სიმონ ჯანაშია

24 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სიმონ ჯანაშია იკვლევს და ასწავლის განათლების პოლიტიკას, ადმინისტრირებას და სწავლების მეთოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო სკოლების, “ქართული სასწავლებელი” და “გივი ზალდასტანის სახელობის ამერიკული აკადემიის” ისტორიის მასწავლებელი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ილიას უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა დაარსდა. სიმონ ჯანაშია საქველმოქმედო ფონდ ბორანის, www.borani.org თანადამფუძნებლია.

სიმონ ჯანაშიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების სპეციალობით და ამჟამად დოქტორანტია კოლუმბიის უნივერსიტეტში.

სტატიები

ვის შეიძლება ერქვას ექსპერტი?

ექსპერტი რომ ადამიანს მხოლოდ მისი სატელევიზიო შოუებში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის გამო არ უნდა ეწოდოს, ამას ნებისმიერი რაციონალური ადამიანი მიხვდება. მაგრამ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ამგვარი სტატუსის მქონე ადამიანს, ადვილი აღსაწერი არ არის.პოპულარული განმარტებით, რომელიც არამხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, ექსპერტი ის ადამიანია, რომელსაც მისი ექსპერტიზის სფეროში დასმულ ნებისმიერ შეკითხვას შეუძლია უპასუხოს. ექსპერტისგან ელიან, რომ მას მოვლენების არა მხოლოდ შეფასება შეუძლია, არამედ მათი...

სკოლა, როგორც საზოგადოების დისციპლინირების სისტემა

საბჭოთა პერიოდში, ზოგიერთი მასწავლებელი სკოლაში არასათანადო სწავლისა და ცუდი ქცევისთვის ბავშვებს რამდენიმე „უკიდურეს" სასჯელს ჰპირდებოდა. მუქარის შინაარსი ასაკობრივად იცვლებოდა. დაწყებით კლასებში, „ჩამორჩენილების" ან „დებილების" სპეციალურ სკოლაში გაშვებით იმუქრებოდნენ, ხოლო ცოტა უფრო მოზრდილებს „პროფტექნიკუმით" აშინებდნენ. თუ იმ დროს სკოლაში სწავლობდით, შეიძლება დაგრჩენოდათ შთაბეჭდილება, რომ განათლების სისტემის ეს ორი ნაწილი, სპეციალური სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, სწორედ მოსწავლეების...

მასწავლებლები დამქირავებელსა და დამაწინაურებელს შორის

ღამით, ქუჩის ლამპიონთან მდგარი მამაკაცი რაღაცას ენთუზიაზმით ეძებს. გამვლელი შეამჩნევს და დახმარებას შესთავაზებს. აღმოჩნდება, რომ მამაკაცი გასაღების პოვნას ცდილობს. როდესაც ცხადი ხდება, რომ იქ არაფერია, დამხმარე ჰკითხავს, დარწმუნებული ხარ, რომ გასაღები აქ დაკარგეო? არა, აქ არ დამიკარგავს, მაგრამ განათებული ადგილი ეს არის და სწორედ ამიტომ ვეძებ აქ, პასუხობს მამაკაცი.ხანდახან ჩვენი განათლების პოლიტიკის გადაწყვეტილებებიც არა პრობლემის შესაბამისად მიიღება, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა უფრო...

განათლებული ელიტა საჯარო სამსახურში

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა სტუდენტის კრიტიკა, რომელიც სახელმწიფო სექტორში უმაღლესდამთავრებულების დასაქმებას შეეხებოდა. მისი აზრით, საუკეთესო კურსდამთავრებულების საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის სახელმწიფო არასათანადოდ ზრუნავს.არსებობს თუ არა პირობები მაღალი კომპეტენციების მქონე კურსდამთავრებულების სახელმწიფო სექტორში დასასაქმებლად, ლეგიტიმური კითხვაა. მაგრამ იგულისხმება, რომ თავისთავად...

კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში გაკვეთილზე მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის. არსებული რეგულაციით, კლასში მაქსიმუმ ოცდაათი მოსწავლე შეიძლება იყოს, გამონაკლის შემთხვევებში კი – ოცდათხუთმეტი. მინისტრის განცხადებით, კლასში მაქსიმალური რაოდენობა 25 მოსწავლემდე შემცირდება.კლასში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება პოპულარული ნაბიჯია. თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ამგვარ ცვლილებას განათლების ხარისხის გაუმჯობესება ყოველთვის არ მოჰყვება.რა...

განათლების ცვლილებების ინსტიტუციონალიზაცია

განათლების სისტემის ცვლილების პერიოდული მცდელობის მიუხედავად, ტიპური სასკოლო სასწავლო პროცესი დღეს ძალიან ჰგავს არა მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მშობლების, არამედ ბებიებისა და ბაბუების ბავშვობისდროინდელს. მაშინაც და დღესაც, სწავლა უმეტესად სტანდარტული პროგრამის ზედმიწევნით შესრულებას ეფუძნებოდა. რატომ არ შეიცვალა მნიშვნელოვნად სწავლების მიდგომები, როდესაც უკვე მრავალი წელია შეიცვალა კანონმდებლობა, მართვის პრინციპები, დაფინანსების სისტემა და სხვა?ამ პრობლემაზე საუბრისას ხშირად აქცენტი უფრო სუბიექტურ თუ...

მასწავლებლის პროფესიის დაბადება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თანამედროვე ტიპის სკოლები ორას წელზე მეტია რაც არსებობს, მასწავლებლობა, როგორც პროფესია, მხოლოდ ახლა ყალიბდება. იარსებებს თუ არა და როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთი პროფესია, მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს განათლების სისტემის წარმატებისთვის.თუ მასწავლებლები არსებობენ, მაშინ როგორ შეიძლება, რომ შესაბამისი პროფესია არ იყოს ჩამოყალიბებული? რას შეიძლება, ვუწოდოთ პროფესია, ხოლო რას – მხოლოდ საქმიანობა, ან მოწოდება?ყველა საქმიანობა პროფესია არ არის. პროფესიად...

განათლების საუკეთესო სისტემის ძიებაში

ექნება საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო სასკოლო განათლების სისტემა? ჩვენც ხომ მივაღწევთ მწვერვალს, თუ განათლების პოლიტიკა სწორად დაიგეგმა, შესაბამისი რესურსებიც მოიძებნა და ყოველი ნაბიჯი დაფიქრებულად გადაიდგა? თუ ფიქრობთ, რომ ეს კითხვები ზედმეტად მარტივია, თქვენი გაწბილება მომიწევს. „მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა" არა მხოლოდ საეჭვო იდეალია, არამედ მისკენ სწრაფვას განათლების პოლიტიკისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია. ამიტომ ჩვენი ორიენტირები სხვაგვარად უნდა დავსახოთ.განათლების საუკეთესო...

გამოცდების ფრონტზე კვლავაც სიმშვიდეა

უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები წელს რამდენიმე აშკარა უთანხმოების თემა გახდა. როგორც ხშირად, ტაქტიკურ მანევრებს საჯარო სივრცეში უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე კონფლიქტის საფუძვლებს. თუ გავაცნობიერებთ, რომ დაპირისპირების სათავე უმაღლესებში მისაღები სისტემის გაუმართაობაშია და არა იმდენად კონკრეტული გავლენიანი პირების ქცევებში, გაუმჯობესების გზების პოვნის ალბათობაც, სავარაუდოდ, გაიზრდება.გამოცდების დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცედურების...

მასობრივი თუ ელიტური უმაღლესი განათლება?

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ დისკუსიებში ხშირად გვესმის ფრაზა: „უნივერსიტეტში ყველა კი არ უნდა სწავლობდეს?!" მართლაც, უნდა ჰქონდეს თუ არა ყველა სკოლადამთავრებულს უფლება და შესაძლებლობა, რომ უმაღლესში ისწავლოს და თუ პასუხი დადებითია, მაშინ რას ნიშნავს ეს ჩვენი უმაღლესი განათლებისთვის?საქართველოში უნივერსიტეტების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სისტემების და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ, სტუდენტების მიღების პოლიტიკა რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველად,...