სალომე მამალაძე

14 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

„დავითისა და გოლიათის“ ჭიდილი

ენრიკე კაპრილესი კარგად ხვდებოდა თუ რას აკეთებდა, როდესაც უგო ჩავესთან პოლიტიკურ ომში ერთვებოდა. მან თავადვე უწოდა ამ კამპანიას „დავითისა და გოლიათის“ ჭიდილი, თუმცა კაპრილესის დემოკრატიული გაერთიანებისთვის სამწუხაროდ, პოლიტიკური პაექრობა სწორედ ბიბლიური ისტორიის მსგავსად დასრულდა – 7 ოქტომბერს ჩავესი ხელახლა აირჩიეს ვენესუელის პრეზიდენტად. მან ხმათა 55% მიიღო, რამაც ჩავესი საკუთარ გეგმასთან, 2031 წლამდე მართოს ქვეყანა, 6 წლით დააახლოვა. კაპრილესმა არჩევნებში ხმათა 44% დააგროვა. ბევრისთვის...

გულაგი სახელმწიფო

ღრმა სოციალიზმში ჩაძირული ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოსთვის დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. საერთაშორისო ასპარეზზე ატომური შესაძლებლობებით მანიპულირების გარდა, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო საზოგადოებას ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობითაც აშფოთებს – საკუთარი ხალხის კასტებად დაყოფითა და საკონცენტრაციო ბანაკების შექმნით, კიმის დინასტიამ ადამიანის ძირითადი უფლებები და...

კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა

ცოტა ხნის წინ ინდოეთი იმ ქვეყნებს შეუერთდა, რომლებსაც შორ მანძილზე მწვდომი ატომური იარაღის გადამზიდი რაკეტა გააჩნიათ. 19 აპრილს დაგეგმილმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა: უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა Agni 5-მა 5000 კილომეტრით დაშორებულ დანიშნულების პუნქტს შეუფერხებლად მიაღწია. რაკეტის ტესტირებით ქვეყნის პირველი პირები ძალიან გახარებულები არიან, თავდაცვის მინისტრმა კი...

ტუნისი რევოლუციის შემდეგ

არაბული გაზაფხულიდან ერთი წლის შემდეგ, პოსტრევოლუციური ტუნისი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. გასულ კვირას 48 წლის ტუნისელმა მოქალაქემ თავი დაიწვა. 3 შვილის მამა, ამარ ღარსალა, არსებულ სოციალურ პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა. საბოლოოდ მან უკიდურეს ზომებს მიმართა და დღეს უკვე ეროვნულ გმირად აღიარებული მოჰამედ ბუაზიზის მსგავსად, ქუჩაში თავი დაიწვა. უკანასკნელმა ტრაგიკულმა მოვლენამ ტუნისელები კიდევ ერთხელ დააფიქრა დაუსაქმებლობაზე. უმუშევრობამ გასული წლის მაჩვენებელს – 14...

სულთანი ქაბუსი მძევალთა განმათავისუფლებელი

ომანი კვლავ გადამრჩენის როლშია. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ ფრანგი სამშვიდობოები ალ-ყაიდასგან დაიხსნა. 3 ჯარისკაცში ომანის ხელისუფლებამ და იემენელმა ბიზნესმენმა 12 მილიონი დოლარი გადაიხადეს. ასეთი გაბედული და მეგობრული ნაბიჯისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ომანის სულთანს ქაბუს ბინ საიდ ალ საიდს “გულითადი” მადლობა გადაუხადა. ბევრმა ეს...

კადაფის შემდეგ

დაახლოებით ერთი თვეა, რაც ლიბია კადაფის გარეშე ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. ექვსთვიანი ორხელისუფლებიანობის შემდეგ ქვეყანას ახლა ერთი პოლიტიკური ძალა – ნაციონალური საბჭო აკონტროლებს, რომელიც კადაფის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის დროს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი 2013 წელს ლიბიის სათავეში ღირსეული ხელისუფლების მოყვანაა.  ნაციონალური საბჭოს ამჟამინდელი ლიდერი პროდასავლური ორიენტაციის მქონე, გამოცდილი პოლიტიკოსი მაჰმუდ ჯიბრილია. ახალი მთავრობის ფორმირებამდე სწორედ ის იქნება...

სარკოზი და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები

ნიკოლა სარკოზისთვის, ლიბიაში ომი ყველაზე დიდი გამოწვევა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ეს სამხედრო კამპანია მისი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ საკვანძო მომენტად უნდა ქცეულიყო. პრეზიდენტ ობამასაგან განსხვავებით, სარკოზის პარტიული და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. ლოგიკურად, კადაფის ჩამოგდებას გარკვეული პოლიტიკური სარგებელი მისთვის ქვეყნის...

ნაბიჯი კონსტიტუციური მონარქიისაკენ

არაბული გაზაფხულით დამფრთხალი მაროკოსა და იორდანიის მონარქები გართულებების პრევენციას ცდილობენ. პირველ რიგში, ორივე მათგანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დ ახლის დასანიშნად სპეციალური კომისიები შექმნა. მეორე ეტაპისთვის ყურადღება სოციალურ პრობლემებზე გამახვილდა: არსებული მაღალი გადასახადები მნიშვნელოვნად შეამცირეს, საკვებ პროდუქტებზე...

ეგვიპტე ღაზის ბლოკადას აუქმებს

ისრაელის პროტესტის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ეგვიპტემ ღაზის სექტორთან თავისი საზღვარი გახსნა. დროებითი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს რეგიონში მშვიდობიანი პროცესების დაჩქარებას შეუწყობს ხელს და, ამასთანავე, ეგვიპტელი ხალხის სურვილს შეასრულებს. საზღვრის გახსნა ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების მიზეზი გახდება.  ებრაელების წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ჰამასისთვის კი, ეს გაძლიერებისა და გააქტიურების ახალი ფაზაა. ღაზის ბლოკადის გაუქმება პოსტმუბარაქულ ეგვიპტეში ისლამისტური და...

ჩინეთის სასურსათო კრიზისის გავლენა საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკაზე

ჩინეთში სასურსათო კრიზისი დაიწყო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოში წარმოებული მარცვლეულის ყველაზე დიდი მომხმარებელი ეს ქვეყანა იქნება. ამან შეიძლება დანარჩენ მსოფლიოში ამ პროდუქციის დეფიციტი გამოიწვიოს.   მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ამერიკაა: ექსპორტზე ყოველწლიურად  90 მილიონი ტონა მარცვლეული გააქვს. აქედან ჩინეთი 2 მილიონი ტონა მარცვლეულის იმპორტს ეწევა, მოსალოდნელი კრიზისის შემთხვევაში კი, მას სულ ცოტა 80 მილიონი ტონა დასჭირდება. ამერიკულ...