთა უტიაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 2 თვე

სტატიები

კრიმინალის ექსპორტი

მიუხედავად იმისა, რომ ეს მსჯელობა საღ აზრს ეწინააღმდეგება, ხალხის უმეტესობა მაინც ფიქრობდა, რომ სწორია მთავრობა და არა - ლოგიკა. ბოლო ორი წელი მთავრობამ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებაც შეწყვიტა - ვის სჭირდება ციფრები, როცა სიტყვაზე გენდობიან. გავიდა დრო და ეს სასწაული ჩვეულებრივი შარლატანობა აღმოჩნდა. ოღონდ, ჩვენ ამას ვერ გავიგებდით, ევროკავშირს რომ არ ეთქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლებაო. გერმანიის მთავრობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველი კრიმინალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა...

დანაშაულის დაუჯერებელი სტატისტიკა

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, პოლიციის გადამდგარი კაპიტანი შოთა უტიაშვილი20 ივნისს შსს-მ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა მრავალთვიანი მითქმა-მოთქმისთვის და დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს ამტკიცებს, რომ 2014 წლის 5 თვეში, 2013 წლის 5 თვესთან შედარებით, დანაშაული შემცირდა. იმსახურებს თუ არა ნდობას შსს-ს ციფრები? ჩემი პასუხია – ეს სტატისტიკა ტოტალურად ფალსიფიცირებულია. ის ნდობას არ იმსახურებს. სტატისტიკური მონაცემების სანდოობის შემოწმების ყველაზე მარტივი გზა არის...

რა ეჩქარება რუსეთს?

რას გააკეთებს რუსეთი იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს აგვისტოში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას? ალბათ, არაფერს, მას საქართველოსთან დაკავშირებით უფრო გრძელვადიანი გეგმები აქვს.მაშინ, რატომ იყო ასეთი ხისტი უკრაინის მიმართ? რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის?ჯერ ერთი, უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია. მეორეც, პუტინმა ზუსტად იცოდა, რომ კიევთან მას დედლაინი ვილნიუსის სამიტამდე ჰქონდა. თუ უკრაინა ხელს მოაწერდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, იგი...