ვახო ელერდაშვილი

50 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

SETI და არამიწიერი ცივილიზაციები

წლის თებერვალში, დედამიწიდან 6 მილიარდი კმ-ით დაშორებული კოსმოსური ხომალდი, ვოიაჯერ-1 დედამიწისკენ შემოტრიალდა, კამერები მომართა, ფოკუსი გაასწორა და ფოტო გადაუღო. ფოტოზე აღბეჭდილმა გამოსახულებამ მეცნიერები მონუსხა, ვინაიდან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ფოტოზე რამდენიმემილიონ პიქსელს შორის ფერმკრთალი ცისფერი წერტილი, პლანეტა დედამიწა იწონებდა თავს. 1994 წელს ასტროფიზიკოსმა კარლ საგანმა ამ ფოტოს ამავე სახელწოდების წიგნი („ფერმკრთალი ცისფერი წერტილი”) მიუძღვნა, სადაც ჩაუფიქრდა შეკითხვას, არის თუ...

ფელიქს ბაუმგარტნერის სასიკვდილო ნახტომი

წლის 14 ოქტომბერს აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავმა, ჩაკ იგარმა, ექსპერიმენტული რეაქტიული საფრენი აპარატით, Bell XS-1-ით ზებგერითი სიჩქარე – 1299 კმ/სთ განავითარა და პირველი ადამიანი გახდა პლანეტაზე, რომელმაც ეს სიმბოლური ბარიერი დაძლია. მას შემდეგ ზებგერითი თვითმფრინავები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა 65 წლის განმავლობაში ადამიანები მრავალჯერ ეცადნენ, ეს სიჩქარე თავისუფალი ვარდნის პირობებში, ყოველგვარი რეაქტიული მოწყობილობის დახმარების გარეშე განევითარებინათ. მაგრამ ამაოდ. ყველაზე ახლოს ამ...

Coursera

წლის აპრილში სტენფორდის უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა უნივერსიტეტის კურიკულუმის ფარგლებში ლექციების ჩატარება შეწყვიტა. ენდრიუ ენჯის და დაფნა კოლერის ეს საქციელი კოლეგებმა სიგიჟედ ჩათვალეს, ვინაიდან ასეთ შესაძლებლობაზე უარის თქმა გონიერების არცერთ ჩარჩოში არ თავსდებოდა, თუმცა ექსპერიმენტი, რომლის განხორციელებაც აღტყინებულმა მეცნიერებმა დაიწყეს, მათი აზრით, უფრო მეტი იყო, ვიდრე ის, რითიც მანამდე იყვნენ დაკავებულნი… ეს ექსპერიმენტი იყო Coursera, რომელმაც ახალი ერა დაიწყო უმაღლეს განათლებაში....

პერსონალური რობოტი Paro

ივლისის დასაწყისში პარიზში გაიმართა მორიგი Japan Expo, უკვე ტრადიციად ქცეული გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის დედაქალაქში. გამოფენაზე იაპონელთა უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევები იყო წარმოდგენილი, სადაც უპირატესად სხვადასხვა დანიშნულებისა და ფუნქციონალობის მქონე რობოტები ჭარბობდა. მათ შორის იყო გამოფენის აღმოჩენა, ტაკანორი შიბატას ქმნილება, პერსონალური რობოტი Paro, რომელიც ხანშიშესული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და ერთი კონკრეტული ფუნქცია აქვს: ყველა საშუალებით შეაყვაროს...

მოუხელთებელი შავბნელი მატერია

წელს შვეიცარიელმა ასტრონომმა, ფრიც ცვიკიმ, მის ხელთ არსებულ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით შავბნელი მატერიის არსებობა იწინასწარმეტყველა. ეს „წინასწარმეტყველება” ლოგიკურად გამომდინარეობდა ექსპერიმენტების შედეგებიდან და გალაქტიკების კლასტერული მოდელიდან. ცვიკიმ შენიშნა, რომ ხილულ სამყაროში დამზერილი მატერიის რაოდენობა არ შეესაბამებოდა სამყაროს აგებულების მოდელს. მისი აზრით, უნდა ეარსება მატერიის რაღაც უცნობ „უხილავ” სახესხვაობას, რომელიც სამყაროში გალაქტიკების კლასტერებს, ანუ გროვებს...

