სიმონ მაჩაბელი

8 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

Salone del mobile 2014

2014 წლის ტენდენციები თანამედროვე ავეჯის და ზოგადად ინტერიერის დიზაინის სფეროში, ყოველ აპრილს, მილანის Salone del Mobile-ს მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენაზე იკვეთება. რიგით 53-ე საერთაშორისო გამოფენა, თავისი მასშტაბით, შეუდარებელი აღმოჩნდა, 30%-ით გაიზარდა უცხოელი მონაწილეების რაოდენობა და ახალბედა დიზაინერების რიცხვმა 650-ს მიაღწია, მიუხედავად ერთ-ერთი მთავარი ტენდენციისა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. იტალიელებმა პრობლემაც შემოქმედების წყაროდ აქციეს და ახალი ტენდენციების...

ქართული ფოტო – უცნობი ქრონიკები

ფილოსოფოსი როლან ბარტი თავის ცნობილ ნაშრომში „კამერა ლუსიდა" ფოტოგრაფიას „გაპარულ ჩვენებას" უწოდებს და მეოცე საუკუნის „გაქცეულ" ისტორიას და ფოტოებზე აღბეჭდილ სახეებს ნემსით დატყვევებულ პეპლებს ადარებს. ფოტოგრაფია მართლაც რეალობის ერთგვარი ალტერნატივაა, თეატრია, რომელიც უსასრულოდ რაღაც ისტორიას იმეორებს. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ფოტოგრაფიამ ისტორიული ქრონიკების როლი იტვირთა. ვიზუალური ხატები ხშირად, დაწერილი ტექსტებისგან განსხვავებით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს...

პატრისია ურკიოლა: თანამედროვეობა არის საკუთარი მომავლის ძიება

 მილანის ცნობილი ექსპო iSalone ერთგვარი მოდის კვირეულია, სადაც ტანისამოსის მაგივრად ავეჯს და ინტერიერს ათვალიერებ. მოგზაურობ კილომეტრებზე გაჭიმულ სხვადასხვა ინტერიერში, შედიხარ თანამედროვე იტალიურ და მსოფლიო დიზაინის დისკურსში: სადაც კვლავაც პოსტმოდერნია. როცა ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ყველაფერი დაშვებულია. ახალი დიზაინის დიდი ნაწილი – კონცეფციით...

ისტორიის მატარებელი საყურე

ვითა პეპელა /
არხევს ნელნელა
/ სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
/ ასე საყურე,
/უცხო საყურე,
/ ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
/ ნეტავი იმას,
/ ვინც თავისს სუნთქვას
/ შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
/ შენის შერხევით,
/ სიო-მობერვით
/ გულისა სიცხეს განიგრილებდეს!
/ ჰოჲ, საყურეო,
/ გრძნებით ამრევო,
/ ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
/მუნ უკვდავების
/ შარბათი ვინ სვის?
/ ვინ...

დიმიტრი ერმაკოვი – გზაჯვარედინზე

 საქართველო თანამედროვეობის გზაჯვარედინზე მე-19 საუკუნე – საქართველოს ეროვნული მუზეუმი – ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი, ახლად გარემონტებულ დარბაზებს, ამ სათაურის ქვეშ გაერთიანებულ ფოტოგამოფენას უთმობს. ვერცხლით ბეჭდვის მეთოდით შესრულებული 80 ფოტო დიმიტრი ერმაკოვის სახელობის მე-19 ს-ის ფოტოკოლექციის მცირედი ნაწილია. კოლექცია, რომელიც არა...

მანამ Dress Code-ზე ვთქვით უარი

 უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩაცმის ნორმები საქართველოში, პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად, ქუჩაში რომ ყალიბდებოდა – ამაზე კამათი არც ღირს. გემახსოვრებათ, ეროვნული მოძრაობის დროს აქტუალური, თითქმის არქაული ტრაგიზმით  განმსჭვალული,  მეგრულ-ლაზური შავი დოლბანდები. შემდეგ – მხედრიონელების მოკაზმულობა, როდესაც ტყავის მცირე ზომის უსახელო ზედა ტანსაცმელი, ავტომატური იარაღის პატრონ სადისტს გულისხმობდა. უახლესი ქართული გენი, კლასიფიკაციისა და დეკლასიფიკაციისათვის ფერს...

როგორ ვუყურებთ დროს

რთულია იმის დადგენა, თუ სად და როდის დაიწყო ადამიანმა დროზე დაკვირვება, ან როდის მიხვდა, რომ დროს აღნიშვნა სჭირდება. სად იწყება საათის, როგორც ნივთის ისტორია? იყო ეს მე-10 საუკუნის ჩინეთი თუ უფრო ადრეული ათასწლეულების ინდური ობსერვატორიები, სადაც ითვლიდნენ და აღნიშნავდნენ ციურ სხეულებს, დროის და სივრცის სხვადასხვა ნიშნებს.   წყლის, მზის, ქვიშის და თქვენ წარმოიდგინეთ, არომატული საკმევლის საათები უკვე ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ. ყველაზე პოპულარული მაჯის საათი კი დროის...

პოსტმოდერნული მილანი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mln.png##fbimage# უკვე 50 წელია, მილანი ინტერიერის დიზაინის და მასთან დაკავშირებული ინოვაციების   მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენა-გაყიდვას მართავს. ამჟამად, iSaloni 12-17 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. კომპანია Cosmit-ი, საიუბილეო გამოფენის მთავარი ორგანიზატორი ირონიული სლოგანით – „50 წლით ახალგაზრდა”, ხაზს უსვამდა, რომ მიუხედავად სოლიდური ტრადიციებისა, მუდამ განახლების, ინოვაციის და ახალგაზრდობის მხარეს იქნება. ამის დასტური...

განუმეორებელი მაქქუინი

ოთხმოცდაათიანი  წლების დასაწყისში, როდესაც მოდა კრიზისში იყო და ყოველგვარი არტისტიზმისაგან დაცლილ კომერციად იქცა, ლონდონელმა ალექსანდრ (ლი) მაქქუინმა მას არა მხოლოდ ახალი ენერგია შემატა, არამედ ტანისამოსისადმი მიდგომაც ძირეულად შეცვალა. 11 თებერვალს მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავა... ალექსანდრ მაქქუინი ტაქსის მძღოლის მეექვსე შვილი იყო. სკოლა 16 წლისამ მიატოვა. შემდეგ Sawille Row-ზე, მამაკაცთა ტრადიციული ტანისამოსის ატელიეში შეგირდად მუშაობდა. მერე თეატრალური კოსტიუმების კომპანია...

„TOO YOUNG TO DIE TOO FAST TO LIVE”

ამ ახალ წელს დავრწმუნდით, რომ ქართული პოპ-კულტურის ზენიტი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. წლევანდელი მხიარულებაც სტანდარტად ქცეული მდარე გემოვნებით და ერთგვარი ზერელე კონფორმიზმით იყო გაჯერებული. ერთი პოზიტიური გამონაკლისი კი ნამდვილად შევნიშნეთ – თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ჯგუფი „დერვიშები” გამოვიდა უკვე საკულტო სიმღერად ქცეული „სულიკოთი”. ალბათ ქართული მასკულტურისათვის პირველი შემთხვევაა, როდესაც ფსევდოვარსკვლავური ცხოვრების გაზვიადების და...