სულელი უცხოელი

25 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

წერილები სანტას

ახ­ლა წე­ლი­წა­დის უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი დროა და მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვე­ბი პერ ნო­ელს, დედ მო­როზს, თოვ­ლის ბა­ბუ­ას თუ სან­ტა კლა­უსს წე­რი­ლებს სწე­რენ. რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი დო­ნის პო­ლი­ტი­კა ხში­რად ცო­ტა არ იყოს ბავ­შ­ვუ­რი­ა, ად­ვი­ლი­ა, წარ­მო­იდ­გი­ნო, ქვეყ­ნის ზო­გი ლი...

დიად ქართველთა საახალწლო დაპირებები სულელი უცხოელის მიხედვით

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, განვლილი 12 თვის საღი გონებით გაანალიზება, ხშირად სასარგებლოა. გასულ წელს დაშვებული შეცდომებისა თუ წარმატების მიზეზების სწორად გაანალიზების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მიზნის მიღწევა გაგვიმარტივდება, შემხვედრ წინააღმდეგობებს კი უფრო მომზადებულნი დავხვდებით. ახალი წელი ის დროცაა, როცა ვფიქრდებით, თუ რა გვაქვს ახლა და...

ცნობილები

 ოჰ, ეს ცნობილი პერსონები. მდიდრები, გამოჩენილები, ძლევამოსილები – ცოტანი თუ ვიტყვით გულახდილად, რომ მსუბუქი ჟრუანტელიც კი არ დაგვივლის, მათ კომპანიაში რომ მოვხვდებით. სავსებით ბუნებრივია, მცირედი სიხარული განიცადო, ავტობუსის გაჩერებაზე ბიონსეს თუ გადააწყდი, ანაც სადილზე, შემთხვევით, დალაი ლამას გვერდით თუ აღმოჩნდი. სულ ახლახან ობამასთან ერთად დაისვენეთ და ჰიდროციკლებით ისეირნეთ? მაშინ, კმაყოფილების გამოხატვას ნუ მოერიდებით, მეტიც, მიშელის კულინარიულ შესაძლებლობებსა და ბარაკის გასაოცარი...

ღვედები

საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ღვედების ხმარებაში უკვე კარგად ვიყავი გაწვრთნილი. მანქანაში ჩაჯდომისთანავე, რეფლექსურად, ხელი ღვედისკენ გამირბოდა ხოლმე. საჭესთან მის გარეშე ჯდომა ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც, ვთქვათ, ქუჩაში უშარვლოდ გასვლა. მაგრამ საქართველოში რაღაც უცნაურობა შემემთხვა. ჯერ ის შევამჩნიე, რომ ბევრ მანქანას ღვედი უბრალოდ არ ჰქონდა, ან თუ ჰქონდა, ისიც დიდი ხნის დავიწყებული და ადგილზე მიმხმარი. მათი ტარება ყოვლად წინდაუხედავ საქციელად აღიქმებოდა. ტაქსისტები ისეთ...

კაცური კოცნები

ერთგულ მკითხველებს ეცოდინებათ, ამ სვეტს საქართველოზე საწუწუნოდ ვიყენებ ხოლმე. ხშირად, ოდნავ მფარველობითი და მწარე ტონით ვქადაგებ ქართული ყოფის ამა თუ იმ ასპექტის ჩამორჩენილობის, უგუნურობისა თუ საერთოდაც ხიფათიანობის შესახებ. იმით, რომ საკუთარ თავს სულელ უცხოელს ვუწოდებ, ვცდილობ თავიდან ავირიდო შედარებები ისეთ გულგრილ, პროდასავლელ შოვინისტთან, რომლის შეხედულებები მე-19 საუკუნის კოლონიალისტსაც შეარცხვენდა. თუმცა ახლა, როცა ჩემს მშობლიურ ბრიტანეთს ვეწვიე, გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, ქართველები...

