თათული წერეთელი

3 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 1 თვე

სტატიები

ალან რენე, 91

2014 წლის 1 მარტს, 91 წლის ასაკში დიდი ფრანგი კინორეჟისორის, ალან რენეს გარდაცვალების ცნობამ კინომოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამწუხრა. დაამწუხრა არა მხოლოდ ბუნებრივი და გასაგები სევდის გამო, დიდი ხელოვანების სიკვდილს რომ ახლავს თან; არც იმის გამო, რომ ვინმე მისგან კვლავ ელოდა კინოენის „გადატრიალებას“ (მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ფილმების გადაღებას, მისი უკანასკნელი ნამუშევრის – „სიყვარული, დალევა და სიმღერა“ – პრემიერა სულ ახლახან შედგა ბერლინის კინოფესტივალზე...

ალბომები

  Machinedrum – Vapor Cityწარმოშობით ნიუ იორკელი, ბოლო დროს კი ბერლინში დაფუძნებული პროდიუსერი ტრევის სტიუარტი, იგივე Machinedrum, უკვე დეკადაზე მეტია ელექტრონული მუსიკის სცენაზე მოღვაწეობს. მას შემდეგ, რაც ელექტრონული მუსიკის თითქმის ყველა სფეროში სცადა ბედი, იქნება ეს სოლო (Machinedrum, Syndrone), თუ კოლაბორაციონული პროექტები (Sepalcure, Jets და Dream...

ამბოხის წინააღმდეგ

"თუ ცუდ ფილმს იღებ ჰიტლერის წინააღმდეგეს ნიშნავს რომ სულაც არ ხარ ჰიტლერის წინააღმგდეგი"ჟან–ლუკ გოდარიჯეიმს ჯოისის რომანში "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" არის ერთი პატარა გარდამტეხი მომენტი, წამი, როდესაც პატარა სტეფან დედალოსი "ხდება" ხელოვანი. არა მაშინ როდესაც ძველ ფილოსოფოსებსა თუ პოეტებს ციტირებს, არც მაშინ როდესაც თავად ცდილობს რამე ახალის შექმნას, არც მაშინ როდესაც ცდილობს ამოხსნას და გაანალიზოს ხელოვნებისა და პოეზიის რაობა, არამედ მაშინ როდესაც ის წარმოთქვამს საკრალურ სიტყვებს,...

ალბომები - Overgrown, Wolf, Delta Machine

James Blake – Overgrownმას მერე, რაც ჯეიმს ბლეიკის სახელი, პირველ რიგში, Feist-ის Limit To Your Love-ის „ქავერ" ვერსიასთან ასოცირდებოდა, ბევრმა წყალმა ჩაიარა. შემდეგ იყო მისი სადებიუტო James Blake (2011), რომლის ინოვაციურმა და მინიმალისტურმა ჟღერადობამ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში ახალი ტერმინი – „პოსტდაბსტეპი" შემოიტანა, თავად ბლეიკს...

ალბომები

David Bowie – The Next Day 2010 წლის მიწურულს ტონი ვისკონტიმ მეილი მიიღო ძველი მეგობრისგან, რომლისგანაც კარგა ხანია არაფერი სმენოდა: „ერთი-ორი დემოს ჩაწერაზე რას იტყვი?”. 2012 წლის დასასრულს კი ხმები დაიძრა, რომ 10-წლიანი დუმილის შემდეგ, დევიდ ბოუი ახალ ალბომს უშვებდა. პირველი „წინასწარმეტყველება”, გაცილებით ადრე, არც მეტი, არც ნაკლები – რობერტ ფრიპს დასცდენია...

უყურე, ათვალიერე, უთვალთვალე

„მივდივარ ნაცნობ ქუჩებში და ყოველი ფანჯრიდან მოველი იმის მოსმენას და დანახვას, რასაც მივეჩვიე. ხანდახან მიკვირს, რატომ არ ისმის სიმღერა... ჩემი სახლის წინაც დადიან, ალბათ, სხვები და ესმით... ზოგს მსუბუქი მუსიკა ურჩევნია გამების მოსმენას, ზოგს პირიქით...” გურამ დოჩანაშვილი, „მუსიკოსი”. ქუჩებში სეირნობის დროს ფანჯრებში ყურებასა და იქიდან გამომავალი მუსიკის თუ...

დიენ არბუსი: სიცილსა და ცრემლებს შორის

-იანი წლების ამერიკაში, როდესაც ცივი ომის რეჟიმში მყოფი ქვეყანა, საგარეო მტრის ხატის შექმნით იყო დაკავებული, ამერიკული საზოგადოება აუზიანი ვილების და თანაბრად გაკრეჭილ ბალახზე დასვენებულ ახალთახალ კადილაკებზე ოცნებებით ცდილობდა უარესზე ფიქრისგან თავის დაღწევას. სწორედ ამ პერიოდში Vogue-ის, Glamour-ის და Harper’s Bazaar-ის ფოტოგრაფ დიენ არბუსს ეჭვი შეაქვს ამერიკული ოცნებების მითებში და მანჰეტენის ელიტურ წვეულებებს ნიუ იორკის გეტოებზე ცვლის. მას სურს ამერიკული რეალობის სრულიად განსხვავებული სახე...