ვახტანგ მეგრელიშვილი

31 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

სამასმილიონიანი შექება

ცხელ პოლიტ-ეკონომიკურ ზაფხულში, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი თემები საინტერესო არ არის, თუმცა პოლიტიკური ორომტრიალის პარალელურად, ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ინტერესჯგუფები სოციალური პოლიტიკის განხილვასაც „ახერხებენ".ახლახან ჩატარდა კონფერენცია, სახელწოდებით „ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების შესახებ". ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია იყო. გასაგებია, რომ მედია ყოველთვის უახლოესი საათების სენსაციური ამბებითაა დაინტერესებული და კონფერენციაზე, მის აღმატებულებას,...

კანონიერი მკვლელობის პოლიტიკა

როდესაც ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში ნარკოტიკების მომხმარებლების სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკის გადახედვის შესახებ წავიკითხე, იმედი გამიჩნდა. ვიფიქრე, საზოგადოების აზრი შეისწავლეს და შეგნებულად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს ერთ-ერთი შეხვედრის დროს ამ საკითხზე აზრი ჰკითხა, პრემიერმა მიუგო – არ ვიცი, არ მიფიქრია და გავერკვევიო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მას შემდეგ რაც, როგორც ჩანს, გაერკვა, განაცხადა, რომ...

საყოველთაო ჯანდაცვის მომავალი

მარტიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს. მთავრობამ სექტორული პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება ისე გააკეთა, თითქოს ერთი უმნიშვნელო და უინტერესო საკითხი გადაეწყვიტა. ჯანდაცვის სამინისტროს ვებ და ფეისბუქის გვერდის ხშირი შემოწმების მიუხედავად, რეფორმა ისე შევიდა ძალაში, რომ არანაირი დოკუმენტი არ მოიპოვება, რომელიც ახსნიდა, თუ რა მიზნის მისაღწევად, რა, როდის და რატომ კეთდება. უფროსი და საშუალო ასაკის ადამიანებს ახსოვთ საყოველთაო ჯანდაცვა. უხარისხო და უფასო მკურნალობა შესაძლებელი იყო...

მონობა დასრულდა, თავისუფლების გეშინოდეთ, ხალხო!

  საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა შრომის მოქმედ კოდექსში ცვლილებების შესახებ უნდა იმსჯელოს. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება შრომის კოდექსის „გაადამიანურება“ იყო. 2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საკუთარი შრომის კანონი მიიღო, ის საზოგადოების მსჯელობის და დებატების საგანი გახდა. გაკეთდა ბევრი ემოციური შეფასება, კორექტული კრიტიკოსები მას ძირითადად დამქირავებლის ინტერესებზე მორგებულს ეძახიან. პროფკავშირები საჩივარს საჩივარზე აგზავნიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მედიის...

პარაზიტი

პარაზიტიზმი ბიოლოგიური მოვლენაა. ერთი სახეობის ორგანიზმი – პარაზიტი, სხვა სახეობის ორგანიზმის – მასპინძლის ხარჯზე ცხოვრობს. იგივე ურთიერთობაა პარაზიტოიდსა და მასპინძელს შორის, ოღონდ პარაზიტოიდი, როგორც წესი, თავადვე კლავს მასპინძელ ორგანიზმს. თუმცა მათ შორის განსხვავება პირობითია და მკაფიო ზღვარის გავლება ჭირს. პარაზიტების როლი ბუნებაში მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. მაგალითად, ტოქსოპლაზმით ინფიცირებული მღრღნელის ფსიქიკა იცვლება. ის ნაკლებად ფრთხილი და კატისთვის მარტივი ნადავლი ხდება....

ჯანდაცვის ახალი პოლიტიკის მორალი

საჯარო კამათის დროს, პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელსაც საკითხი არ ესმის ან ესმის, მაგრამ ცდილობს აუდიტორია მოატყუოს, ყოველთვის ცდილობს არაქართული ტერმინები (ბისმარკის მოდელი, ტრიპარტიზმი და ა.შ.) და გულისამაჩუყებელი სიტყვები („სიღარიბე“, „სოციალურად დაუცველი“ და ა.შ.) გამოიყენოს. თუ ოპონენტმა არ იცი ტერმინების მნიშვნელობა, უნდა ეუხერხულებოდეს შეკითხვით საკუთარი გაუნათლებლობის გამჟღავნება. შედეგად, გაუგებარი არგუმენტი უპასუხოდ დარჩება. თუ ადამიანმა იცის ტერმინის მნიშვნელობა და უთითებს მის არასწორ...

მატრიცა გადატვირთვა

თვე-ნახევრის წინ „მატრიცის” მორიგ ვერსიას SYSTEM FAILURE დაემართა. ახალი ვერსია გადატვირთვის რეჟიმში შევიდა. ახლა იტვირთება RELOADED და თან UPDATE-ს აკეთებს. საქართველოს ჟუჟუნებს მატრიცის განახლებულ ვერსიაში მოუწევთ ცხოვრება. საინტერესოა რა აპდეიტებს გვპირდებიან მატრიცის პროგრამისტები ჯანდაცვის ნაწილში. სიტყვა „ჯანმრთელობა” აღნიშნავს მდგომარეობას, რომელშიც დისკომფორტს არ განვიცდით ან განჭვრეტად მომავალში ამ დისკომფორტის პროგნოზირების უნარი არ გვაქვს. „ავადმყოფობა” საპირისპირო მდგომარეობაა....

საკონსტიტუციო სასამართლო

რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ჩემთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. ვიფიქრე რამდენი ჭკუასუსტი დადის-მეთქი ამ ქვეყანაზე, რამ მოაფიქრათ ასეთ რამეზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი. მერე კიდევ უფრო გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განსახილველად მიიღო. ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ვერც კი დავუშვი, რომ შესაძლებელი იქნებოდა საკითხი მოსარჩელეს სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო, ამიტომ არც მომიკითხავს. ასე ერთი თვის წინ...

ქართული ოცნება

გთავაზობთ „ქართული ოცნების” ჩემეულ ვერსიას, თუმცა არც ბატონ ივანიშვილს მოვთხოვ ჰონორარს, თუ გაიზიარებს. მგონი ჯერჯერობით ვერავინ გაიგო რას ნიშნავს „ქართული ოცნების” მისეული ვარიანტი და როგორც იტყვიან, ბაზარზე ნიშა თავისუფალია. ვიდრე რამე კონკრეტულს გვეტყოდეს, ყველას შეგვიძლია პირადი ოცნება გავასაღოთ საერთო ეროვნულ ოცნებად. მაშ ასე, ივანიშვილი რომ ვიყო, ასე ვიფიქრებდი: „ქართული ოცნება” – თავისუფლება და კეთილდღეობაა. ცოტა ვიპოპულისტებ, ერთ სიტყვას – „პასუხისმგებლობას” გამოვტოვებ. არ უყვარს...

ზრუნვით დამაშვრალნი

ვინც ტელევიზორს არ უყურებს და ინტერნეტშიც კონკრეტულ მისამართებზე შედის, შეიძლება არ იცოდეს, რომ თურმე მთავრობას, 2011 წლის გაზაფხულზე გლეხებისთვის შეუთავაზებია მაღალპროდუქტიული ე.წ. ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა. არც ერთი მთავრობისაგან სოფლის მეურნეობის სუბსიდირება არ არის გასაკვირი. პერიოდულად დიზელის საწვავს და ტრაქტორებს რომ ვყიდულობთ – მახსოვს. ასევე მესმის, რომ სოფელი პოლიტიკური თემაა. ყველას უნდა სოფლად მცხოვრები ამომრჩევლის გულის მოგება და პოლიტიკოსები ამ სფეროსათვის თავის დანებების...