ზაზა დობორჯგინიძე

307 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
2 წელი 2 დღე

სტატიები

აგრესიის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერის ბიოლოგია - ინტერვიუ რობერტ საპოლსკისთან

რობერტ საპოლსკი სტენფორდის უნივერსიტეტის ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის და ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორია. თავის ლაბორატორიაში ნეირონული დეგენერაციის, გენური თერაპიის და გენების გადატანის მეთოდების შესწავლის პარალელურად ის 23 წელია ყოველწლიურად მოგზაურობს აღმოსავლეთ აფრიკაში, სერენგეთის ტერიტორიაზე, სადაც ბაბუინების სოციალურ ცხოვრებას, სტრესსა და ნევროლოგიურ დაავადებებს შორის კავშირს იკვლევს. წიგნების წერა მან აფრიკაში ბაბუინებთან ერთად ცხოვრებისას დაიწყო, როცა საზოგადოებასთან...

ცნობიერება როგორც ჰალუცინაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები- ინტერვიუ ანილ სეთთან

ანილ სეთი სასექსის უნივერსიტეტის კოგნიტური და გამოთვლითი ნეირომეცნიერების პროფესორი და საქლერის ცნობიერების მეცნიერების ცენტრის დირექტორია. მას გამოქვეყნებული აქვს ასობით სტატია მეცნიერების მრავალ დარგში, არის კემბრიჯის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი და სასექსის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის და ცოდნაზე დაფუძნებული სისტემების დოქტორი. ანილ სეთი, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ჟურნალის Neuroscience Of Consciousness-ის მთავარი...

ვართ თუ არა საკმარისად ჭკვიანები, რომ ვიცოდეთ რამდენად ჭკვიანები არიან ცხოველები?

ფრანს დე ვაალი ჰოლანდიელი ბიოლოგი, პრიმატოლოგი და ეთოლოგია. ის ემორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი და პრიმატების ევოლუციის კვლევის იერკსის ეროვნული ცენტრის განყოფილების, Living Links-ის ხელმძღვანელია. 2007 წელს ფრანს დე ვაალი ჟურნალ Time-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცოცხალ ადამიანთა ასეულში მოხვდა. 2011 წელს ჟურნალმა Discover იგი მეცნიერების ყველა დროის 47 ყველაზე დიდ მოაზროვნეთა სიაში შეიყვანა. 2013 წლიდან ფრანს დე ვაალი უტრეხტის უნივერსიტეტის...

ძველი ბერძნების ჰალუცინაციები და მეს ნეიროფსიქოლოგია - ინტერვიუ პოლ ბროკსთან

პოლ ბროკსი კლინიცისტი ნეიროფსიქოლოგი და მწერალია. მან ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება კლინიკურ ფსიქოლოგიაში, რის შემდეგაც კვლევის და საექიმო პრაქტიკის მიმართულებად ნეიროფსიქოლოგია აირჩია. პოლ ბროკსი მუშაობდა წმინდა ჯეიმსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ჰალემშირის სამეფო საავადმყოფოში, ასევე შეფილდის და ბრედფორდის საავადმყოფოებში და იყო ფარმაკოლოგიური კომპანია “Merck, Sharp & Dohme”-ს მკვლევარი.პოლ ბროკსს შეფილდის, ბირმინგემის და პლიმუთის უნივერსიტეტების პროფესორ...

ცნობიერების პრობლემა და სიზმრების ევოლუცია - ინტერვიუ ანთი რევონსუოსთან

ანთი რევონსუო შვედეთის University of Skövde-ს კოგნიტური ნეირომეცნიერების და გონების ფილოსოფიის პროფესორია, მისი კვლევის ხაზია ცნობიერება, როგორც ბიოლოგიური ფენომენი და ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები. მას ტაბულას სამეცნიერო მიმომხილველი ზაზა დობორჯგინიძე ესაუბრა. რა არის ცნობიერების პრობლემის თანამედროვე, მეცნიერული განმარტება?ესაა კითხვა: ტვინის რა მექანიზმები წარმოქმნის ჩვენს გრძნობას, რომ "მე ვარსებობ" ან ჩვენი განცდების სუბიექტურ სამყაროს: აღქმები, შეგრძნებები,...

რამდენად უსაფრთხოა მარიხუანის მოწევა?

30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გირჩის სარჩელის საფუძველზე, მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა. საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.რამდენად უსაფრთხოა მარიხუანა? - ბოლო რამდენიმე დღის ერთერთი ხშირად დასმული კითხვაა. ლეგალიზაციის მომხრეების უმეტესობა ამბობს, რომ მარიხუანა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ალკოჰოლი ან თამბაქო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ცდებიან, მოხმარების შესაძლო ზრდის პარალელურად,...

ლიბერალურ დემოკრატიაში ყველა მოგებული რჩება - ტაბულას ინტერვიუ სტივენ პინკერთან

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სტივენ პინკერის წიგნი "განმანათლებლობა ახლა" ლიბერალური ჰუმანიზმის, მეცნიერების და რაციონალურობის მანიფესტს წარმოადგენს. მისი ძირითადი მიზანი განმანათლებლობის ეპოქის იდეების გაცოცხლება და მისი თანამედროვე მეცნიერების ენაზე თარგმნაა."ახალ ამბებში არ ჩანს, მაგრამ კაცობრიობის მდგომარეობა უმჯობესდება",- ამტკიცებს პინკერი და ამ მიგნებას განიხილავს, როგორც განმანათლებლობის მოაზროვნეების, ასევე, კლასიკური ლიბერალიზმის თეორეტიკოსების და...

კულტურის ნევროლოგია და პოლიტიკური სპექტრი

ოდესღაც, გვალვისგან გადამხმარ, უნაყოფო და მტრულ მიწაზე ცხოვრობდნენ პითეკანთროპები, არსებობისთვის ულმობელ ბრძოლაში დამარცხებისთვის განწირული ცხოველები. მუდმივი შიმშილის, წყურვილის და მტაცებლების თავდასხმების გამო მათი რიცხვი ყოველდღიურად იკლებდა. მალე გადაშენდებოდნენ კიდეც, ერთ ღამეს ქვაზე ლითონის შეხების უცნაურ ღრჭიალს რომ არ დაერღვია მათი ძილი.დილას პითეკანთროპებმა აღმოაჩინეს, რომ გამოქვაბულის წინ ახალი საგანი - უზარმაზარი, მართკუთხა ფორმის მონოლითი აღმართულიყო. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ...