ზაზა ბიბილაშვილი

2 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
4 წელი 7 თვე

სტატიები

რას ვირჩევთ?

ხვალ საპარლამენტო არჩევნებია.მოქალაქეთა ნაწილს ჯერაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას ან საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე. არიან ისეთებიც, ვინც, პოლიტიკური ძალების მიმართ ზოგადი იმედგაცრუების ფონზე, წასვლას და ყველას გადახაზვას აპირებენ.სიტუაციას უსასრულო საინფორმაციო ნაკადიც ამძიმებს - ადვილია, დავიბნეთ ზღაპრებში, მოწოდებებში, პროპაგანდაში, დაპირებებსა თუ წინასაარჩევნო სადღეგრძელოებში, რომლებმაც ყველა ეთერი შეავსო.თუმცა, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ:პირველი - ჩვენი აპათია აწყობს რუსეთს....

რუსთავი 2, ჟურნალისტური სტანდარტები და ახალი ქართული ინტელიგენცია

XX საუკუნის ბოლოდან, დასავლურ სამყაროს ახალ, უცნაურ ფენომენთან მოუწია შეხება. „ახალ ანტისემიტიზმზე“ ვსაუბრობ. ახალი ანტისემიტიზმის მთავარი გამოვლინება ისრაელის ქმედებების კრიტიკა და, ამ გზით, ისრაელის, როგორც სახელმწიფოს, დელეგიტიმაციის მცდელობაა.ახალ ანტისემიტიზმს იდეურად, ძირითადად, ულტრამემარცხენე იდეოლოგია კვებავს. რა გასაკვირია, რომ ახალი ანტისემიტიზმი ყველაზე ნოყიერ ნიადაგს ევროპისა და ამერიკის მემარცხენე კამპუსებზე პოულობს, სადაც რეალობას მოწყვეტილი აკადემია სხვისი ფულითა და რისკით...

ღია წერილი დევიდ ლის

ბატონო დევიდ,დიდი რეზონანსი მოჰყვა სანდრა რულოვსის დასახელების პასუხად გავრცელებულ თქვენს ტექსტს. მართლაც საინტერესო ტექსტი იყო. თქვენი ნებართვით, პუნქტობრივად გიპასუხებთ:2012 წლის შემდეგ უფრო მეტი მსხვილი პროექტი დაიწყო, ვიდრე მანამდე ხორციელდებოდარომელ ქვეყანაზე წერთ, ბატონო დევიდ? შეგიძლიათ ეს პროექტები დაასახელოთ? ამის გარეშე ცოტა კომიკურია თქვენი თეზისი. კარგად გვახსოვს, ამჟამად რადარებიდან გამქრალი ივანიშვილის მოურავი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერმინისტრის სკამიდან გვარწმუნებდა, რომ...

ფოცხი, რომელზეც აბიჯებსთ

რას ნიშნავს რუსთავი 2-ის პრეცედენტი ივანიშვილისთვისრუსთავი 2-ის გარშემო ქიბარ ხალვაშისა და ქართული ოცნების ნარატივი ეფუძნება მითს, რომ თითქოს 2005 და 2006 წლებში ხელისუფლებამ აიძულა ხალვაში, რუსთავი 2-ის კეთილსინდისიერად შეძენილი წილები დაეთმო.10 წელი ელოდა ქიბარ ხალვაში შურისძიებას, მოთმინებით აგროვებდა მტკიცებულებებს, ამზადებდა სამართლებრივ პლატფორმას „წართმეული ქონების“ დასაბრუნებლად... მაგრამ მაინც ისე მივიდა სასამართლომდე, რომ იძულების დამადასტურებელი არცერთი – ვიმეორებ, არცერთი –...

ურთიერთობა, როგორც ცხოვრების წესი

„ბავშვმაც კი იცის", რომ „თბილისი იყო ურთიერთობა".მაგრამ განა მხოლოდ თბილისი. არა, ამხანაგებო! — მთელი საქართველო ურთიერთობა იყო. ყველა უბანი. ყოველი ქუჩა. ყველა ოჯახი...ნუ, თითქმის ყველა.რაც მთავარია — Dideba ufalsss! — დღემდე ასეა.ურთიერთობა ჩვენი ისტორიაა. ურთიერთობა ჩვენი ტრადიციაა.ურთიერთობა, როგორც გაგება.ურთიერთობა, როგორც კმაყოფილების ფორმულა.ურთიერთობა, როგორც კომფორტის სამსხვერპლოზე მიტანილი ამბიციები და წესად ქცეული საშუალოობა.ურთიერთობა, როგორც მინიმალიზმი, რომელიც მორალური...

