თამარ ჩერგოლეიშვილი

83 სტატია 2 კომენტარი
წევრია:
5 წელი 6 დღე

მთავარი რედაქტორი

1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

2000 წლიდან მუშაობდა ევროპის საბჭოში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 2006-2010 წლებში ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს სამართლებრივ ჯგუფს და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში სისხლის სამართლის, ეკონომიკური დანაშაულის, კიბერნეტიკული დანაშაულის, ადამიანის უფლებებისა და მედიის კუთხით.

1999-2000 წლებში თანამშრომლობდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან პროკურატურის რეფორმის პროცესში. 1997-1998 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა ეთიკის და სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობის შექმნის პროცესში. 1996-1997 წლებში თანამშრომლობდა გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიასთან.

სტატიები

წინსვლამდე დიდი უკუსვლა გვექნება

ივანიშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ ერთხელაც შიშველ ძალად გადაიქცეოდა, დაკვირვებული ადამიანისთვის ჯერ კიდევ მაშინ იყო ნათელი, როცა ის პოლიტიკურ პლურალიზმს მიადგა. სამოქალაქო სექტორის ნაწილი, მაშინ, კანონდარღვევებს შურისგების დაუფარავი სურვილით არბილებდა და, ამგვარად, ივანიშვილის მადას არნახულ კომფორტს უქმნიდა შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. იმ ბრძენ კაცს კი თვალი თითქმის ყველაფერზე ეჭირა, რისთვისაც შეგვეძლო შემაკავებელი გვეწოდებინა. ძალაუფლება შეზღუდულია წესებით, შიშველ ძალას კი მხოლოდ...

შევთანხმდეთ, რომ კმარა!

შევთანხმდეთ, რომ კმარა!ჯარისკაცების ცხედრები კი არა, დნმ-ს ნიმუშები მივაბარეთ მიწას, ასე ახსნა თავდაცვის მინისტრმა ის, თუ რატომ არ იმყოფებოდა მთავრობის არცერთი წარმომადგენელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების დაკრძალვაზე.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავდაცვის მინისტრი რუსული აგრესიის მსხვერპლს შეურაცხყოფას აყენებს – ყველას გვახსოვს უკრაინაში დაღუპული, რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ალეკო გრიგოლაშვილი, რომელიც თავდაცვის უწყებამ ანგარებაში დაადანაშაულა და ნაციონალების...

მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ...

"არც ეუხერხულება და არც არაფერი" - ფრაზა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის უზნეო მოქმედების ასახსნელად გამოიყენა, თანაბრად შეიძლება მიესადაგოს ივანიშვილის ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის ორწლიან საქმიანობას.მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ საყდრისი ააფეთქეს, ხოლო ბერი კლდეების, დოღლაურის და დეფოფლის გორის არქეოლოგიური ძეგლები ბულდოზერებით გაანადგურეს.მათ არც ეუხერხულებათ და არც არაფერი, რომ საქართველოს ბიუჯეტი მეორე წელია ირღვევა, ლარი უფასურდება და 2015 წელს...

8 კომენტარი

შეურაცხყოფილი მეომარი და ივანიშვილის ცივი ომი უკრაინასთან

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი დღე ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ახალი სკანდალის მომტანია. ერთის ჩაცხრობას ვერ ასწრებენ, მეორე ფეთქდება. ხელისუფლება თვითმიყენებული ზიანის კონტროლის რეჟიმში მუშაობს. მთავრობის წევრთა მოქმედებების გამართლება არათუ რიგით მხარდამჭერებს, არამედ უმრავლესობის წევრებსაც უჭირთ.გასული ერთი კვირის მანძილზე ააფეთქეს საყდრისის მაღარო, ბულდოზერებით გაანადგურეს დოღლაურის სამაროვანი. ამ კვირაშივე გაირკვა, რომ შარშან ფინანსთა მინისტრმა წარმატებული მუშაობისთვის...

