თინათინ კლდიაშვილი

6 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

ამარტაექსპრესი – ელიტური მოდის დემოკრატიული სივრცე

გასულ კვირას თბილისის პრესის ჯიხურები დიდი ფორმატის უჩვეულო გაზეთმა ააჭრელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერილინ მონროს ქართული პოპვერსია ახალი გაზეთის, ამარტაექსპრესის პირველი ნომრის მთავარი გვერდია. მოგეხსენებათ, ამარტა ქართული პრიალა ჟურნალია, რომელიც უკვე 10 წელია აშუქებს მსოფლიო და ქართული მოდის სამყაროს, ამარტაექსპრესი კი ამარტა მედიაჯგუფის ახალი პროდუქტია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, ირინა ყაჭეიშვილმა წარუდგინა საზოგადოებას. მისი თქმით, ეს არის „სოციალური პროექტი ერთ ლარად” –...

ტენდენციები და პროგნოზები

სექტემბერ-ოქტომბერი მოდის სიკვდილის და თავიდან დაბადების პერიოდია. ეს ის დროა, როდესაც საერთაშორისო მოდის კვირეულები მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ. სექტემბერში მოდის ინდუსტრიაში განხეთქილება იტალიის მოდის სინდიკატმა შეიტანა. მომავალი წლის მილანის მოდის კვირეული, მათ თავხედურად ლონდონის ჩვენებებს დაამთხვიეს და ამით მნიშვნელოვანი კრიტიკოსები, მოდელები თუ სტუმრები „წაართვეს” ლონდონს. ლონდონის კვირეულის რეპუტაცია ახალგაზრდების და ნაკლებად კომერციული ბრენდების...

პირადი სივრცე

მე-18 საუკუნის ბოლოს, ნეოკლასიკური განწყობები ქალის სხეულსაც შეეხო. ევროპული მოდა, ანტიკური მაგალითების მსგავსად, მსუბუქ გამჭვირვალე ტანისამოსს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ამ სიფრიფანა კაბების ჯიბეებში უხეში ტყავის ტოპსიკებისა და ქისების ადგილი აღარ მოიძებნებოდა. მონოკლებისა და მარაოების ტარება, ოპერასა და წვეულებებზე კვლავ აქტუალური იყო. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს დასაბამს ის, რაც 250 წლის წინ, საყნოსი თუთუნის და ნელსაცხებლების შესანახ, რბილ ჩანთას წარმოადგენდა, ხშირ შემთხვევაში, კაბის...

დაუზუსტებელი წლები - საქართველოს მოდის კვირეული

31მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოს მოდის კვირეული მიმდინარეობდა. ძირითადი ჩვენებები რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოწყობილ პოდიუმზე გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი ამოცანა ქართველი მოდელიორების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა და პოპულარიზაციაა. კეთილშობილურ გამოწვევას ისინი ნაწილობრივ უმკლავდებიან - ამ სეზონზეც, ისევე როგორც შარშან, მათ მნიშვნელოვანი სტუმრები, კრიტიკოსები, ბლოგერები, ინდუსტრიის წარმომადგენლები დაპატიჟეს და ჩამოიყვანეს. ეს პირველ რიგში სოფო ჭყონიას...

შემოდგომა/ზამთარი 2011-12

 დასრულდა შემოდგომა/ზამთარი 2011-12 წლის მოდის კვირეულების ციკლი. მილანის მოდის კვირეულის საქმიანი ატმოსფერო წელს ორმა ამბავმა – ოსკარების დაჯილდოებამ და ჯონ გალიანოს ხულიგნობამ დაარღვია. კრიტიკოსები ან წითელ ხალიჩაზე ნანახ კაბებზე საუბრობდნენ ან გალიანო-დიორის მომავალზე დებდნენ ფსონებს. წარმოდგენილი კოლექციების დიდი ნაწილი კომერციულ, ლუქს კლასის მოდას განეკუთვნებოდა. როგორც ჩანს, სეზონიდან სეზონამდე მოდელიორებს ღრმა შემოქმედებითი ძიებებისათვის სულ უფრო ცოტა დრო და ენერგია რჩებათ...

მომავალ შემოდგომა-ზამთარში

დასრულდა ლონდონის 2011/12 მოდის (შემოდგომა-ზამთარი) კვირეული, რომელსაც წინ ნიუ იორკის ჩვენებები უძღოდა. ნიუ იორკში გამართულ კვირეულზე მთავარი ტენდენცია, ალბათ, ამერიკული კულტურით შთაგონებული კოლექციები და ახალგაზრდა დიზაინერების სიმრავლე იყო. სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ მოდელიორები თავიანთ ბრენდებს ამკვიდრებენ. მათ შორის საინტერესო ჯასონ ვუს და ტაჰუნ პანიგულის ჩვენებები გახლდათ. ჯასონ ვუს ასეთი წარმატება ნაწილობრივ მიშელ ობამას დამსახურებაა, რადგან სწორედ მის მიერ შექმნილი თეთრი...