თამარ კიკნაველიძე

47 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

თამარ კიკნაველიძე „ტაბულას“ ჟურნალისტია 2011 წლიდან. წერს კულტურაზე. მისი პროფესიული კვლევის საგანია თეატრი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ როგორც ხელოვნებათმცოდნემ, ხოლო შემდეგ როგორც დასავლეთ ევროპული თეატრის მკვლევარმა. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა 2001 წლიდან. იყო „დილის გაზეთის“ კულტურის განყოფილების რედაქტორი, ასევე, კულტურის ჟურნალისტი გაზეთ „24 საათში“. თანამშრომლობდა ბეჭდური მედიის არაერთ გამოცემასთან. მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია საგამომცემლო სერია „თანამედროვე მსოფლიო დრამატურგია“, რომელიც მკითხველს უცხოენოვანი პიესების ქართულ თარგმანებს სთავაზობს.

სტატიები

კომპეტენციების პირისპირ

ამბავი პრემიის, რომელიც ჟიურის წევრებს გადაეცემა„საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაზე“ დაწერილი წერილების მთავარი ამოცანაა, აიძულოს მისი ხელმძღვანელობა, უპასუხოს შეკითხვების ჩამონათვალს, რომელიც პროფესიული გაერთიანების მუშაობას უკავშირდება.„საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ფუნქციონირება ძირითადად მხოლოდ იანვარშია თვალშისაცემი: 14-ში ქართული თეატრის დღე აღინიშნება, ხოლო 18-ში - „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ დაფუძნების (1881 წელი). მისი პირველი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო,...

წიგნის დღეები უფროსებისა და ბავშვებისთვის

ხვალიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონები „თბილისის წიგნის დღეებს“ უმასპინძლებს. პროექტი პირველად ხორციელდება და წიგნის ბაზრობის პარალელურად გვთავაზობს დისკუსიებს, გამოფენებს, ვორქშოფებს, ლექციებსა და საბავშვო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ფესტივალის ორგანიატორები არიან: წიგნის ხელოვნების ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, „ექსპო ჯორჯია“, ხოლო მხარდამჭერები - გერმანიის საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ირანის საელჩო...

მწერალთა სახლი

2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მწერალთა სახლს – გამორჩეული ისტორიისა და არქიტექტურული იერსახის მქონე შენობას – ჩაუტარებენ. საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივის განხორციელებას უხელმძღვანელებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად), რომლის დაქვემდებარებაშიც სახლი 2004 წლიდან გადავიდა. ...

დასასრულის დასაწყისი

ცხრაწლიანი მშენებლობის შემდეგ, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა (მოცულობა – 5 700 კვადრატული მეტრი, დანახარჯი – დაახლოებით 11 მილიონი ლარი) რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება. 600 მაყურებელზე გათვლილი სივრცის ამოქმედება მოვლენაა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ან თეატრის შემოქმედებითი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის, რომელიც წლების განმავლობაში არასახარბიელო პირობებში მუშაობდა, არამედ ზოგადად ქართული თეატრისთვის.[[{"fid":"52725","...

სტამბოლით სავსე

ორჰან ფამუქთან შეხვედრით აჟიტირებულ ქართველებზე ქილიკი Facebook-ში გრძელდება. რატომ უნდა მოეწვიათ საქართველოში „უჯიშო" და „ურჯულო" თურქი, რომელსაც თავის რომანებში ქართველები სამარცხვინოდ ჰყავს გამოყვანილიო, კითხულობენ ისინი, რომლებსაც ჯერ სიტყვა არ დასცდენიათ ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მოსკოვში, 28 და 29 მარტს დაგეგმილ კონცერტზე „15 წელი ერთად".„ქართველებისადმი უსამართლო დამოკიდებულების" შესახსენებლად, ორჰან ფამუქის თბილისში ყოფნის პერიოდში, ელექტრონულ გამოცემებსა თუ სოციალურ ქსელში,...

საბჭოეთის ზოოპარკი: ინტერვიუ თომას დვორჟაკთან

„ჩემთვის საქართველო სახლია. მეგობრების უმრავლესობაც საქართველოში მყავს. ირანში რომ გადავალ, მომენატრება, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენჯერაც დავბრუნდი, გაუცხოებულად თავი არასდროს მიგრძვნია, ამიტომაც წასვლა არ მეშინია”, – ამბობს გერმანელი ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს. მისი ახალი წიგნის – „სოჭს მიღმა” – პრეზენტაცია მწერალთა სახლში, „თბილისის ფოტოფესტივალის” ორგანიზებით, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. „მაგნუმის” სრულფასოვან წევრს...

თეატრი ცხადში

ქართული თეატრის მდგომარეობა ისეთი მძიმეც არ არის, როგორც „საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" 14 იანვარი, ანუ ქართული თეატრის დღე აღნიშნა. ასეთი ტიპის ღონისძიებებს თეატრთან პროფესიულად დაკავშირებული ადამიანები ესწრებიან და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათასობით ლარით მოწყობილ მოსაწყენ საღამოებში ხარჯვით გამოწვეულ სიბრაზეს ერთმანეთის ნახვით იკლავენ. მერამდენე...

თამაში დროსთან

როდესაც მსოფლიოში მასობრივი წარმოება გავრცელდა და დაიწყო მექანიზაციის პროცესი, გაიოლდა მიმოსვლა, ადამიანი გახდა უფრო მობილური, მეტად დამოკიდებული და მიჯაჭვული დროზე. მასობრივი წარმოების პროცესი იმდენად შეიჭრა ყოფაში, რომ თანდათან დაიკარგა ინდივიდუალიზმი და მასზე მოთხოვნილება. ყველას აღმოაჩნდა ერთნაირი ჭიქა, ტანსაცმელი...დღეს უკვე არსებობს...

თეატრალური ოჯახის დაჩაგრული წევრი

„რაც არ უნდა სოციალურად მძიმე პირობებში იმყოფებოდეს ოჯახი, ბავშვი ყოველთვის პრიორიტეტულია. ყველაფერი საუკეთესო, ფეხსაცმელი იქნება ეს, ტანსაცმელი თუ საკვები, მას ეკუთვნის. მაგრამ მოხდა ისე, რომ დიდ თეატრალურ ოჯახში ყველაზე დაჩაგრული სწორედ თოჯინების თეატრი აღმოჩნდა", – ამბობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი, რომელიც თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა.დღეს ბევრმა არ იცის, რომ თეატრი შენობის გარეშეა დარჩენილი. მართალია, ის ფუნქციონირებას განაგრძობს, მაგრამ ისეთ პირობებში...

მცოცავი ოკუპაციის ფონზე

წლევანდელი არტისტერიუმის მთავარი თემა იყო „Am I You?". თბილისის თანამედროვე ხელოვნების VI საერთაშორისო გამოფენაში 80 მხატვარი ჩაერთო საქართველოდან, აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, ნიდერლანდებიდან, სამხრეთ კორეიდან, რუსეთიდან (დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი), უკრაინიდან, ისრაელიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და იაპონიიდან.არტისტერიუმის ფარგლებში (4-14 ოქტომბერი) მოეწყო გამოფენათა ციკლი, დისკუსიები, მასტერკლასები, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრები;...