თამთა ნაჭყებია

4584 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
3 წელი 3 კვირა

პოსტები ბლოგიდან

რა წერია და რა მიზანი აქვს ბავშვის დაცვის მოტივით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს

2019 წლის სექტემბერში ბავშვთა უფლებათა კოდექსსა და თანმდევ კანონებში, მათ შორის, მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ინტერნეტში "ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება უნდა შეიზღუდოს".როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, "ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს".თუმცა, მიღებული ნორმები ბუნდოვანია, არ არის სათანადოდ განმარტებული და ინტერპრეტაციების საშუალებას...

ნაზი ჯანეზაშვილის ბრძოლა ე.წ. კლანთან, რომელიც სასამართლოს მართავს

ანა დოლიძესთან დაპირისპირება2 წლის განმავლობაში ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემის ე. წ. კლანს საბჭოს უკვე ყოფილ წევრთან, ანა დოლიძესთან ერთად ებრძოდა. თუმცა, დოლიძეს პოლიტიკური აქტივობის გამო საბჭოს დატოვება მოუწია. წასვლამდე მან და ნაზი ჯანეზაშვილმა ერთმანეთის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთეს. ჯანეზაშვილი დოლიძეს საბჭოს დატოვებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან, კანონმდებლობით, პოლიტიკური ინტერესები ამ კონსტიტუციურ ორგანოს წევრობასთან შეუთავსებელია. საპასუხოდ ის დოლიძის მხრიდანაც გახდა შეურაცხყოფის...

ქორწინების უფლება, პოლიტიკური დისკუსია და ლგბტქ თემის ბრძოლა გადარჩენისთვის

26 წლის ელენე (სახელი შეცვლილია) 6 თვეზე მეტია, შეყვარებულ გოგოსთან ერთად ცხოვრობს.როგორც თავად ყვება, იმ ფაქტს, რომ ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული არ აქვთ, მათთვის ჯერჯერობით ხელი არ შეუშლია, თუმცა, შეიძლება წარმოიშვას მთელი რიგი პრობლემები, რომლებთან შეჯახების შემთხვევაშიც შესაბამისი დოკუმენტის არარსებობა შეაფერხებთ.მაგალითად, თუ ერთი მათგანი საავადმყოფოში მოხვდება, მეორეს მონახულების უფლება არ ექნება, ვინაიდან ოჯახის წევრად არ ჩაითვლება, ვერ აიღებენ საერთო სესხს ქონების შესაძენად და სხვა...

გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი: ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების გარეშე Covid 19-ს ვერ მოვერევით

როგორ ებრძვის გერმანია ახალი კორონავირუსს, რა მეთოდებს იყენებს, რა პრინციპით ატარებენ ტესტირებას და რა არის სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები - გამოცემა Zeit Online ქვეყნის მთავარ ვირუსოლოგს ესაუბრა.ავტორი: ფლორიან შუმანიZEIT ONLINE: ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, იცვლება. ბატონო დროსტენ, ხომ არ ღელავთ?კრისტიან დროსტენი: ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მეც, გარკვეულწილად არსებული სიტუაციის უარყოფის ფაზაში ვარ. ვიმედოვნებ, ჩემსა და ჩემს ოჯახზე ეს არ აისახება. თუმცა, ეს ძალიან შესაძლებელი იყო....

გაყოფილი ოჯახები და მძევლად აყვანილი მოსახლეობა ჩაკეტილ ახალგორში

"ჩემი შვილი მენატრება"სამოქალაქო აქტივისტმა და ჟურნალისტმა, თამარ მეარაყიშვილმა შვილი ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ნახა. [[{"fid":"115798","view_mode":"content_image_text_width","fields":{"format":"content_image_text_width","field_file_image_title_text[ka][0][value]":"","field_description_text[und][0][value]":"თამარ მეარაყიშვილი","field_author_name[ka][0][value]":"","field_source[ka][0][value]":"facebook"},"type":"media","link_text":null,"attributes":{"height":800,"width":800,"...

ახლა ვიდეოს გაყალბებაც შესაძლებელია - არის თუ არა DEEPFAKE საფრთხე დემოკრატიისთვის

დღეს ინტერნეტმა ადამიანების ინფორმირება ადვილი და ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა, ამავდროულად, გართულდა ნამდვილი და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა და მისი კონტროლი. დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბი ახალი ამბები, ყალბი ფოტოები, მანიპულაციური ფოტოები გამოიყენება.თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვალა ყალბი ამბების გავრცელების გზებიც. თუ ამ დრომდე ამისთვის მხოლოდ ახალი ამბები, ყალბი და მანიპულაციური ფოტოები გამოიყენებოდა, დღეს ვიდეო ინტერვიუს გაყალბებაც შესაძლებელია. ...

სქემა, გარიგება, ნეპოტიზმი - როგორ მიმდინარეობს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კონკურსი 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 არამოსამართლე წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი სისტემაში არსებულ კორუფციაზე, გარიგებებსა და კლანზე ალაპარაკდნენ, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება, წარსულში მიუღიათ...

არჩევნები 2020 - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცედურები, უპირატესობები და რისკები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 20-21 ივნისის აქციების დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დამთმობი ნაბიჯი გადადგა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი დღეს დაიწყო. ინიციატივა ქართულმა ოცნებამ წარადგინა.რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებაცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ამასთან, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე...

დავით გარეჯის მონასტერი, დემარკაცია და აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაჭიანურებული პროცესი

2019 წლის 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.26 აპრილს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. არსებობდა მოლოდინი, რომ ის კვლავ ჩაიკეტება. ეს არ მომხდარა, თუმცა, აზერბაიჯანის საზღვართან განვითარებული მოვლენები ვნებათაღელვის საგანი გახდა.საზოგადოების ერთმა...

რა წერია კობახიძის კანონპროექტში, რომლის მხარდაჭერაზეც უმრავლესობაში "საბოლოოდ შეჯერდნენ"

6 მარტს პარლამენტში დარეგისტრირდა ირაკლი კობახიძის და დეპუტატების - არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის...