სანდრო ნავერიანი

49 სტატია 2 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

კლასი ძალასაც ხნავს!

            ერთხელ, მამაჩემს უთქვამს ბებიაჩემისთვის, ანუ დედამისისთვის, როდესაც ამან დაურეკა და კითხა, რა ხდებაო. ჰოდა, მამაჩემმაც უთხრა: наши бъют русских!             ბებიაჩემი უკრაინელი იყო. გვარად რიჟკოვა. უკრაინიდან რაღაც მიზეზების გამო გამოიქცა. არ ვიცი. გამოიქცა და ჩამოვიდა საქართველოში. მერე ყველაფერი ისე მოხდა როგორც გალივუდსკი ფილმებში ხდება ხოლმე - გამოჩნდა თეთრ რაშზე ამხედრებული ბაბუაჩემი, რომელიც იმ დროს არც მამაჩემის მამა იყო და აბა ბაბუაჩემი როგორ იქნებოდა. ჰოდა, ხელის ერთი...

განსხვავებული სოლიდარობა

ცოტა ხნის წინ თბილისის ქუჩებში მართლმადიდებელმა ვარსკვლავებმა „ქრისტეს სახელით“ მორიგი „ჯვაროსნული ლაშქრობა“ მოაწყვეს და ლგბტ აქტივისტებს მარჩიანოს მტკიცე და უხეშ სტილში გაუსწორდნენ. პოლიციაც, რბილად რომ ვთქვა, კალჩოპოლში მსხვერპლად შეწირული არბიტრებივით ობიექტური იყო.  ამ ყველაფერზე ბევრი დაიწერა. ილაპარაკეს ყველგან, სადაც კი რამე ტრიბუნა არსებობს. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი. სამართლებრივი და მორალური შეფასებები არ წყდებოდა და სამწუხაროდ, უმრავლესობა ამბობდა, რომ უარესის ღირსები...

ბიოლოგის უკანასკნელი წერილი

ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, დე, შენ ეს ყველაზე კარგად იცი და გარკვეულწილად შენი დამსახურებაც არის ამაში - მთელი ბავშვობა მეუბნებოდი პოპულარული გავმხდარიყავი, რომ მერე, ყველასთვის ხელი მომეკიდა და აქედან წამეყვანეთ. არ გამომივიდა.             რა არ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა და ამაშიც არის შენი დამსახურება - რატომ მაიძულე ბიოლოგია მესწავლა? ცხოვრებაში რამე თუ გსმენია პოპულარულ ბიოლოგზე? ან პათანატომზე? ასეთი პროფესიის ადამიანები პოპულარულები მხოლოდ მაშინ გახდებიან თუ პროფესიას შეიცვლიან,...

Au Revoir Pep

უსასრულოდ არაფერი გრძელდება, დროც და სივრცეც, დადგება დღე და აღარ იარსებებს, ყველაფერი სინგულარულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ესეც დასრულდებოდა და ისტორიაში ყველაზე რომანტიკული საფეხბურთო წყვილი, რომელმაც სოკერის ქომაგებს გენიალური ოთხი წელი გვაჩუქა, ერთმანეთს გაეყრებოდნენ.  ამ ოთხ წელიწადში ჩვენ ვუყურებდით სანახაობას, როგორიც არცერთ ეპოქაში არავის უნახავს. იყო თეთრი ბალეტი, სამბა, ტოტალური ფეხბურთი და ყოველთვის ეს დიდი ეპოქები ფასდებოდა, როგორც საუკეთესო...

არავითარი მისტიკა, უბრალოდ სიზმარი!

ირაკლი ჩარკვიანი დამესიზმრა. საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ირაკლიც და სხვა ბევრი, ისეთებიც, საქართველოს შესახებ არაფერიც რომ არ სმენიათ, ხშირად დამსიზმრებია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. განსაკუთრებული სხვა რამ იყო ამ სიზმარში. ილუზორული სიუჟეტი მონოლოგის რეჟიმში ვითარდებოდა, გაბრაზებული ირაკლი ჩარკვიანი მსაყვედურობდა და მარწმუნებდა, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს იმ ერთადერთი ფოტოს დაკარგვას. 2005 წელს - თუ არ ვცდები სწორედ ეს წელი იყო, როცა ირაკლიმ „მეფე“ დაირქვა...

