თამარ ზურაბაშვილი

7 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

აჰმადინეჟადი ბირთვული პროგრესის თაობაზე

„უახლოეს დღეებში მსოფლიო ბირთვულ სფეროში რამდენიმე დიდი მიღწევის მოწმე გახდება”, – მიმართა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა 11 თებერვალს, ისლამური რევოლუციის 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მრავალათასიან აქციაზე თეირანში შეკრებილ ხალხს. მან ქვეყნის ახალ ბირთვულ მიღწევებზე ისაუბრა და დასავლეთის ქვეყნებთან სადავო პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა გადაჭრით განაცხადა, რომ ირანი დიალოგს მხოლოდ თანასწორობისა და სამართლიანობის პირობებში დათანხმდება....

მაიკლ ჰიგინსი ─ ირლანდიის ახალი პრეზიდენტი

ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, ირლანდიაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მასში კანდიდატთა რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა: ქვეყნის მომავალი ლიდერის პოსტზე 7 ადამიანი იყრიდა კენჭს, მათ შორის – მომღერალი – ევროვიზიის ყოფილი მონაწილე, ტელეშოუს ვარსკვლავი და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი.  არჩევნებში გამარჯვება მაიკლ დ. ჰიგინსს, 70 წლის პოეტსა და პოლიტიკოსს ერგო. ჰიგინსმა ხმათა 40% მოიპოვა და ირლანდიის მე-9 პრეზიდენტი გახდა. მისი ინაუგურაცია 11 ნოემბერს შედგება. პრეზიდენტის პოსტზე...

სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ახალი ცდები

სექტემბერს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის შემდეგ პირველად, კოსოვომ სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთი რაიონების საზღვარზე, კანონიერი სასაზღვრო კონტროლი განახორციელა. მის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება ინტერესით აკვირდებოდა. დასავლეთში შიშობდნენ, რომ კოსოვოს ქმედება დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის ძლივს დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლისა და დაძაბულობის გაზრდის მიზეზი გახდებოდა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, კოსოვოში ევროკავშირის სამართლებრივმა მისიამ (ე.წ. Eulex-მა) ქვეყნის ჩრდილოეთ...

პაკისტანი ბინ ლადენის შემდეგ

ათწლეულების  განმავლობაში, პაკისტანი აშშ-სთან ორმაგ პოლიტიკას ახორციელებდა. 1970-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან არაერთხელ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, ისლამაბადი ატომურ იარაღზე მუშაობის ფაქტს უარყოფდა. მიუხედავად მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტების და კონგრესმენების შეშფოთებისა, ბირთვული პროგრამა გრძელდებოდა. 1998 წელს იარაღი...

სამთავრობო კრიზისის ფონზე ერაყში ამერიკა გავლენას კარგავს

 ერაყის 2010 წლის 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებიდან 15 თვის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკა ჩიხში აღმოჩნდა. ამის მიზეზი 2 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის, ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიის – სუნიტური ერაყული ბლოკის ლიდერის, აიად ალავისა და პრემიერ-მინისტრ, შიიტ ნური ალ-მალიქის დაპირისპირება გახდა. ისინი დიალოგს გაურბიან, ეს კი ქვეყნის შიდა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე უარყოფითად აისახება. მთავრობის პარალიზება, გადამწყვეტ პრობლემაზე გადაწყვეტილების მიღებას ართულებს. ერაყის მთავრობა დილემის...

გახდება თუ არა ვენესუელა შემდგომი ეგვიპტე?

დღეს მთელი მსოფლიოს თვალყური ეგვიპტისკენ და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. ამის გამო, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ბევრს გამოეპარა. უკვე წავიდა ის დრო, როდესაც უგო ჩავესი 21-ე საუკუნის სოციალიზმის გავრცელებასა და ბოლივარული მოძრაობის ლიდერობას ცდილობდა. ბოლივარიანიზმი სიმონ ბოლივარის, მე-19 საუკუნის სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელი გენერლის მოსაზრებებზეა დაფუძნებული – რედისტრიბუციული სოციალური პოლიტიკის გატარებასა და სამხრეთ ამერიკის გაერთიანებას ითვალისწინებს....

სირია ეგვიპტურ გაკვეთილებს სწავლობს

ეგვიპტეში მიმდინარე დაუჯერებელი ამბოხებები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ მოვლენები არაბულ სამყაროში „დომინოს ეფექტით” განვითარდება. ერთი არაბული ქვეყნის წარმატება დიქტატორის ჩამოგდებაში ავტორიტარული რეჟიმების მქონე დანარჩენ არაბულ ქვეყნებსაც აღაფრთოვანებს  და  მის მაგალითს გაჰყვებიან. ფიქრობენ, რომ სირია, იემენი და ალჟირი ამგვარი ტრანსფორმაციის მომავალი კანდიდატები არიან. სირიასა და ეგვიპტეს ბევრი საერთო აქვთ. შესაძლოა ბაშარ ალ-ასადმაც მუბარაქის ბედი გაიზიაროს...