თეონა ომარაშვილი

7 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

ჩინეთის კომპარტია ახალ ხელმძღვანელობას ირჩევს

ოქტომბრის სახალხო ყოველდღიური გაზეთის გარეკანზე, პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ნახავდით, იქვე კი მის აშკარა მემკვიდრეს – ვიცე-პრეზიდენტ ქსი ძინპინსა და ლიუ იანტონს, სახელმწიფო საბჭოს ლიდერს. ყველას აწუხებს კითხვა – 2012 წელს პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსა და პრემიერ ვენ ძიაბაოს გადადგომის შემდეგ, ვინ დაიკავებს მათ ადგილს. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ალისა მილერის თქმით, კითხვაზე პასუხი პარტიის შიგნით უნდა ვეძებოთ.გასულ კვირას პეკინში კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ყოველწლიური პლენუმი ჩაატარა....

კოჩარიანი დიდ პოლიტიკაში ბრუნდება

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს პოლიტიკაში დაბრუნება სურს. ამის თაობაზე მან სომხეთის ახალი ამბების სააგენტო Mediamax-თან 30 სექტემბრის ინტერვიუში განაცხადა. მას შემდეგ რაც 2008 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, პოლიტიკოსი საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩანდა. ამჟამად ის უდიდესი რუსული კორპორაციის – სისტემის – საბჭოში მუშაობს. ეს კონგლომერატი 1993 წელს დაარსდა – ფლობს ენერგო, მაღალი ტექნოლოგიების, რადიო, კოსმოსური ტექნოლოგიების, მასმედიის, ტურიზმის, სამედიცინო, საბანკო სექტორებისა და...

ახალი სტატუსით

12 ოქტომბერს, სერბეთმა ევროკომისიის გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მოვლენების შემდგომი განვითარება და პროგრესი სერბეთისა და კოსოვოს მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. სერბეთს კიდევ სხვა გამოწვევებიც აქვს გადასალახი.  ევროპარლამენტმა გაფართოების ახალ სტრატეგიას დაუჭირა მხარი, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტს გულისხმობს. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს სამართალწარმოება, საჯარო ადმინისტრაციაში რეფორმების ჩატარება, მედიის  ...

ჩინური საფრთხე იაპონიას და ფილიპინებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს

ფილიპინების პრეზიდენტი ბენინიო აკინო III და იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა ერთმანეთს ტოკიოში, 27 სექტემბერს შეხვდნენ. საკითხი რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებას ეხებოდა. მათ საერთო სურვილს უსაფრთხო ზღვა და საზღვაოსნო მიმოსვლის შექმნა წარმოადგენს, შესაბამისად, ძირითადი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ზღვაოსნობის უშიშროებას შეეხებოდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იაპონიასა და ფილიპინებს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები და სტრატეგიული ინტერესები აქვთ – შესაბამისად, ერთობლივი...

ერთშვილიანობის პოლიტიკის კრახი

 2011 წელს ჩინეთში მოსახლეობის აღწერა დასრულდა. მონაცემების თანახმად, ქვეყანაში  ხანდაზმულთა რაოდენობამ იმატა, ხოლო მოსახლეობის ზრდის ტემპმა – იკლო. აღწერის შედეგებით ჩინეთის ხელისუფლება კმაყოფილი უნდა იყოს. 70-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში შობადობამ პიკს მიაღწია. სწორედ ამიტომ, 1980 წელს, ხელისუფლებამ  დემოგრაფიული ექსპერიმენტი – ერთშვილიანობის პოლიტიკა („one-child policy”) შემოიღო. ჩათვალეს, რომ მოსახლეობის ზრდა, სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი...

„გინოციდი” ინდოეთში

 ინდოეთში, რიგით მეთხუთმეტე, მოსახლეობის აღწერის შედეგებმა, 0-6 წლამდე დაბადებულ ბავშვებს შორის, სქესობრივი მაჩვენებლის დისბალანსი გამოავლინა. ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბიჭებისა და გოგონების შეფარდება შემდეგია: 1000 : 914. 2001 წელს ეს მაჩვენებელი იყო 1000 ბიჭი და 927 გოგო, მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით, საშუალოდ, იმავე ასაკის ბავშვების შეფარდება ასეთია – 1000 ბიჭი 1050 გოგოსთან. ერთი შეხედვით, გოგონების შობადობის ნაკლებობას, მათ მიმართ მეტი ზრუნვა უნდა...

კიბოსა და შიდსს შორის

პერუში, 10 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-ზე მეტის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა  ვერ მოახერხა. არჩევნების მეორე ტური 5 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს ოლანტა უმალა (27,4%), აწ დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი კეიკო ფუხიმორი (20.8%) და პედრო პაბლო კუცზინსკი (18.1%)  შეეჯიბრებიან. პერუში ოლანტა უმალა ყველაზე მემარცხენე, ხოლო კეიკო ფუხიმორი ყველაზე მემარჯვენე პოლიტიკოსია. ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა აცხადებს, რომ პერუელებს კიბოსა და შიდსს შორის...