თეონა ჯაფარიძე

31 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

Reframing – ახალ ჩარჩოში ჩასმული ნახატები

„25-ში ხომ მოდიხარ გამოფენაზე?” – ამ დღეებში ხშირად გაისმის მსგავსი შეკითხვა ქართულ სახელოვნებო წრეებში. საუბარია 90-იანების ხელოვნებაზე, რომელსაც სურათების ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცე დაეთმო. ეს მოლოდინი, ერთი მხრივ, გამოწვეულია 90-იანებისადმი ახალი თაობის გამძაფრებული ინტერესით, მეორე მხრივ კი, საზოგადოება ფიქრობს, რომ იმ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების ერთად თავმოყრა და ისეთ ოფიციალურ სახელოვნებო სივრცეში გამოფენა, როგორიც სურათების ეროვნული გალერეაა, განაცხადი და პირველი ნაბიჯია...

21-ე საუკუნის მუზეუმი აღმოსავლურ-დასავლურ ჭრილში

ცნობილი ურბანისტის, „კრეატიული კლასის” თეორიის ავტორის – რიჩარდ ფლორიდას აზრით, ნებისმიერი რეგიონის თუ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს შემოქმედებითი ელიტა, ბოჰემა, ემიგრანტები, ნაციონალური სიჭრელე და სხვადასხვა სუბკულტურები ასრულებენ. მის წიგნში Who's Your City? ქალაქის ცენტრები, როგორც წესი, მუზეუმებია, რომლებსაც არა მხოლოდ ტურისტული დანიშნულება...

თბილისის პირველი ტრიენალე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოდგომაზე თბილისს ევროკავშირის თანასწორი ინსტიტუციები და მნიშვნელოვანი პერსონები ესტუმრებიან, ოღონდ არტსამყაროდან. თანამედროვე არტსივრცეში მანიფესტა ან კასელის დოკუმენტა ხომ ევროკავშირის თანასწორად მიიჩნევა. მასში მონაწილე კურატორების, მხატვრების და მსოფლიოში ცნობილი არტ-საგამანათლებლო ინსტიტუციების ერთად თავმოყრა თბილისის პირველ...

გრაფიტის უძველესი მხატვრები

რამდენიმე წლის წინ, ბრიტანეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ვიღაცის უცნობმა ხელმა გამოფინა კლდის პატარა ფილაზე შესრულებული გრაფიკული ნახატი, რომელიც, ერთი შეხედვით, პრეისტორიული პერიოდის ტიპურ მხატვრობას მოგაგონებდათ. კარგად თუ დააკვირდებოდით, დაინახავდით, რომ ფილაზე პრიმიტიულად გამოსახული კაცუნა „საშოპინგე” ურიკას მიაგორებდა, შორიახლოს კი ბიზონის ისრებგაყრილი...

ჟან-პიერ მოენი დმანისში

რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა პრეისტორიულ დროში? როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი ხელოვანად? რას ფიქრობდა და როგორ აზროვნებდა ნადირობის დროს? რატომ გაჩნდა პირველი მეგალითური კონსტრუქციები? რატომ დაიწყო ნეანდერტალელმა დაკრძალვის რიტუალის შესრულება? ეს ის კითხვებია, რომელსაც ახლო მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმი – Musee de I’Homme (ადამიანის მუზეუმი პარიზში...

სახელოსნოდან საგამოფენო სივრცეში

პაბლო პიკასოს კერამიკა და მისი ვალორისის სტუდიაც შეიძლება გაგახსენდეთ, თუკი ჩვენსავით თბილისის გარეუბანში, მწვანეში ჩაფლულ სახელოსნოში აღმოჩნდებით ადამიანისთავიანი ჩიტების, თევზების და სფინქსების კერამიკულ ფიგურებში. ოთარ ვეფხვაძის ნამუშევრები მართლაც უკავშირდება პიკასოსა და ვალორისს – ქართველი კერამიკოსი 1982 წელს სწორედ პიკასოს სახელობის ვერცხლის მედლით...

არშაკუნის სასახლიდან სამხატვრო აკადემიამდე

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, სამხატვრო აკადემიის პირველი რექტორი თხოვნით მიმართავდა მაშინდელ, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, გაემაგრებინათ აკადემიის შენობა და გადაერჩინათ დანგრევისაგან. როგორც ჩანს, ამ უნიკალური შენობის საძირკველი თუ კონსტრუქცია თავიდანვე პრობლემური იყო მთაწმინდის ფერდობიდან მომდინარე მიწისქვეშა წყლების თუ შესაძლო არასწორი პროექტირების გამო. ფაქტია, რომ ცნობილი რუსი არქიტექტორი გრიგორ ივანოვი, რომელიც 1856-57 წლებში მუშაობდა პროექტზე, რიგ მიზეზთა...

დასავლური რეჟისურა ქართულ თეატრალურ სცენაზე

წელს უკვე ორი ახალი სპექტაკლის ნახვა მოვასწარი: დევიდ გრეის პოპულარული პიესა „ყვითელი მთვარე” რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე და „რომეო და ჯულიეტას” მიხეილ მარმარინოსისეული ვერსია თუმანიშვილის თეატრში. ჰოდა, ორივე სპექტაკლზე მინდა გიამბოთ, რადგან მათ ამ ბოლო დროს ჩემსავით სკეპტიკურად განწყობილი მაყურებლის თეატრში დაბრუნება მოახერხეს. რამდენადაც „რომეო და...

"შამილიდან" კუბის რევოლუციამდე

წელს, ახალგაზრდა კლოდლელუში მოსკოვში ტურისტის ამპლუით ჩადის და ფარული კამერით აგროვებს მასალას დოკუმენტური ფილმისთვის სსრკ-ზე. მას ჯერ კიდევ არ გადაუღია თავისი ცნობილი „ქალი და მამაკაცი”. ჯერ მხოლოდ მისი პირველი ნაბიჯებია კინოში, და თანაც დოკუმენტურში. ვიკიპედია ამ ფაქტთან დაკავშირებით წერს, რომ 1957 წელს სსრკ-ში ვოიაჟის დროს, მან ორი დღით ასისტენტად იმუშავა...

რეპლიკები „ლედი მაკბეტის ოფისიდან”

ჩრდილო უელსის ზღვისპირა ქალაქ ლანდიდნოში, რომელიც მოდური სამთო-სათხილამურო კურორტია, ახლა ზამთრის სეზონი იწყება. ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი ელეგანტური სასტუმროები და კაფეები ხალხით ივსება. მოსტინის გალერეა (Mostyn Gallery) ამ ქალაქში მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. ამ უძველეს შენობას 2010 წელს თანამედროვე დიზაინის საგამოფენო სივრცეც დაემატა....