თამარ ხორბალაძე

28 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

საქართველოს საკითხი ევროკავშირ-რუსეთის მოლაპარაკებებზე კვლავ აქტუალურია

 9 ივნისს, ევროპარლამენტარების საგანგებო რეზოლუციამ და 10 ივნისს ნიჟნი ნოვგოროდში გამართულმა რუსეთ-ევროკავშირის სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს თემა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში აქტუალურია.  ნიჟნი ნოვგოროდის სამიტი ორმხრივი სამიტების სერიიდანაა. მსგავსი შეხვედრები, რუსეთის პრეზიდენტისა და ევროკავშირის პირველი პირების მონაწილეობით, დაახლოებით, წელიწადში ორჯერ იმართება. სამიტზე ევროკავშირ-რუსეთის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების მომავალი განიხილება. ამჯერად...

კანონი დეკომუნიზაციის შესახებ

თბილისის ცენტრში, ვაკე-საბურთალოს მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა დღეს, შესაძლოა, არც იცის, რომ სულ 20-იოდე წლის წინ, მათ რაიონს ორჯონიკიძის სახელი ერქვა. ვაკე-საბურთალოს კვეთაში განთავსებული ორჯონიკიძის ძეგლი კი პირველი იყო, რომელსაც საღებავები ესროლეს. და ასე „შერცხვენილი” იდგა მანამ, სანამ კომუნისტური ძეგლების პიედესტალებიდან ჩამოღების ტალღა დაიძვრებოდა. ამის შემდეგ ახალი თაობები გაიზარდა, ვისაც არც ქანდაკება ახსოვს და არც მისი მოთხვრილი თავი. თუმცა, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის...

კონსენსუსამდე ჯერ კიდევ შორია

ოპოზიციისა და ხელისუფლების ამჟამად შეჩერებული, საარჩევნო დიალოგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, საარჩევნო სისტემის ცვლილებაა.  დღეს საქართველოში ე.წ. პარალელური საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 150-კაციანი პარლამენტიდან 75-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ – ამომრჩეველი ე.წ. დახურული სიებით წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს ხმას. ამ შემთხვევაში 5%-იანი ბარიერია დაწესებული. 75 მაჟორიტარი კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რჩეულია. მაჟორიტარულ არჩევნებში 30%-იანი ბარიერი...

სახელმწიფო საუნივერსიტეტო ანშლუსისთვის ემზადება

პარლამენტში სამი კვირის წინ შესული პროექტი უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შესახებ კვლავ კონსულტაციების რეჟიმშია. ტაბულა უკვე წერდა, რომ კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს, რეალურად კი  რეგენტთა საბჭოს უქვემდებარებს და ავტონომიას ართმევს. ახალ კანონპროექტს სხვა პრობლემებიც აქვს: იგი კორუფციულ რისკებს ზრდის;  უმაღლესი სასწავლებლების საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას ამცირებს; შეიცავს ბუნდოვან და ორაზროვან მუხლებს;...

მთავრობა – ბიზნესში

საქართველოს ხელისუფლება ბიზნესს იწყებს. დაუსრულებელი პროექტების დასრულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის დარგების განვითარების მოტივით, მთავრობა საპარტნიორო ფონდს აფუძნებს.  კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდის დაფუძნება სააქციო საზოგადოების ფორმითაა გათვალისწინებული. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ფონდის მიერ ისეთი პროექტები დაფინანსდება, რომლებიც კერძო სექტორს კონკურენციას არ გაუწევს. პროექტი კერძო სექტორის თანადაფინანსებით განხორციელდება, რაც 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამასთან,...

ოქროს გალია ავტონომიის სანაცვლოდ

 განათლების რეფორმის გზაზე უკან სვლა გრძელდება. პარლამენტში გასულ კვირას შესული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ამის კლასიკური ნიმუშია: ცვლილებები სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებს ერთი მხრივ აძლევს განვითარების ფონდის დაფუძნების უფლებას, რასაც ისინი დიდი ხანია ლობირებდნენ. გარდა ამისა, ანიჭებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსს, ათავისუფლებს შესყიდვების კანონის რეგულაციებისგან. მეორე მხრივ კი...

კუს ნაბიჯებით უვიზო მიმოსვლისკენ

 1 მარტიდან საქართველო-ევროკავშირს შორის ორი შეთანხმება შევიდა ძალაში. პირველი სავიზო რეჟიმის გამარტივებას ეხება და მისი დეტალების ირგვლივ ქართულმა მედიამ საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. მეორე გახლავთ შეთანხმება რეადმისიის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოდან შესული არალეგალების (საქართველოს და მესამე ქვეყნების მოქალაქეების) უკან  დაბრუნებას გულისხმობს.  ანალოგიური სავიზო რეჟიმით უკვე სარგებლობს უკრაინა, მოლდოვა (2008 წლის 1 იანვრიდან) და...

ქართული მართლმსაჯულება სტატისტიკის ენაზე

საქართველოში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპის თანახმად, ქართულ სასამართლოში სახელმწიფოს საქმეს ვერ მოუგებ. არადა, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ადმინისტრაციული დავების დიდ ნაწილს სახელმწიფო აგებს. გამონაკლისია სისხლის სამართლის სფერო. თუმცა, მეორე მხრივ, იგივე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაზე ბევრად უფრო მყარი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს შეესაბამება.    ადმინისტრაციულ საქმეებზე ზოგადი სტატისტიკა...

არცთუ ისე ნულოვანი ტოლერანტობა

2011 წელი საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმაში მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება იქცეს. ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემდგომ წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შემცირების მაჩვენებელიც და საზოგადოებრივი განწყობაც ამ პოლიტიკის მხარდამჭერი გახლდათ. ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილების ღიად დეკლარირებას ერიდება და ნულოვან ტოლერანტობაზე საუბარს აგრძელებს, ოღონდ ამორჩევით – მძიმე დანაშაულებების მიმართ. არადა ამ პოლიტიკის არსი,...

განიყვეს სავარძელი მისი

საქართველოს აღმასრულებელ სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება. გასულ კვირას კიდევ ერთი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაშლა-რეორგანიზაციის შესახებ გახდა ცნობილი. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილების უკვე მეორე შემთხვევაა. თუ 2010 წლის ივნისში მთავრობას გაუგებარი მოტივით ახალი სამინისტრო დაემატა, ახლა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სამ ნაწილად გადანაწილდა. ამასთან, შესაკრებთა გადანაცვლებას მინისტრების რაოდენობის...