ბრძოლა ჩავესის მემკვიდრეობისათვის
ვენესუელაში, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, მწვავდება სპეკულაციები ქვეყნის პრეზიდენტის, უგო ჩავესის გარშემო. ოპოზიციის მტკიცებით, პარტიასა და ჩავესის შიდა წრეებში აქტიურად დაიწყეს (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში) მისი შემცვლელის კანდიდატურების განხილვა. ოფიციალურად ამ ცნობებს არ ადასტურებენ, მაგრამ ცხადია, რომ პირველი პირის ავადმყოფობის გამო...
ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში ოპოზიციური სპექტრი კონსენსუსის მონახვას და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევას ერთიანი ძალებით ცდილობს. აქამდე გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მაისის შუა რიცხვებში (12 მაისს) საერთო მიზნები დაასახელეს, ხოლო წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, ერთიან...
ადგილობრივ არჩევნებზე წამყვანმა პარტიებმა ხმების ნახევარი დაკარგეს
მაისის დასაწყისში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა იტალიის ტექნოკრატიული მთავრობის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები კიდევ ერთხელ აჩვენა. ცენტრისტული მემარჯვენე კოალიციის წევრების პოზიციები, შედეგების თანახმად, საკმაოდ შერყეულია, რისი მიზეზიც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკით განაწყენებული მოსახლეობაა. მოქალაქეთა ამ სეგმენტმა ან მემარცხენე ძალებზე გააკეთა...
მერყევი ეკონომიკა
დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ბრაზილია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სახელმწიფოდ მიიჩნევა – მსოფლიო კრიზისის ფონზე, მისი ეკონომიკური მაჩვენებლები არათუ შენარჩუნდა, არამედ, ხშირ შემთხვევაში, გაუმჯობესდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამგვარი ტენდენციის გაგრძელებას ნაკლებად ელის. მათი თქმით, ფუნდამენტური რეფორმების გარეშე ბრაზილია კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
სიდიდით დღეს ბრაზილია მსოფლიოში მეექვსე, ლათინურ ამერიკაში კი პირველი ეკონომიკაა. ამ მაჩვენებლით ის უკვე დიდ...
ბალტიური გზა ინტერნეტისაკენ
ახალი ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ესტონეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დღეს, ამ პატარა ქვეყნის კიბერგამოცდილებას, ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები იზიარებენ, თუმცა წინსვლას მნიშვნელოვანი გამოწვევებიც ახლავს თან. კერძოდ, კომპიუტერიზაციამ და ინტერნეტზე პოლიტიკური და სოციალური მომსახურებების მზარდმა დამოკიდებულებამ, ქვეყანა კიბერშეტევებისადმი მყიფე გახადა.
პოსტსაბ...
რა ელის ჩრდილოეთის ლიგას ბოსის შემდეგ
იტალიის ოპოზიციური ძალის, ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი უმბერტო ბოსი ფინანსური სკანდალის გამო გადადგა და საკუთარი გადაწყვეტილება პარტიის იმიჯზე ზრუნვით ახსნა. პოლიტიკური ორგანიზაცია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ანალიტიკოსები პარტიის შიგნით ლიდერობისთვის კონკურენციის გაზრდას ელოდებიან.
ლიგის ყრილობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ გაერთიანებას დროებით ლიდერთა „ტრიუმვირატი” უხელმძღვანელებს. მათ შორისაა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტო მარონი. საბოლოოდ, ახალ ლიდერს შემოდგომის ყრილობაზე...
უჩავესოდ
ვენესუელაში 7 ოქტომბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი და ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერი უგო ჩავესი მოსახლეობაში კვლავ პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ქვეყნის კიდევ ერთი ვადით მართვას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. სხვადასხვა გათვლების მიხედვით, ლიდერს 8-12 თვის სიცოცხლე დარჩა, მისმა...
მმართველი პარტიის რეიტინგი ეცემა
უკრაინას ოქტომბერში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელის. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 90 დღეს გასტანს, მისთვის მზადება თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ უკვე დაიწყო. ხელისუფლება პოპულისტური დაპირებებით და ოპონენტთა მიმხრობით ცდილობს საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, ოპოზიციურ სპექტრს კი მმართველი რეგიონების პარტიისთვის (PRU) სათანადო...
მერვე მცდელობის შემდეგ მოლდოვამ პრეზიდენტი აირჩია
მოლდოვის პარლამენტმა, 62 ხმით, პრეზიდენტი აირჩია, რითაც 900-დღიანი პოლიტიკური ვაკუუმის შევსება მოხერხდა. ქვეყანას პროევროპული მმართველი, კოალიცია „ევროპული ინტეგრაციის ალიანსის” (AEI) მიერ მხარდაჭერილი, უპარტიო კანდიდატი, მოსამართლე ნიკოლაე ტიმოფტი ჩაუდგება სათავეში. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაამტკიცა კენჭისყრის შედეგები. ამგვარი მიღწევის მიუხედავად, გაჩნდა შიში ალიანსში განხეთქილების შესაძლებლობის შესახებ.
პრეზიდენტის არჩევით, მმართველ ძალას რეფორმებისა და ცვლილებების...
ესტონური სპეცსამსახურები - საიმედო ფარი რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ
ესტონეთში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სპეცსამსახურების ეფექტურობა მკვეთრად გაიზარდა. ამაზე მეტყველებს ბოლო დროს ჯაშუშების საქმეების გახსნა და მათი დაკავება. ქვეყანამ პროგრესი უსაფრთხოების სფეროში გატარებული ცვლილებების შედეგად მოახერხა. სახელმწიფო ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურებით გამოირჩეოდა. ექსპერტთა მტკიცებით, ამან ესტონეთის თავდაცვისუნარიანობა გაზარდა. შესაბამისად, შეამცირა მეზობელი ქვეყნების (მაგალითად, რუსეთის) მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობები.
ჯაშუშობის სკანდალში...