შალვა მიქუტიშვილი

3 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

ძმები მინესოტადან

არ დავიწყებ მომაბეზრებელ ახსნა-განმარტებებს იმაზე, რომ კინოს ისტორიაში პირველი ფილმის ავტორები ძმები იყვნენ და კინოსამყაროში არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა ტავიანების კინო, ვაჩოვსკების კინო, დარდენების კინო და სხვა. საქმე ის გახლავთ, რომ რამდენიმე დღეში ბერლინის კინოფესტივალს, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოჯახური ტანდემის შედეგად შექმნილი ფილმი გახსნის. ძმები მინესოტადან, ჯოელ და ეთან კოენები, ადამიანები, რომელთა სახელების ხსენებისას, ხშირად ახსენებენ სიტყვებს – ამერიკული დამოუკიდებელი კინო,...

მაჩეტე

სასარგებლო, სასახელო, საგმირო თუ საზიანო საქმეების კეთების გარდა, საზოგადოება ადამიანებს კიდევ ერთი ნიშნით გამოარჩევს ხოლმე, – “ვიღაცით” ე.ი. ვინმე ცნობადთან ნათესაური, მეგობრული, სექსუალური, შემოქმედებითი და სხვა ტიპის კავშირებით. ასეა მექსიკელი რეჟისორის რობერტო როდრიგესის შემთხვევაში, ანუ მისი შემოქმედება ხშირად კვენტინ ტარანტინოსთან დუეტში მოიაზრება. ზოგს ამ რეჟისორების ფილმები ერთმანეთში ერევა, ზოგი როდრიგესს მექსიკელ ტარანტინოს უწოდებს (რაც გადაჭარბებული მგონია), ჩვენში...

“ჯეოსტარი” – დამცირებულნი და “გავარსკვლავებულნი”

შეიძლება გაექცე ცუნამს, ტორნადოს, ვულკანს, ომს, ტერაქტს, ვირუსს, ეპიდემიას. გაექცე ოჯახს, პარტნიორს, მეგობარს, სამშობლოს, ბანკებს, ბანკირებსა და ბანკომატებს, ტაქსებს, ტაქსისტებსა და მათ ისტორიებს. გაექცე ყველას და ყველაფერს – ქუჩაში გამოდევნებულ მათხოვრებს, ჟურნალისტებს, კარზე მომდგარ მემაწვნეებს, მევალეებს, ინკასატორებს, პარტიის აქტივისტებს, მეზობლისა და ქუჩის ძაღლებს, დაუსხლტე ქურდებსა და ბრმად ნასროლ ტყვიასაც კი, მაგრამ მობილურ ტელეფონს ვერსად გაექცევი. ის სულ შენთანაა, სხეულის...