ედვარდ ლუკასი: ГРУ, ФСБ და СВР რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია

უკრაინაში არჩევნები ჩატარდა, პირველი შემთხვევაა, როდესაც კომუნისტები რადაში ვერ მოხვდნენ, ხოლო პრორუსული ძალა მკვეთრ უმცირესობაშია, როგორ შეაფასებთ ამ არჩევნებს?ვფიქრობ, უკრაინული არჩევნები იმედის მომცემია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის მართლაც თავისუფალი და სამართლიანი იყო. ჩვენ არ ვიცოდით ვინ მოიგებდა. ვფიქრობ, ეს კონსოლიდაციის პროცესის ნაწილია. უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა - აღმოსავლეთით სურდა წასვლა თუ დასავლეთით. უკრაინელების უმრავლესობამ დასავლეთი არჩია და ეს ძალიან კარგია.თუმცა, მე ძალიან...

ან აპელბაუმი - სამხედრო მოქმედებებმა გამოაღვიძა სამყარო

რა გავლენა ექნება ყირიმის ანექსიას საერთაშორისო წესრიგზე და როგორ შეიცვლება რუსეთისადმი განწყობები დასავლეთში – ამ თემაზე ტაბულას რედაქტორი ესაუბრა პულიცერის პრემიის ლაურეატ ავტორს ან აპელბაუმს, რომელიც მარტში საქართველოს სტუმრობდა გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესასწავლად. რესპონდენტი სხვადასხვა დროს წერდა ისეთი გამოცემებისთვის, როგორიცაა Evening Standard-ი, Economist-ი, Spectator-ი, Slate-ი, ამჟამად Washington Post-ისთვის მიმოიხილავს საერთაშორისო პოლიტიკას. 2002-2006...

გივი თარგამაძე - სიტუაციის წელში გადასატეხად ნიადაგი მომწიფებულია

ამერიკული მედიის მიერ კავკასიის ჩე გევარად წოდებული დეპუტატი, გივი თარგამაძე, ტაბულას უკრაინის ევრორევოლუციაზე, პრეზიდენტ იანუკოვიჩის ბიოგრაფიის უცნობ დეტალებსა და კრიმინალურ მენტალიტეტზე, მაიდნის ლიდერებსა და განაწყენებულ ოლიგარქებზე, ასევე ქართული ოცნების საგარეო და საშინაო პოლიტიკურ შეცდომებზე ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა უკრაინაა – იანუკოვიჩით დავიწყოთ, რა მდგომარეობაშია ახლა ის თქვენი შეფასებით?იანუკოვიჩი შეშინებულია, ცუდ მდგომარეობაშია, ამის დასტურია ის, რომ იანუკოვიჩი ოპოზიციას...

ვილნიუსის სამიტი ევროპის მარცხი იყო

11 დეკემბერს ტელეკომპანია ტაბულას ეთერში გავიდა ინტერვიუ გამოცემა The Economist-ის საერთაშორისო რედაქტორთან ედვარდ ლუკასთან. ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მას უკრაინის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს შესახებ ესაუბრა.თქვენ ამბობთ, რომ ევროპა, უნდა თუ არ უნდა, მაინც გეოპოლიტიკურ ბრძოლაშია რუსეთთან. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, შეგიძლიათ ვილნიუსის სამიტი შეაფასოთ?ვილნიუსის სამიტი ცუდი რეზულტატით დასრულდა – ეს ევროპის მარცხი იყო. უარესი ის არის,...

ჯეიმს აპატურაი - საქართველომ პასუხი უნდა გასცეს NATO-ს წუხილებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, თბილისს ივნისის პირველ დღეებში, მისივე თქმით, ორი მიზეზით ეწვია – საქართველოში NATO-ს კვირეულის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც 3-10 ივნისს გაიმართა, და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მოსამზადებლად, რომელიც თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ტაბულასთან ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ქვეყნისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების პერსპექტივაზე...

წასვლა, არწასვლა, საკითხავი, აი, ეს არის

„როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა", – ასე უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ესტონური მედიის წარმომადგენელს ცოტა ხნის წინ. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ის პოლიტიკაში მოსვლიდანვე საუბრობს. თუმცა ასეთი სიზუსტით, დრო არასოდეს დაუთქვამს. „ალბათ, ბატონი ბიძინა მიიჩნევს, რომ ამით [სააკაშვილის წასვლით] მისი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მოიხადა", – განგვიმარტა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ მოგვიანებით....