სიმონ ჯანაშია

24 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სიმონ ჯანაშია იკვლევს და ასწავლის განათლების პოლიტიკას, ადმინისტრირებას და სწავლების მეთოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო სკოლების, “ქართული სასწავლებელი” და “გივი ზალდასტანის სახელობის ამერიკული აკადემიის” ისტორიის მასწავლებელი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ილიას უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამა დაარსდა. სიმონ ჯანაშია საქველმოქმედო ფონდ ბორანის, www.borani.org თანადამფუძნებლია.

სიმონ ჯანაშიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით, ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების სპეციალობით და ამჟამად დოქტორანტია კოლუმბიის უნივერსიტეტში.

სტატიები

განათლება სიბნელეში

„უსინათლოთა ქვეყანაში ცალთვალა კაცი მეფეა", – ფიქრობს ნუნიეზი, ჰერბერტ უელსის მოთხრობის პერსონაჟი. ის კაცობრიობას მოწყვეტილ დასახლებაში მოხვდება, სადაც უკვე მრავალი თაობის მანძილზე მხოლოდ მხედველობას მოკლებული ადამიანები ცხოვრობენ. ნუნიეზი უშედეგოდ უხსნის უსინათლოებს, თუ როგორია მისთვის ხილული სამყარო. ის ამაოდ არწმუნებს მათ ცის, ვარსკვლავების და მზის ჩასვლის შესახებ. მას ჰგონია, რომ მისი მხედველობა ძალაუფლების წყარო გახდება. ადგილობრივები კი თავიანთი შეზღუდული ცოდნის ფარგლებშიც ახერხებენ...

პედაგოგის პრესტიჟი

ათი წლის წინ, არიზონის შტატის გაქვავებული ტყის ეროვნულ პარკში ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა – მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა ბილიკზე დამთვალიერებლებისთვის შემდეგი ოთხი განსხვავებული შინაარსის გამაფრთხილებელი ნიშანი დაამაგრა:მრავალი დამთვალიერებელი ხელუხლებლად ტოვებს გაქვავებული ხეების ნიმუშებს და ამით ეხმარება გაქვავებული ტყის შენარჩუნებას;მრავალ დამთვალიერებელს მიაქვს თან გაქვავებული ხის ნიმუშები, რითიც გაქვავებული ტყის მდგომარეობას აუარესებს;გთხოვთ, დატოვოთ გაქვავებული ხის ნიმუშები პარკში;გთხოვთ,...

ლოდინის პედაგოგიკა

რაღაც ხნის წინ მასწავლებლების დიალოგს შევესწარი. თავიდან მინდოდა ჩავრეულიყავი მათ საუბარში, მაგრამ გადავწყვიტე მომესმინა, ჩამეწერა იმისთვის, რომ თქვენთვის მომეყოლა. ცხადია, მათ ამის ნებართვა ვთხოვე და წინააღმდეგი არ არიან, რომ თქვენც ჩაერთოთ ამ საკითხის განხილვაში. სახელები უცვლელად დავტოვე, გვარებს კი, სამწუხაროდ, ვერ გაგიმხელთ. მე აქ დაგტოვებთ და თუ ამ თემის გაგრძელებას გადაწყვეტთ, მეც და მათაც მხოლოდ გაგვიხარდება.ნინო: რა გვეშველება? ხანდახან ვერც კი ვხვდები, საიდან უნდა დავიწყოთ. იცი, რა...

გეგმიური უმაღლესი განათლება

ამერიკელი სენატორის ვიზიტისას, კითხვაზე, თუ როგორ ხდება სტუდენტების სპეციალობებზე განაწილება, განათლების მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა: „აქ არცთუ ბევრი ცენტრალიზებული გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ ვაწესებთ სპეციალობებზე სტუდენტების რაოდენობას. არ გვაქვს რაიმე წესი, რომლითაც სტუდენტებს რაიმე მიმართულებაზე სწავლას ვაიძულებთ, მაგრამ ვიყენებთ „დარწმუნების ტექნიკას" იმისთვის, რომ მათ იმ დარგებისკენ გავუძღვეთ, რომლებიც სახელმწიფოს მთავარ ინტერესს წარმოადგენს. ეს ტექნიკა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა...

