შოთა ფევაძე

10 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 11 თვე

სტატიები

მოცეკვავე ბიჭები

ავღანეთში საგრძნობლად გაიზარდა ეგრეთ წოდებული მოცეკვავე ბიჭების, იგივე ბაჩა-ბაზების რაოდენობა. ბაჩა-ბაზი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც ბიჭებთან თამაში და ამ „პროფესიის” ახალგაზრდები ნამდვილად არ არიან მხოლოდ უწყინარ თამაშებში ჩათრეულნი. ბაჩა-ბაზის ტრადიცია უცხო არ არის ავღანური საზოგადოებისთვის და მისი ისტორიის ნაწილია, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ის 80-იან წლებში გახდა, მაშინ, როცა ავღანელ მოჯაჰიდებს არასრულწლოვანი ბიჭები აყვანდათ სამხედრო შენაერთებში. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ქვეყნის...

ირანის სპეცსამსახური ბაქოში ისრაელის ელჩზე ტერაქტს ამზადებდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში, რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის ელჩის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. აზერბაიჯანის უშიშროების მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთ დამნაშავეს ირანის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. მას ამარაგებდნენ იარაღით და  ელჩის მკვლელობის შემთხვევაში შესაბამის ანაზღაურებასაც ჰპირდებოდნენ. ვარაუდობენ, რომ ეს ირანის პასუხი იყო  ბირთვულ პროგრამაში ჩართული მეცნიერის მკვლელობისთვის. თეირანი ისრაელს ადანაშაულებს.  ირანი პირველად არ არის ბრალდებული შეკვეთილ მკვლელობაში....

კლიმატგეიტი 2.0

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატისადმი მიძღვნილი სესიის წინ, ინტერნეტში გამოქვეყნდა სკანდალური მიმოწერის ამსახველი მასალა, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ჯგუფისა და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერების პირად საუბრებს გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებების შესახებ. დაახლოებით 5 ათასზე მეტ შეტყობინებაში კლიმატოლოგთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში შესაძლოა გლობალური დათბობის თეორია თავდაყირა...

მარიო მონტის ტექნოკრატიული მთავრობა

იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ იტალიის ახალ პრემიერად ყოფილი ევროკომისარი მარიო მონტი დანიშნა. ის ტექნოკრატიულ მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა. 68 წლის ეკონომისტი ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას შეეცდება, თუმცა ამისთვის მას ჯერ უზარმაზარ ვალთან გამკლავება და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა მოუწევს. მისი წინამორბედი, სილვიო ბერლუსკონი, პარლამენტის მიერ ახალი ეკონომიკური რეფორმების პაკეტის მიღების შემდეგ...

ბერლუსკონი მიდის, იტალიის პრობლემები რჩება

იტალიის  პრემიერ-მინისტრი, 75 წლის სილვიო ბერლუსკონი, თავისი 18-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, 51-ჯერ გადაურჩა პარლამენტისგან უნდობლობის გამოცხადებას და პრემიერის პოსტის დაკარგვას. ახლა კი თავად აცხადებს, რომ მალე გადადგება. საქმე ის გახლავთ, რომ 8 ნოემბერს პარლამენტში ჩატარებული საბიუჯეტო კენჭისყრის დროს, როცა ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ბიუჯეტს...

მაროკოში დემოკრატიული რეფორმები გრძელდება

 პირველი ივლისის რეფერენდუმის მიხედვით მაროკოს ამომარჩეველთა 98% მხარს უჭერს ახალ კონსტიტუციას. მეფე მოჰამედ VI სხვადასხვა მსოფლიო ლიდერებისგან მოლოცვებს იღებს.  ახალი კონსტიტუციით მონარქს გარკვეული უფლებები ეკვეცება და მნიშვნელოვანია ის, რომ კონსიტუციიდან გაქრა სიტყვა „წმინდა“, რომელიც მეფეს უკავშირდებოდა, თუმცა  ეს უკანასკნელი არ შეიძლება სამართლებრივ პასუხიგებაში მიეცეს  და  სიცოცხლის ბოლომდე ტახტის მფლობელი რჩება. ახალი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრის...

დალაი-ლამა აშშ-ში

ტიბეტის რელიგიური ლიდერი, დალაი-ლამა, ათდღიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება. ის წარუძღვება ბუდისტურ რიტუალს – კალაჩაკრა მსოფლიოსათვის – რომელშიც ბუდიზმის მიმდევარი ამერიკელები მიიღებენ მონაწილეობას. ტიბეტის ლიდერს კონგრესმენებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, თეთრი სახლის არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი – მათ შორის, არც პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი – მასთან შეხვედრას არ აპირებს. პრეზიდენტ ობამას, დალაი-ლამა ადრეც შეხვედრია –...

ლიტვაში ძებნილი გენერლის ავტრიული გასეირნება

მიხაილ გოლოვატოვი, კგბ-ს ყოფილი გენერალი 14 ივლისს ავსტრიის პოლიციამ დააკავა ვენის აეროპორტში. თუმცა, ავსტრიამ რეკორდულად მოკლე დროში ( 24 საათზე ნაკლები) გაანთავისუფლა დაკავებული და საშუალება მისცა დაბრუნებულიყო სამშობლოში. კგბ-ს ყოფილ გენერალს სავარაუდოდ ბრალი მიუძღვის 14 ადამიანის სიკვდილში. 1990 წლის 11 მარტს ლიტვის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც საბჭოთა კავშირმა უკანონოდ და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებად გამოაცხადა. 1991 წლის იანვარში ლიტვაში დაიწყო...

იტალია და გერმანია ატომურ ენერგიაზე უარს ამბობენ

 იაპონიაში ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ უარს ატომურ ენერგიაზე. ამ გადაწყვეტილებით, ისინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ზრდიან და რეგიონის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ინტერესებს უგულებელყოფენ. სულ ახლახან ატომურ ენერგიაზე უარი იტალიამ  თქვა. იტალიის მთავრობა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. თუმცა ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული ძალის მოთხოვნის შედეგად, საკითხი რეფერენდუმზე გავიდა და მოქალაქეების...

კვლავ ომის ზღვარზე

სამხრეთ სუდანის სახელმწიფოს მშვიდობიანი შექმნის პროცესს საფრთხე დაემუქრა. 22 მაისს, ჩრდილოეთ სუდანის ჯარებმა, ობეიდის სადავო რეგიონი დაიკავეს. გაეროს ცნობით, 15 ათასზე მეტი ადამიანი სამხრეთში გადაიხიზნა. ობეიდის ნავთობით მდიდარი რეგიონი, დიდი ხნის მანძილზე სუდანის მშვიდობიანი გაყოფის ერთ-ერთ ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნეოდა. ქალაქი ობეიდი ორივე ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს და მისი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად აფრიკელია. 2005 წელს აშშ-ის ძალისხმევით ჩრდილო და სამხრეთ სუდანმა, ობეიდის...