თეონა ტურაშვილი

65 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 4 თვე

თეონა ჟურნალ ტაბულაში არის რუბრიკა ,,მსოფლიოს“ ჟურნალისტი. იგი წერს სტატიებს საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ.
ტაბულაში თეონამ მუშაობა დაიწყო 2010 წლის მარტიდან.
იგი ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ,,ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“ მეორე კურსის სტუდენტი. ამავე უნივესიტეტში მან 2010 წელს მიიღო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი, პროფესია საერთაშორისო ურთიერთობები.

სტატიები

ახალი გამოწვევების წინაშე

პერუს პრეზიდენტი, ოლანტა უმალა, ქვეყნის პირველ პირად არჩევიდან ოთხ თვეში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მოქნილი პოლიტიკის წყალობით, მან ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და სოციალური პროგრამების განხორციელება ერთდროულად უნდა მოახერხოს. მანამდე კი ქვეყანაში სოციალური დაძაბულობა უნდა შემცირდეს, რაც, ერთი მხრივ, ადგილობრივებისა და, მეორე მხრივ, ინვესტორების...

მმართველ კოალიციაში არსებული ბზარი

26 ნოემბერს ახალ ზელანდიაში არჩევნებია დაგეგმილი. წინასწარი გამოკითხვებით, გამარჯვება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯონ კეის ნაციონალურ პარტიას დარჩება. თუმცა, მისთვის მთავარი გამოწვევა, არჩევნების შემდეგ, მთავრობის შესაქმნელად საჭირო მოლაპარაკებები იქნება. ამაზე დღევანდელი სამთავრობო კოალიციის წევრ პოლიტიკურ გაერთიანებებში არსებული უთანხმოებები და განხეთქილებებიც მიანიშნებს. ამჟამინდელი მთავრობა 2008 წელს დაკომპლექტდა. 45%-იანი მხარდაჭერით, ნაციონალურმა პარტიამ ლეიბორისტები დაამარცხა (34%) და...

ყირგიზეთმა პრორუსული პრეზიდენტი აირჩია

ყირგიზეთის 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია – ცენტრალურ აზიაში ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი კენჭისყრით პირველად მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ახალ ლიდერს წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის – ქვეყანა ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი, ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელოა. გამარჯვებულის ვინაობა პირველივე რაუნდში გაირკვა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალმაზბეკ ატამბაევს ამომრჩეველთა 63%-მა დაუჭირა მხარი. მისი მთავარი კონკურენტები – პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ადახან...

ახალი საარჩევნო კოდექსი იანუკოვიჩს გააძლიერებს

უკრაინაში მომავალი წლის 31 ოქტომბრისთვის საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო – ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაკავება, საარჩევნო კანონის ცვლილება – ბევრი მის კონკურენტულ გარემოში ჩატარების პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს.  დასავლეთის კრიტიკა უკრაინამ ტიმოშენკოს სასამართლო პროცესის გამო დაიმსახურა. განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ოპოზიციის მოსაზრებით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მთავარი ოპონენტი სწორედ დაგეგმილი არჩევნების წინ...

რუსეთი ცენტრალურ აზიაში სამხედრო ბაზებს ამაგრებს

სექტემბერში, დუშანბეში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ტაჯიკი კოლეგა მნიშვნელოვან სამხედრო შეთანხმებაზე დაითანხმა. პარალელურად, მოლაპარაკებები ყირგიზეთთან მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ცენტრალურ აზიაში რუსეთი გააქტიურებას გეგმავს. თანაც, ეს პერიოდი, აშშ-ის მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას ემთხვევა.  შეთანხმების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში კიდევ 49 წელი დარჩება. სანაცვლოდ, კრემლი ამ უკანასკნელს სამხედრო შეიარაღებითა და სამხედრო პერსონალისთვის ტრენინგებით...

მთავრობა-ოპოზიციას შორის დიალოგის პერსპექტივები

სომხეთში პოლიტიკური ვაკუუმია – მმართველი კოალიცია (სათავეში უდგას პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის სომხეთის რესპუბლიკური პარტია – HHK) და ოპოზიცია საერთო ენას ვერ პოულობენ. ორივე მხრიდან გარკვეული დათმობების მიუხედავად, პრინციპულ საკითხებზე მათი პოზიციები კვლავაც განსხვავებულია.  ხელისუფლებისადმი უკმაყოფილოთა გამოსვლები, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის, მთავარი ოპოზიციური პარტიის, სომხეთის ეროვნული კონგრესის (HAK) თაოსნობით თებერვალში დაიწყო. მათ ხელისუფლებას 15...

აზერბაიჯანში აღმოჩენილი გაზი

აზერბაიჯანში, აფშერონის საბადოში ბუნებრივი გაზის მარაგები – პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი – აღმოაჩინეს. ამას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვეს, რაც აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკასთან ერთად, რეგიონის სხვა ქვეყნებზეც აისახება.  აფშერონის საბადოზე მუშაობა ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყეს, თუმცა ინვესტორებს იგი კომერციულად არამომგებიანად მოეჩვენათ. ბურღვითი სამუშაოები 2005 წელს შეაჩერეს. მოგვიანებით ფრანგულმა კომპანია Total-მა პროექტი...

სერბეთ-კოსოვოს მოლაპარაკებები

სექტემბერში, სერბეთ-კოსოვოს შორის მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები რიგით მეშვიდე რაუნდისას, საბაჟო საკითხზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილების მიხედვით, იმოქმედებს მარკა სახელწოდებით „კოსოვოს საბაჟოები” და პროდუქტზე დაწესებული ემბარგო ორივე ქვეყნისთვის მოიხსნება. ტელეკომუნიკაციებსა და ელექტროენერგიაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ასევე გაურკვეველია კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონის კონტროლის საკითხიც.  მარტში დაწყებული მოლაპარაკებები ივლისში, კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში დაპირისპირების...

ყირგიზეთის მოკრძალებული წარმატებები და გამოწვევები

ყირგიზეთმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარკვეულ პოლიტიკურ წინსვლას მიაღწია, რაზეც მშვიდობიანად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიც მიუთითებს. მიუხედავად ამისა, 2011 წელს ქვეყანას კიდევ ერთი გამოცდა - საპრეზიდენტო არჩევნები - ელის. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები და ეთნიკურ ნიადაგზე ყირგიზეთის სამხრეთ-ჩრდილოეთს შორის არსებული დაპირისპირება. Freedom House-ის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 6 ქულით ნაწილობრივ თავუსუფალ სახელმწიფოთა კატეგორიაში მოხვდა, რითაც ბიშკეკმა წინა წელთან შედარებით...

ნეჩასი გამოწვევის წინაშე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ნეჩასი პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას. ქვეყანაში საკვანძო ეკონომიკური, ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმებია აქტუალური. ამ დროს მის კოალიციაში ბზარია გაჩენილი, ხოლო მთავრობისადმი მოსახლეობის მხარდაჭერამ იკლო. სადავო რეფორმების გატარების შესაძლებლობებს ეს კიდევ უფრო ამცირებს. ნეჩასმა გასულ წელს, არჩევნების შემდეგ, სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა – მის ლიბერალ-კონსერვატიულ სამოქალაქო დემოკრატებს (ODS), მემარჯვენე პარტია TOP 09 და ცენტრისტული პოლიტიკური...