Nexus 7: პირველი Google Tablet

ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარი ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა – ყოველი დიდი თუ მცირე კომპანია iPad-ისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც Microsoft-ის Surface გაყიდვა დაიწყო და Google-ის წარმომადგენლებმა Nexus 7 წარუდგინეს მომხმარებლებს. ეს უკანასკნელი ტაივანურ გიგანტთან, Asus-თან თანამშრომლობის შედეგია, სოლიდურად გამოიყურება და, რაც მთავარია, გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე iPad, ან Surface. ამით Google-მა თავისი ჩანაფიქრი გაამხილა: მას დაბალბიუჯეტიანი...

face.com სოციალური გიგანტის ნაწილი ხდება

რამდენიმე თვის წინ Facebook-მა მოყვარული ფოტოგრაფების საყვარელი აპლიკაცია, Instagram-ი შეიძინა და ეს სიამოვნება მარკ ცუკერბერგის კომპანიას სულ რაღაც 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. Facebook-ისა და Instagram-ის შერწყმამ სოციალურ ქსელებში ახალი მოდა დაამკვიდრა, რამაც რეტუშირებული ფოტოების ნაკადი წარმოშვა. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ საკმარისია თქვენი მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრს ხელის ერთი მოძრაობით Instagram-ის ფილტრები მიუყენოთ, თქვენს კედელზე ასატვირთი ფოტო მზადაა და ის პოლაროიდის...

უოტსონი ბიზნესის სამსახურში

ერთი წლის წინ მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებები და მათ შორის ჟურნალი ტაბულა, კომპანია IBM-ის კვლევითი ცენტრის ქმნილების, ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული სუპერკომპიუტერის, მეტსახელად „უოტსონის” შესახებ წერდნენ. მაშინ უოტსონმა ჩახლართულ შეკითხვებზე პასუხით და დიდი ინფორმაციის სწრაფი დამუშავებით გამოიჩინა თავი და პოპულარულ ინტელექტუალურ შოუში, Jeopardy-ში აბსოლუტური ჩემპიონების, ბრედ რატერის და კენ ჯენინგსის დამარცხება შეძლო. სირთულე ის იყო, რომ შეკითხვები სიტყვების თამაშებს, გამოცანებს და ენობრივ...

სემანტიკური ძიება

მარტის დასაწყისში კომპანია Google-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა. 2012 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ საძიებო ალგორითმების მთლიანად შეცვლას და სემანტიკური ძიების დანერგვას. Google-ის წარმომადგენლებს მტკიცედ სჯერათ, რომ სემანტიკური ძიების პლატფორმა გააადვილებს სასურველი ინფორმაციის მოძებნის პროცესს, დაზოგავს მომხმარებლების ძვირფას დროს და უფრო დიდ სივრცეს გააჩენს კონტექსტური რეკლამის მოსაზიდად. მათი თქმით, სამივე მხარე კმაყოფილი დარჩება: მომხმარებლებიც, კომპანიაც და რეკლამის განმთავსებელი...

SpeechJammer: ლაპარაკის ჩამხშობი ბლასტერი

გასულ კვირას ორმა იაპონელმა მეცნიერმა, კაცუტაკა კურიჰარამ და კოჯი ცუკადამ, სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. წიგნის აღწერაში წერია, რომ ისინი ფართო საზოგადოების წინაშე წარადგენენ მოწყობილობას, ე.წ. SpeechJammer-ს, რომელსაც ადამიანის გაჩუმება შეუძლია. მოწყობილობა სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანებში აღწერილ ბლასტერს წააგავს და მისი მოხმარების ინსტრუქცია ერთი მარტივი მოქმედებისგან შედგება. საკმარისია აბეზარი სიჩუმის დამრღვევის მისამართით მივმართოთ და ჩახმახს თითი გამოვკრათ, რომ ტექნოლოგიური „მაგიის”...