ზაზა ბურჭულაძე

18 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

MADE IN GEORGIA

მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ მე არ მესმის, რას ნიშნავს „ქართული ლიტერატურა”. მხოლოდ ვიცი ტექსტები, რომლებიც, მიაქციეთ ყურადღება, ქართულად დაიწერა და იწერება, და არა – ეთნიკურად ქართველის მიერ უცხო ენაზე. იმაში გასარკვევად კი, შეიძლება თუ არა თანამედროვე ქართული ტექსტების ევროპული ლიტერატურის ნაწილად მოაზრება, საჭიროა მოკლე ექსკურსი წარსულში. ქართულად დაწერილი ტექსტებიდან მთავარი ლიტერატურული მწვერვალი „ვეფხისტყაოსანია” – შოთა რუსთაველის მიერ XII საუკუნეში...

არა იბოზო!

ღმერთს სამება უყვარს. ჰოდა, ჟანრის გათვალისწინებით, მეც სამიოდე ციტატას მოვიტან დღეს მოღვაწე ქართველ მამათა ქადაგებებიდან. ვინძლო სწორედ ამ ციტატებში ინახება იბერიის გაბრწყინების გასაღები. მართალია, სხვა ქადაგებებშიც უხვადაა გაბნეული ნამდვილი მარგალიტები, თუმცა დღეს ეს ვიკმაროთ. მაშ ასე: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი: „ჩრდილოეთი დაიშლება, დასავლეთი ოკეანეში ჩაიძირება. იცით თქვენ, რომ ამერიკა – კონტინენტი, საერთოდ აღარ იარსებებს? [...] რად ღირს თუნდაც 5 მართლმადიდებელი მამის...

გმირი

„გმირი” – ასე ეწოდება სტივენ ფრირზის 1992 წლის ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს დასტინ ჰოფმანი და ენდი გარსია ასრულებენ. კარგი ფილმია, ირონიული, სასაცილო და დღესაც აქტუალური. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, წვრილფეხა ბანდიტი ბერნი (ჰოფმანი) თავისდაუნებურად, თითქმის მექანიკურად ჩაიდენს გმირობას – ალმოდებული თვითმფრინავის 54 მგზავრს გადაარჩენს, მაწანწალა ბაბერი (გარსია) კი მის გმირობას მიიწერს. ამერიკული მედია ამ ამბავს ისე გაბერავს, რომ ბაბერისგან ნაციონალურ გმირს ქმნის. მთელი...

სანავარდო

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ოპერაში ჩემს გამონათქვამთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ ორიოდ სიტყვა. უფრო ზუსტად, იმ ვნებათაღელვის გამო, რაც ჩემს გამონათქვამს მოყვა. ამ დღეების განმავლობაში ეს თემა ყოველმხრივ იმდენად დაიღეჭა და გადაიღეჭა, რომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაშ ასე, იმ დღეს ქუთაისის ოპერის თეატრში საღამოს 500 კაცი ესწრებოდა. ჩემი გამოსვლის შემდეგ ოციოდემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 480 კაცს კი სრულიად ბუნებრივი რეაქცია ქონდა. ტაშის გარდა, მათ გულიანად იცინეს და იხარხარეს....

სამჭედლო

 ისეთი ამაყი, დღეს რომ ვარ, ჯერ არ ვყოფილვარ. რას ვგულისხმობ? ვარსკვლავებს, რა თქმა უნდა. არ ვიცოდი, ამდენი სავარსკვლავე კაცი თუ გვყავდა. ეს უკვე რაღაც ვარსკვლავთცვენაა. თბილისი, რომელიც ოდესღაც მზის და ვარდების მხარედ ითვლებოდა, დღეს ვარსკვლავთა ნამდვილ სამჭედლოდ ქცეულა. დღე არ გავა, აქ ვინმეს ვარსკვლავი არ გაუხსნან. ბოღმა და ბაიყუში უნდა იყო, მთელ ამ ამბავმა არ შეგძრას და სიხარულით არ აგავსოს. ასე თუ გაგრძელდა, ქალაქში მალე ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარ დარჩება და, რაც მთავარია, არც...

