სულელი უცხოელი

25 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

სტატიები

კლუბები

ამას წინათ ქუჩაში ორმა ავსტრალიელმა ტურისტმა გამაჩერა. მოესმათ, მობილურით ინგლისურად რომ ვლაპარაკობდი, როდესაც რამდენიმე კილო პომიდორს (ვარდისფერს, რა თქმა უნდა) მოვათრევდი, და მიხვდნენ, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვიყავი. უნდოდათ გაეგოთ, სად შეიძლებოდა საღამოს გართობა, ცოტაც დალევა, ხალხის გაცნობა და საერთოდ, კარგი დროის გატარება. რამდენიმე ბარი დავუსახელე, რომლებიც, შესაძლოა, მოსწონებოდათ – შარდენზე, სადაც ხალხის თვალიერება შეიძლება და პეროვსკაიაზე, სადაც ფეთხუმი ექსპატები...

დონ ჟუანების და ვესტალების ქვეყანა

 ახალი ჩამოსული ვიყავი პირველად საქართველოში, როცა ერთმა კეთილგანწყობილმა ტაქსის მძღოლმა მითხრა - სასიყვარულო ურთიერთობების დიდი შანსი არ გაქვსო. მიმტკიცებდა, „ამისთვის საქართველოში ან იხდიან, ან ქორწინდებიანო”. ამის მოსმენა, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელი იყო - ბოლოს და ბოლოს, ნარიყალაზეც ვიყავი საშინელ სიცხეში, თინეიჯერების ჰორმონების სურნელმაც კინაღამ გონება დამაკარგვინა და, თავს დავდებ, რამდენიმე გამყიდველი და ოფიციანტი საკმაოდ დაუფარავად მეფლირტავებოდა. თან, გარკვეულწილად,...

ჭორი

იცოდი, რომ აშშ საიდუმლო სამხედრო დარტყმას გეგმავს ირანზე და რუსეთის ყურადღების გასაფანტავად ქართული სანაპირო დაცვის გამოყენებას აპირებს აფხაზეთთან პროვოკაციის მოწყობისთვის? არა? ის მაინც უნდა გსმენოდა, ჰილარი კლინტონი მხოლოდ პირობების შესათანხმებლად რომ ჩამოვიდა, მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას პოლიტიკური თავშესაფარი და რამე... ან ის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის პრემიერი „ჩვენ ერთი გუნდი ვართ”-ის სიმღერით რომ შეუძღვა სტუმრებს, ქართული საფეხბურთო ნაკრების...

მიხოიზმი

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მაღაზია გახსნა, რამდენიმეთვიანი მზადებისა და მძიმე შრომის ნაყოფი. შევთავაზე, წვეულებით დავაგვირგვინოთ, დავპატიჟოთ ბევრი ხალხი, ახალი ბიზნესი გავახმაუროთ-მეთქი. „არა, - მიპასუხა, - მეშინია, მეტისმეტად ჭარბად არ მოვიზიდო კლიენტებიო”. ეს გაუკუღმართებული მიდგომა კაპიტალიზმთან იმდენად უჩვეულო და თავისებურია, რომ, საქართველოს გარდა, არსად შემხვედრია. აუცილებელი არაა, ჰარვარდის ბიზნესსკოლა გქონდეს დამთავრებული, რომ მიხვდე - რაც მეტი კლიენტია, მით უკეთესი შენი გაყიდვებისთვის...

ქართული „ჯანი”

საქართველო არის ქვეყანა წამლის სერიოზული პრობლემით. არ ვსაუბრობ ჰეროინზე, სუბოტექსზე ან სხვა არალეგალურ საშუალებაზე. ვგულისხმობ წამალს. თითოეული ქართველის სახლში იმდენი აბია, რომ პატარა ფარმაცევტულ ლაბორატორიას გახსნიდა კაცი. ყველა ქუჩაზე, სულ ცოტა, სამი აფთიაქი იწონებს თავს. თუმცა, ქართველები არ არიან „იპოქონდრიკები”, რომლებიც თავს შთააგონებენ, თითქოს ავად იყვნენ. საქმე სხვაგვარადაა: ისინი მუდამ ავადმყოფობის შიშის ქვეშ ცხოვრობენ და წამლები სახლში არის ერთგვარი თილისმა, რომელიც ავ სულებს...

სტუმარი ღვთისაა

ეჭვგარეშეა, ქართველები ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია, რომელსაც შეიძლება ოდესმე გადაეყარო. საქართველოში ყველგან თბილად მიგიღებენ, არ გექნება ნოყიერ სადილზე და თბილ ლოგინზე საზრუნავი. უკანასკნელ ას წელისადში აქ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს” ჯერაც არ გასვლია ყავლი. საქართველოში სტუმრად დიდი ხანი დავყავი და, შესაბამისად, ამ ეროვნული კულტის გადამკიდე, გარკვეული გამოცდილებაც შევიძინე. საქართველოში ყველამ იცის, რომ „სტუმარი ღვთისაა”. ამას...