ისტორია

ამბობენ, მცირერიცხოვან ერებს ხშირად ძალზე ხანგრძლივი ისტორია ტანჯავთ. ამ ჰიპოთეზის სისწორე არსად დასტურდება ისე, როგორც საქართველოში. აქ ერს წარსულის ტვირთი ხშირად ძალიან ამძიმებს. ხშირად უთქვამთ ჩემი ამერიკელი მეგობრებისთვის – შეფარული ქედმაღლობით – რომ ბოლომდე ვერასდროს გაუგებენ საქართველოს, ვინაიდან ისინი „ახალგაზრდა” ქვეყნის შვილები არიან. „ჩემს ბაღში ზოგი ხე უფრო მეტი ხნისაა, ვიდრე მთელი თქვენი ერი”, ამას წინათ ერთმა ჩემმა ქართველმა ნაცნობმა ამერიკელს ნიშნისმოგებით უთხრა. შესაძლოა, ასეც...

სულელი უცხოელის პირველი ყოველწლიური დაჯილდოება

მანანა არჩვაძის სახელობის პრიზი არგუმენტირებული პოლიტიკური დებატებისთვის ლაურეატი: ნინო ბურჯანაძე მსაჯულთათვის არ იყო ადვილი იმ ადამიანის შერჩევა, რომელსაც ამ სასურველ, ქართული პოლიტიკის გრანდ-დამის, მანანა არჩვაძის სახელობის პრიზს მიანიჭებდნენ, იმ ქალის სახელობისა, რომელიც აშკარად გამოირჩევა ზომიერებითა და არგუმენტირებული მსჯელობით. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, დაგვეფასებინა ის წვლილი, რომელიც ქალბატონმა ბურჯანაძემ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის გაიღო....

ქველმოქმედება

საქართველოში ბევრს ვმოგზაურობ და იცით, რა აკლია ამ ქვეყანას? ეკლესიები. თუ რაიმე მართლაც დეფიციტურია საქართველოში, ეს ისეთი ადგილებია, სადაც მივიდოდა ადამიანი და ილოცებდა. ამას წინათ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოგზაურობისას, აღმოვაჩინე რამდენიმე გორაკი, რომელზეც ეკლესია არ იდგა. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?თუმცა, ამ პრობლემის გამოსასწორებლად, საბედნიეროდ, რაღაცა კეთდება. რამდენჯერაც ტელევიზორს ჩავრთავ, ვხედავ რეკლამას, რომლითაც მევედრებიან, რამდენიმე ლარი შევწირო რომელიღაც უეკლესიო სოფელში...

მოდა

მოდა, როგორც ერთხელ ოსკარ უაილდმა თქვა, ისეთი უშნო რამ არის, რომ ექვს თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. საქართველომ, როგორც ჩანს, ეს რჩევა ერთიორად გაითვალისწინა: წელს, მინიმუმ, სამი ქართული მოდის კვირეული დავთვალე. მართალია, ახლა კარგად გამოწყობილ ადამიანად ვერ ჩავითვლები, მაგრამ გლამურული წვეულებების მოყვარული მაინც ვარ და მეც მოდის კვირეულებზე დასწრება საქმიანობად გავიხადე. და იცით რა? ისინი ცუდი სულაც არ იყო. მოდელები უმშვენიერესები იყვნენ, ტანსაცმელი, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან ლამაზი და ამ...

ტურიზმი

ვშიშობ, ცუდი ამბავი მაქვს. არ ინერვიულოთ, ტრაგიკული არაფერია, თუმცა, იმედი, შეიძლება, ცოტა გაგიცრუვდეთ. ეს ამბავი ბათუმს ეხება. აი, რა მინდა გითხრათ: არა აქვს მნიშვნელობა რა სიგრძის იქნება ბულვარი, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეშენებელური სასტუმრო აშენდება, არც იმას აქვს მნიშვნელობა, პლაჟებზე კენჭები ოქროსფერი ქვიშით შეიცვლება თუ არა – ბათუმი ვერასდროს გახდება ახალი სენ-ტროპე. ცუდად არ გამიგოთ. არ ვამბობ, რომ ბათუმი არ არის ლამაზი ქალაქი, პირიქით, ვფიქრობ, შესანიშნავია, განსაკუთრებით,...