კოსმოთერაპია

            ადამიანებს პორტატული ტელესკოპები რომ გვქონდეს, მთვარე, ალბათ, ლექსებიდან თუ გაგვახსენდებოდა - უმრავლესობა უფრო ღრმა კოსმოსში გაიხედავდა, იქამდე, ვიდრე ტელესკოპის ლინზა მისცემდა საშუალებას. მაგრამ პორტატული ტელესკოპები არ გვაქვს.             უკვე ოთხი თვეა, ღამე არ გავა ისე, რომ ერთ ვარსკვლავს მაინც არ დავაკვირდე. ვიცი, ერთი მოციმციმე წერტილის მეტს ვერაფერს დავინახავ, ისიც, თუ ფოკუსში ამოვიღე, სწრაფადვე მეკარგება და თავიდან მიწევს მისი ძებნა, მაგრამ მაინც, შეთქმულივით, ყოველ ღამე...

დეისაძის სინდრომი

ერთი წლის წინ ვწერდი, უსამართლობაა ერეკლე დეისაძე ლიტერატურული პრემია ”საბას” ნომინაცია ”საუკეთესო დებიუტის” შორთ ლისთში რომ ვერ მოხვდა-მეთქი და ამის გამო ფეისბუქის ინბოქსი მკაცრი ტონით ნაწერი ანონიმური დატუქსვებით ამევსო. საგულისხმოა, ანონიმები მაკრიტიკებდნენ (რბილად, რომ ვთქვა) იმიტომ, რომ მე გავბედე და დავიცავი ადამიანი, რომელმაც ასე შეურაცხყო პატრიარქი, დედა ეკლესია და ა.შ. მის პროზაზე არავინ საუბრობდა. განსხვავებული ქოქოლა დამაყარეს უკვე ლიტერატურულ წრეებში წონიანმა და ლიტ-პორტალებზე...

რა სარგებლობა მოაქვს ინიციატივას?!

 2014 წელი, მაისი, ჟენევა, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გამოავლინა. ევრო 2020 ირლანდია-შოტლანდია-უელსში გაიმართება. საქართველოს და აზერბაიჯანის მოსახლეობა გულდაწყვეტილია. შორთ ლისთში მოხვედრა უკვე წარმატება იყო, თუმცა იმის იმედიც არსებობდა, რომ ევრო 2020 წილხვედრში და მის მეზობელ ქვეყანაში გაიმართებოდა. ვცადეთ და არ გამოგვივიდა, დავმარცხდით. ვაგრძელებთ ცხოვრებას იღბლიანი მომავლის იმედით...

დღიური

”პარასკევი, 12 ივნისი, 1942. იმედი მაქვს, ყველაფერი შემიძლია განდო, განდო ისე, როგორც არასდროს არავის მივნდობივარ, იმედი მაქვ,ს შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები.” ასე იწყება პლანეტაზე ყველაზე ცნობილი დღიური, რომელიც ანე ფრანკს ეკუთვნის. დღიური, რომლის შიგთავსმაც შეძრა უამრავი ადამიანი. პირადად მე ვერ ვიხსენებ, მოახდინა თუ არა ჩემზე რამე ეფექტი ამ დღიურმა, თუმცა, იქიდან რაც დღემდე მახსოვს არის ამ წიგნის წაკითხვისას შექმნილი შთაბეჭდილება, რომ ანე ფრანკის დღიური ყველაზე გულწრფელი დღიურია, რაც კი...

ქართული პლაგიატი

ინტერნეტში ქექვას მოყვა ის რომ შემთხვევით გადავაწყდი რესტორნის სარეკლამო სცენარს: სცენა პირველი მაიკ ტაისონი ევანდერ ჰოლიფილდთან მარცხის შემდეგ პირდაპირ რესტორანში წავიდა, რათა კარგად ეჭამა და გამომთვრალიყო. რესტორანში შესულს, კლიენტებმა შეშინებული მზერა დაახვედრეს, ზოგიც თვალს არიდებდა, ლუკმა ყელში ეჩხირებოდა, ნერვიულობისგან ჩანგალი უვარდებოდა და ა.შ. ოფიციანტები კი პირიქით, ტაისონს უღიმიან, საუკეთესო ადგილს სთავაზობენ, ღვინოს უსხამენ, ავტოგრაფებს სთხოვენ და ა.შ. ტაისონი გაშლის მენიუს,...