თორნიკე მეტრეველი

0 სტატია 2 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

რატომ ვართ ისევ კოლონია?

სპორტი რომ სოციოლოგიური კვლევის საგანია, ამაზე ბევრი დაწერილა. ქალთა მონაწილეობა (არათანასწორი ანაზღაურება) და მასკულინურობის პრობლემა სპორტში, კლასობრივი გრადაცია, რასიზმი და სპორტის იდეოლოგიზება იმ საკითხთაგან მცირე ჩამონათვალია, რასაც თანამედროვეობის გავლენიანი სოციოლოგები პიერ ბურდიე, ლოიკ ვაკო, ნორბერტ ელიასი და სხვები იკვლევდნენ. მაგალითად, პოსტკოლონიალიზმის ტრინიდადელი მკვლევარი სირილ ჯეიმსი კრიკეტს ძველი სოციალური სისტემის შენარჩუნებაში ადანაშაულებდა, რომელიც კარიბული ქვეყნების...

სეკულარობა, როგორც მოყვარე და არა მტერი

ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო საზოგადოებაში ატეხილმა ისტერიკამ, ანდაც უფრო ტრაგიკომედიამ, ქართულ მედია და პოლიტიკურ დისკურსში მრავალჯერ გააჟღერა ცნებები „სეკულარული სახელმწიფო", „სეკულარობა", „სეკულარიზმი" და „სეკულარიზაცია".საზოგადოების რელიგიური ნაწილის ინტერპრეტაციით, სეკულარიზმი გაიგივებული იყო ანტირელიგიურობასთან, საჯარო დისკუსიაში დომინირებდა ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხეები, რაც თითქოს თან ახლავს სეკულარიზაციას, რაც, თავის მხრივ, დასავლეთიდან მოდის და გლობალიზაციის მორევში...

ვინ არიან ინტელექტუალები?

ამერიკელი პოლიტიკური სოციოლოგის, სეიმურ ლიპსეტის ცნების მიხედვით, ინტელექტუალები არიან ისინი, ვინც ქმნიან, ავრცელებენ და კონსტრუირებენ კულტურას – ადამიანის სიმბოლურ-ღირებულებით სამყაროს – რომელიც მოიცავს ხელოვნებას, მეცნიერებას, რელიგიას (და არამხოლოდ). აქვე გამოიყოფა ორი ჯგუფი: ისინი, ვინც ქმნიან ამ კულტურას და ისინი, ვინც ავრცელებენ იმას, რასაც სხვები ქმნიან. ამ სტატიის კონტექსტში, გავიზიარებ ლიპსეტისა და ამერიკელი ეკონომისტისა და პოლიტიკური ფილოსოფოსის ტომას სოუელის კატეგორიზაციას და...

გადატვირთვის ტვირთი

22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ეწვია. ობამასთან მიღებამდე მედვედევი კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, მეცნიერებსა და ბიზნესმენებს ესაუბრა. პრეზიდენტები 24 ივნისს შეხვდნენ. თეთრ სახლში მისვლამდე მათ ჩიზბურგერები მიირთვეს კაფეში და სოციალურ ქსელ ტვიტერის შესახებ საუბარიც მოასწრეს. თუმცა, მედვედევი ვაშინგტონში მხოლოდ ტვიტერის გამო არ ჩასულა. შეხვედრაზე ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნესთანამშრომლობა, ასევე ირანის, ავღანეთისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები და რუსეთის...

ირანი, ყურანი და ურანი

ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერთი წლის წინ ქაიროში მუსლიმურ სამყაროს ბოდიშს უხდიდა ბუშის ადმინისტრაციის ქმედებებისთვის და საუდის არაბეთის დიქტატორ ლიდერთან შეხვედრისას მეტანიასაც არ თაკილობდა. ბევრს ეგონა, რომ ობამა სტრატეგიული გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელ, სიმბოლურ დათმობებზე მიდიოდა. სტრატეგიის ნაწილი იყო ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამების შეჩერებაზე და მუსლიმური სამყაროს კეთილგანწყობის მოპოვება. არც ერთი გამოვიდა და არც - მეორე. ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ...

რუსეთის საყვარელი მტერი

კრემლში ანტიამერიკანიზმს საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ხერხად თითქმის ერთი საუკუნეა იყენებენ. რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს ფენომენი ეროვნული ცნობიერების განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოსებ სტალინმა ამერიკულ იმპერიალიზმს „კარს მომდგარი მტერი” უწოდა, ხოლო 1956-ში ნიკიტა ხრუშჩოვი აშშ-ს „მიწაში დამარხვით” ემუქრებოდა. ეს რუსული ტრადიცია დროთა განმავლობაში გათანამედროვდა და მედიაკომუნიკაციების გამოყენებით, უფრო მასშტაბური სახე მიიღო. რუსეთში...