ბავშვთა სამყარო

2002 წლის ცხელი აგვისტო იყო. მოსკოვში ჩემს ქართველ მეგობრებს ვსტუმრობდი. ერთ დღეს არბატზე წიგნის მაღაზიაში უაზრო ხეტიალისას შემთხვევით თვალში მომხვდა წიგნი, მაშინ ჩემთვის არაფრისმთქმელი გვარ-სახელით – იური ანდრუხოვიჩი. რომანი „პერვერზია”. საზიზღარი გამოცემა იყო, საშინელი დიზაინით. იქვე თაროზე იდო ამავე ავტორის მეორე რომანი „მოსკოვიადა”, პირველზე უარესი ყდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ ორივე წიგნი ვიყიდე. იმავე ღამით ვიფიქრე, „მოსკოვიადას” ჩავხედავ და...

ბიბლიოთეკარი

მიხაილ ელიზაროვი, რუსული ბუკერის 2008 წლის ლაურეატი, დაიბადა 1973 წელს, ივანო-ფრანკოვსკში (უკრაინა). 2001-03 წლებში ცხოვრობდა და სწავლობდა რეჟისურას ჰანოვერში. 2003-07 წლებში საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც გამოიცა მისი სადებიუტო წიგნი „ფრჩხილები” გერმანულად. „შოკისმომგვრელი მოთხრობა”, რომელიც ფსიქიატრიული ინტერნატის ორ აღსაზრდელზე მოგვითხრობს, გაზეთმა Berliner Zeitung ასე შეაფასა: “გოგოლის, რუსული რეალობის და შავი მაგიის ალქიმიური ნაზავი”. ამას მოყვება...

ეს ესტრადაა

 რამე გაუგებრობას რომ არ ქონდეს ადგილი, ბარემ თავიდანვე ვიტყვი, რომ შეიძლება მე ვერ ვამჩნევ, თორემ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. შეიძლება, მე ჩამოვრჩი დროს. შეიძლება, ცხოვრება დღეს სხვა მოთხოვნებს აყენებს, სხვა ნორმებს აწესებს, სხვა რამეს გაძლევს და შენგანაც სხვას ითხოვს, ვიდრე მე მგონია და წარმომიდგენია.   მაგალითად, მე მგონია, რომ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ჩვენ გვაკლია როკი. უბრალოდ არ გვაქვს იგი, და შესაბამისად, არ გვყავს როკერები. არადა ხშირად სწორედ როკი იყო და არის...

2016

ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიხურა. საქმეში ჩახედულმა ხალხმა იცის, რომ ეს თითქმის ისეთივე მასშტაბის მოვლენაა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. იმ განსხვავებით, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად იმართება. მსოფლიოში ბევრი სხვა წიგნის ბაზრობაც ეწყობა, მაგრამ მასშტაბურობით და თავისი მნიშვნელობით ფრანკფურტისას ვერც ერთი შეედრება. წარმოიდგინეთ თბილისის რომელიმე უბნისხელა ოთხსართულიანი შენობის თითქმის ყოველი კვადრატული მილიმეტრი რომ წიგნს ეთმობოდეს. აქ მსოფლიოს თითქმის...

სათვალიანი ბიჭი

გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ატეხილი ამბავი „ჰარი პოტერის” გარშემო? ბევრ სკოლაში მასწავლებლებმა სასტიკად აუკრძალეს ბავშვებს ამ წიგნის ხელში აღებაც კი. მათი განმარტებით, ლამის ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასი იქნებოდა სათვალიანი ბიჭის თავგადასავლის წაკითხვა. განსაკუთრებით "მართლმადიდებელი მშობლები" აქტიურობდნენ. ჩვენ რომ ბნელი ხალხი ვართ, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა მართლა არ წაიკითხა ეს წიგნი. სხვა საკითხია მშობლის, მასწავლებლის თუ გარემოს...