სასკოლო ოლქების კონცეფცია

ინგლისური ხუმრობასაჰაერო ბუშტის მფლობელმა კალათა მიწასთან ახლოს დაუშვა და ქვემოთ გამვლელ ქალს დაუძახა:მიშველეთ, დავიკარგე, სად ვარ? მეგობარს დავპირდი, ერთი საათის წინ უნდა შევხვედროდი და არ ვიცი რა ვქნა.თქვენ იმყოფებით დაახლოებით ოცი მეტრის სიმაღლეზე, 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე.თქვენ ალბათ მასწავლებელი ხართ, არა?დიახ, საიდან მიხვდით?ჰმმ, ყველაფერი, რაც თქვენ მითხარით, ზუსტია, მაგრამ არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ფაქტია, რომ თქვენ ვერაფრით ვერ დამეხმარეთ. მეტიც, დრო დამაკარგინეთ.თქვენ ალბათ...

განათლების სისტემა კერძო და საზოგადო ინტერესს შორის

როდესაც განათლების მიღება სავალდებულო ხდება, საზოგადოების წევრებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის ბუნებრივი კონფლიქტი წარმოიშვება. კონფლიქტის რაობის შესახებ დაფიქრებამ შესაძლოა დაგვანახოს ის პრობლემები, რაც ხანდახან მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსის უნიათობას, კონკრეტული სკოლის ხელმძღვანელს ან საზოგადოების ინერტულობას მიეწერება ხოლმე. სინამდვილეში კი ეს პრობლემები თავად განათლების სისტემის საფუძველშივეა ჩადებული და მათი გააზრება, შესაძლოა, გაუმჯობესების გზების დანახვაში დაგვეხმაროს. სკოლა,...

ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ უკეთესი განათლებისთვის

დაახლოებით ასი წელია, რაც დასავლეთში პოპულარულია გამოთქმა „იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად”. განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი ხშირად გაიგებს ამ ფრაზას. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ ის უნდა გასცდეს ადგილობრივ კონტექსტს, ყოველდღიურობაში ნანახ დეტალებს, იხელმძღვანელოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით და იაზროვნოს მასშტაბურად. ცხადია, ამგვარ ხედვას მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ კონცეფციის არასათანადოდ გააზრებამ ზიანიც შეიძლება მოგვაყენოს. პრობლემების...

ქართული ოცნების განათლების პოლიტიკის პირველი თვეები

ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ განათლების პოლიტიკაში დაგეგმილი ან მიღებული გადაწყვეტილებები, შეგვიძლია, სამ ჯგუფად განვიხილოთ. ჩანს ცალსახად დადებითი ცვლილებები. არის პოზიტიური მიზნების მქონე, მაგრამ დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით პრობლემური მიდგომები და, სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი გადაწყვეტილებებიც, რომლებშიც პოზიტიურის დანახვა რთულია. ზოგადად კი,...

აკადემიური თავისუფლების პასუხისმგებლობა

საქართველოს ერთ-ერთ უმაღლესში ჩემს კოლეგებს სწავლების მეთოდების დახვეწაში ვეხმარებოდი, როდესაც თითქოს ტექნიკური ხასიათის სავარჯიშომ უნივერსიტეტებში არსებული პოტენციალის და მისი გამოყენების სირთულეების სიღრმეებში ჩახედვის შესაძლებლობა შემოგვთავაზა. სემინარის მონაწილე პროფესორები სტუდენტების პრაქტიკული ხასიათის კვლევაში ჩართვის გზებზე მსჯელობდნენ. გაირკვა, რომ ერთმა მონაწილემ, თავისი კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად შეისწავლა საზღვარგარეთიდან იმპორტირებული ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტის...

გასაჭირში მყოფთა განათლება

ვითარება სკოლებში გასული საუკუნის უკანასკნელ სექტემბერს საქართველოში 60,078-მა დაბნეულმა, შეშინებულმა, გახარებულმა და ცნობისმოყვარე ბავშვმა თავისი პირველი მასწავლებელი გაიცნო. სანამ ამ თაობამ სრულწლოვნებას მიაღწია, სკოლების უმეტესობა გარემონტდა, გათბა და აღიჭურვა. გაიზარდა სწავლის ხანგრძლივობა. მეტმა მასწავლებელმა დაიწყო დაგეგმვის, შეფასების, სწავლების მეთოდების თანამედროვე ხერხების გამოყენება. სასწავლო მასალები უფრო თანამედროვე გახდა. ასეული მილიონობით ლარით გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან...