სალომე კიკალეიშვილი

18 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

სტატიები

კაცი წითელი თმებით

დილა იყო. ციოდა. თებერვლის სუსხიანი ქარიც კარგად გვარიანად უბერავდა. – აბა, აბა, ჩადექით მწკრივში და გზაში არ იხმაუროთ, – გადმოგვძახა რუსიკო მასწ-მა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მივყავდით. სად, ზუსტად არ ვიცოდით, მთავარი იყო, რომ იმ დღეს მთელ კლასს გაკვეთილები უნდა გაგვეცდინა. ჰოდა, ვიდექით ასე, გასუსულები, კლოუნივით წითელი ცხვირებით, თვალებზე ჩამოფხატული ქუდებით და პალტოს მკლავებში გასათბობად შეტენილი მუშტებით. ვიდექით და დაძვრის შესახებ შეტყობინებას ველოდით. –...

ჰოლივუდური რულეტკა

“ცამეტი” ეს არის ფილმი, რომლის 90-წუთიან მსვლელობას, მონუსხული ადევნებ თვალს. შავ-თეთრი ფილმი ადამიანების, ცხოვრების, შემთხვევითობის და ბედისწერის შესახებ. ეს არის თამაში, რომელსაც ვერასდროს დააღწევ თავს; თამაში, რომელიც ცხოვრების უსამართლო წესებს ჰგავს! ჩვენებიდან გამოსულს, შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს შავი ზოლებით დახაზული ნათურა, რევოლვერის ბარაბნების ტრიალის გულისწამღები ხმა, მთავარი როლის შესანიშნავი შემსრულებლის გიორგი ბაბლუანის აკანკალებული ნაკვთები და ჩახუთული, დამძიმებული...

Hello, I’m from Georgia and I have a problem

რას შვები? როგორ ხარ? ჩემი ამბები არ იკითხო, არც ვიცი საიდან დავიწყო. გაყინული ვარ. ფეხებს და ხელებს ვეღარ ვგრძნობ. ცხვირს ხომ საერთოდ... სადაცაა ჯიბეში ჩავიდებ, გასათბობად. არადა ხომ იცი ჩემი ამბავი, როგორ ვიჯღანები ხოლმე “გერმანია” “ზამთარის” ერთად გაგონებისას. გარეთ ვზივარ, გაჩერებაზე. რაღაც უცნაური ფორმის სკამი ვიპოვე და თან დარიჩინიან ფუნთუშას ვციცქნი. ფესტივალის აკრედიტაცია დავკარგე. არ ვიცი რა მჭირს, რა ფეხზე წამოვედი ამ გერმანიაში, მაგრამ სულ რაღაც შარში...

ახალი კინორუკა - ტაილანდი

ბიძია ბუნმი ცდილობს, სიკვდილის წინ სამყაროს საიდუმლოებებს ჩაწვდეს. ამაში მას გარდაცვლილი მეუღლის სული და მაიმუნის სახით მოვლენილი შვილი ეხმარება. ნაცნობ გმირებთან ერთად შუაგულ ტყეში, გამოქვაბულში შედის, გამოქვაბულში, რომელიც ყველაფერი საწყისის სიმბოლოა... „ჯენჯირა: იქნებ დრო გჭირდება, რათა შენი თვალები ამ სიბნელეს შეეჩვიოს? - ბიძია ბუნმი: ეს გამოქვაბული... თითქოს საშოა! აქ დავიბადე, ოღონდ ეს სულ სხვა ცხოვრებაში მოხდა. არ ვიცი, ვინ ვიყავი მაშინ: ადამიანი თუ ცხოველი, ქალი თუ კაცი......

ფა­ვო­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ

მარ­­­თა­­ლი­­ა, ახ­­­ლა უკ­­­ვე ყვე­­ლამ ვი­­ცით კა­­ნის გა­­მარ­­­ჯ­­­ვე­­ბულ­­­თა ვი­­ნა­­ო­­ბა, მაგ­­­რამ არ და­­გა­­ვიწყ­­­დეთ, რომ ამ წე­­რილს კა­­ნი­­დან ვგზავ­­­ნი. თან რო­­დის? ჯერ კი­­დევ გა­­გა­­ნია სა­­კონ­­...

პროტესტი და რობინ ჰუდი კანში

პროტესტი, პროტესტი! აქაც პროტესტი! კანის 63-ე კინოფესტივალის გახსნას ბევრი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ჯერ იყო და, გამკაცრებული ექსკლუზიურობის გამო, ფესტივალის დირექციას ჟურნალისტები აუჯანყდნენ; მერე იტალიის კულტურის მინისტრმა განაცხადა უარი კანში ჩამოსვლაზე და ღრმა მწუხარება გამოთქვა საბინა გუძანტის “დრაკუილა – იტალია ცახცახებს” ჩვენების გამო, რომელიც ბერლუსკონის მთავრობის პაროდიაა; და ბოლოს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა თავად გამოთქვა პროტესტი ვენეციისა და კანის...