41 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს ოლიგარქი ივანიშვილი

მას მხარს უჭერს „ასავალ-დასავალი“.მას მოსწონს „ასავალ-დასავალი“.მან 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენა.მან არა მხოლოდ გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები, მკვლელები და ექსტრემისტები, არამედ „პოლიტპატიმრის“ შარავანდედით შემოსა ისინი.მან დააპატიმრა ჯაშუშებთან, მკვლელებთან და ექსტერმისტებთან მებრძოლი პოლიტიკოსები და სამართალდამცავები.მან იუსტიციის სახლის წინ მონუმენტი გაუხსნა სახელმწიფოზე კრიმინალური სამყაროს რევანშს.მან პოლიციის დღეზე მადლობის სიგელით დააჯილდოვა...

ივანიშვილის პირამიდა

ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფროიდის სკოლის ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსებისგან განსხვავებით, ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანების კვლევით დაინტერესდა. „ფროიდმა გაგვაცნო ადამიანის ფსიქიკის ავადმყოფი ნახევარი და ახლა ჩვენი ამოცანაა, სურათი ჯანსაღი ნახევრით შევავსოთ", წერდა მასლოუ. მთავარი, რითიც მასლოუ მეცნიერების ისტორიაში შევიდა, იყო „მოთხოვნილებათა იერარქიის" თეორია, რომელიც მან 1942 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ადამიანური მოტივაციის თეორია" ჩამოაყალიბა. ამ...

უსამართლობის აღდგენა

„ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია, თავისუფლების საიდუმლო კი სიმამაცეში"ნუ მოვიტყუებთ თავს – ის, რაც ჩვენ გვჭირს, არც 70-წლიანი ბოლშევიზმის ბრალია და არც ორსაუკუნოვანი რუსული ოკუპაციისა. თუ ჩემი არ გჯერათ, გადაიკითხეთ ათასწლეულთა განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ მოგზაურთა ჩანაწერები და დარწმუნდებით.ქართველთა მთავარი მტერი ყოველთვის ჩვენი „ტრადიციები" იყო – ტრადიციები, რომელსაც ჩვენი შინნაზარდი, მტერთან ყველა დროში შეხმატკბილებული, კონფორმისტული „ელიტა" კულტივირებდა: თემისა და თემურობის...

რა სარგებლობა მოაქვს ოცნებას?

კახა ბენდუქიძის 9-საათიანი დაკითხვა და აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის აქსელერაცია გვაიძულებს კიდევ ერთხელ დავსვათ ეს კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს „ოცნებას"?ყველაზე რადიკალური ელექტორატის აზრით, „ოცნებამ" ვერ შეძლო „სამართლიანობის აღდგენა" („სამართლიანობის" იმ გაუკუღმართებული გაგებით, რომელსაც ეს ადამიანები გულისხმობენ). მეორე მხრივ, მოქალაქეების შედარებით მიუკერძოებელი ნაწილის დაკვირვებით, პოლიტიკური ოპონენტებისა და ივანიშვილის რეალური თუ წარმოსახვითი მტრების დევნა „...

კარტოფილის წვნიანიდან კარტოფილის ელიტურ თესლებამდე

ანუ კოლაბორაციონიზმი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკაკომპიენის მეორე ზავის შემდეგ, რომლის დროსაც შურისძიების ჟინით შეპყრობილმა ჰიტლერმა საფრანგეთს იმავე ვაგონში მოაწერინა ზავზე ხელი, რომელშიც პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამამცირებელი დამარცხება გაფორმდა, საფრანგეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ელზასი და ლოტარინგია საკუთრივ მესამე რაიხმა მიიერთა. ქვეყნის ჩრდილოეთი და დასავლეთი ვერმახტს უშუალოდ ჰქონდა ოკუპირებული (თუმცა იქ ფორმალურად ვრცელდებოდა საფრანგეთის სამოქალაქო ადმინისტრაციის იურისდიქცია)....