თინა ბურჯალიანი

4 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

სტატიები

მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მნიშვნელობა

2016 წლის 14 ივნისს, თითქმის სამწლიანი განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე ეხება 2013 წლის მაისში მერაბიშვილის დაკავებას და მის რვათვიან წინასწარ პატიმრობას.საქმის განმხილველმა შვიდივე მოსამართლემ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, ვინაიდან მისი დაპატიმრების რეალური მოტივი არა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, არამედ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამხილებელი...

ომისა და ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფასი

2014 წლის 12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ თურქეთს კვიპროსის სასარგებლოდ 90 მილიონი ევროს გადახდა დაავალა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავებში კონვენციის დამრღვევ მხარეს კომპენსაცია დააკისრა. აქამდე ეს საკითხი ღიად რჩებოდა.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა სახელმწიფოთაშორის დავებზე, მათ შორის, საქართველოს...

ახალაიას საქმე

2013 წლის პირველ აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, თითქმის შვიდთვიანი განხილვის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ.ახალაიასთან ერთად, ამავე საქმეზე ბრალდებულები იყვნენ გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცესში ახალაია პატიმრობაში იმყოფებოდა. პირველი აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ყოფილი მინისტრი კვლავ...

უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის აკრძალვა ანტიკონსტიტუციურია

ახლახან საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება, საკუთრებაში ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შეზღუდვა ძალაშია 2015 წლის 1 იანვრამდე, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით. აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად...

ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის სიკეთეები

საქართველოს ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს. შესაბამისად, ქვეყანაში ვიზის გარეშე შემოსვლა და მოკლე დროით დარჩენა ოთხმოცამდე ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ასევე მარტივად, ბიუროკრატიული ბარიერების გარეშეა შესაძლებელი ცხოვრების უფლების მოპოვება. საქართველოში ლეგალურად მყოფ უცხოელებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი ნებართვის გარეშე დასაქმდნენ, გარდა იმ სფეროებისა, სადაც კანონით პირდაპირ დაწესებულია საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა.ახლახან ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ამ პოლიტიკის გადახედვას...

რატომ აკრიტიკებს დასავლეთი ყოფილი მინისტრების დაპატიმრებას

რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, პირადი წყენის გამო. უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელების გამო.ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების პროცესში კი ბრალდებული თანამდებობის პირები თავისუფლებაში...

რატომ არ გვჯერა საკუთარი სიმართლის

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის რეგულარულმა ჯარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ოპერაცია დაიწყო. ამ ომის შემდეგ ძალიან ცოტა ადამიანს დარჩა ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იანი წლებიდან არსებული კონფლიქტები ეთნიკური კონფლიქტებია. აგვისტოს ღია აგრესიის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა – არსებობს ერთადერთი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის ხუთი...

რატომ არ გვჭირდება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის სპეციალური კომისია

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ხელისუფლება სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. კომისია, რომლის წევრებსა და თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, პარლამენტი დაამტკიცებს, უფლებამოსილი იქნება გადასინჯოს სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმეები და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს, ისიც კანონით მკაცრად გაწერილ შემთხვევებში. სასამართლოს განხილული და...

სასამართლოს დამოუკიდებლობა ახალ სახიფათო ზონაში

საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცხადდა სასამართლო რეფორმის დაწყება. ამ დროის მანძილზე ასე იყო – როგორც წესი, ოპოზიცია სასამართლოს აკრიტიკებს, როგორც ხელისუფლებისგან მართულს და ახალი ხელისუფლება გაცხადებულად იწყებს დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობას. ეს გზა რამდენჯერმე გავიარეთ, თუმცა სასამართლოსადმი კრიტიკა მაინც მუდმივად გვესმის. ტრადიცია არც 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დაარღვია და ერთ-ერთ პრიორიტეტად...