თორნიკე გორდაძე

2 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 6 თვე

სტატიები

რა სურს ევროპას? ევრომალთუზიანელთა და თურქ ნაციონალისტთა მოჯადოებული წრე სომეხთა გენოციდის ირგვლივ

სომეხთა მიერ გენოციდის აღიარებისთვის ბრძოლის პოლიტიკას რესპუბლიკურმა თურქეთმა დაწყებისთანავე მყისიერად დაუპირისპირა „ანტიგენოციდური დიპლომატია”. ერთი შეხედვით, ლოგიკა ამაში ცოტაა: პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ თავად ოსმალურმა სასამართლომ მიუსაჯა სიკვდილი 1919 წელს იტტიჰადისტთა ლიდერებს და ისინი მასობრივ დანაშაულებში ამხილა; რესპუბლიკის ლიდერი, მუსტაფა ქემალი, მიუხედავად „ახალგაზრდა თურქების” მოძრაობის წევრობისა, მკვეთრად იყო დაპირისპირებული ენვერ ფაშასთან და ა.შ...

სომეხთა გენოციდი - თურქეთის ევროპულობის საბუთი?

2005 წლის სექტემბერში სტამბულში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცნობილმა სომხური წარმოშობის თურქმა ჟურნალისტმა ჰრანტ დინკმა მითხრა: „ხომ იცით ჩემი აზრი სომეხთა გენოციდის შესახებ, მაგრამ თუკი ევროპაში კანონი დაავალდებულებს ყველას ამის აღიარებას, ხოლო უარყოფას დანაშაულად გამოაცხადებს, მე წავალ ევროპაში და საჯაროდ ვიტყვი, რომ გენოციდი არ ყოფილა”. ამ შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ დინკი მოკლეს. მოკლეს თურქმა ულტრანაციონალისტებმა, თუმცა ამ მკვლელობას სიამოვნებით მოაწერდა ხელს ზოგიერთი სომეხი...