ზაზა ბურჭულაძე

18 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სტატიები

თუთა

ცოტა ხნის წინ თბილისის რკინიგზელთა კულტურის სახლში გახლდით ვერდის „რიგოლეტოზე”. მთელ ამ ამბავში ორი რამ იყო ჩემთვის საგულისხმო. პირველი ის, რომ შენობაში შესვლამდე მათხოვარმა დამწყევლა, და მეორე – დარბაზში შესვლისას გოგი გვახარიამ მითხრა, საბოლოოდ დაცემულხარ, კაპიტალისტი გამხდარხარო. ეს კი ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. რამდენადაც მეგონა, რომ ჩემი, როგორც აჩრდილის, ადგილი ოპერაში იყო. საერთოდაც, ვთვლი, რომ ყველა პატიოსანი აჩრდილი სწორედ ოპერაში უნდა სახლობდეს. ის კი არ ვიცი,...

დაფა

როგორც ბევრი თბილისელი, წელს მეც გახლდით ბათუმში. მეც ვნახე, რომ ქალაქი მართლაც დღითი დღე უმჯობესდება. მაგრამ ამ სვეტში სულ სხვა რამეზე მინდა მოგახსენოთ. კერძოდ – მემორიალურ დაფებზე. სულ არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას, რომ არა ერთი დეტალი. ბათუმის სამშობიარო სახლის წინ შემთხვევით საცხოვრებელი კორპუსი აღმოვაჩინე, ფასადზე მემორიალური დაფით, სადაც ვკითხულობთ: „ამ ადგილზე არსებულ სახში (აქ „სახში” ჟურნალის კორექტურა არ გეგონოთ) 1907-1908 წლებში ცხოვრობდა ქართული...

Deus ex machina

ხუთშაბათ საღამოს შატილში - მუცოს ხეობაში - საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა. ათიდან შვიდი მგზავრი დაიღუპა. მათ შორის, ორი ბავშვი - ორი წლის და ორი თვის! ტელეკომპანია „იმედის” ცნობით, მანქანა სოფელ ხონეს სალოცავიდან მოდიოდა. კადრშიც კი აჩვენეს, რომ დაჭეჭყილი შავი „ლენდკრუზერი” ნაკურთხი იყო. ამის ნიშნად მანქანას უკანა სანომრე ნიშნის გვერდით წრეში ჩასმული „ბრენდირებული” ჯვარი ჰქონდა მიკრული. ასეთი რამის შემდეგ ძნელია, არ დაფიქრდე ისეთ მოვლენაზე, როგორიცაა...

M

ცოტა ხნის წინ გორში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით თბილისის მეტროს ამბავი გამახსენდა. იცოდით თუ არა, რომ თბილისის მეტრო უნიკალურია მსოფლიოში? საქმე ისაა, რომ 1953 წლის 5 მარტს, სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წუთში, თბილისის ქვეშ მფრინავმა სხეულმა გაიარა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. სხეულს სფეროს ან ცილინდრის ფორმა ჰქონდა და თან ახლდა ხმოვანი ეფექტები: ტკრციალი, წრიპინი, გუგუნი. ჰქონდა თუ არა მფრინავ სხეულს სტალინთან რამე კავშირი ან რა მიზანი ამოძრავებდა მას - კეთილი თუ...

ტორტი

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს შადრევნები, ესტაკადები, ხიდები... ასევე გვაქვს ნაკურთხი მანქანები, საეკლესიო მაღაზიები... მაგრამ არ გვაქვს არც ერთი სექს-შოპი. ვითომ დიდი ამბავი, რომ არ გვაქვს, როგორღაც ხომ ვმრავლდებით. მაგრამ ასე ხომ ცხოველებიც მრავლდებიან. არადა, არც ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი არ მეგულება, სადაც არაა სექს-შოპი. ჩვენ გვრცხვენია სექსზე ლაპარაკი. ჩვენ რაღაცნაირად გვერიდება პრეზერვატივის ყიდვა აფთიაქში თუ სუპერმარკეტში. ჩვენ გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს დედებს...

ვაზელინი

არ ვიცი, შემეტენეობა ქართველის არჩევანია, ცხოვრების სტილი, ვირუსი თუ ბედისწერა. არც ის ვიცი, რა არის ეს, თვისება თუ უნარი. მხოლოდ ვხედავ, რომ ამის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია დღეს ქართველმა რამეს მიაღწიოს... ყოველ შემთხვევაში, ბევრი ასე ფიქრობს. ჩვენს გარშემო მრავლად ტრიალებენ ქართველები, რომლებიც სრულიად მოურიდებლად ეტენებიან სხვა ქართველებს, ქართველთა მეგობრებს, ქართველთა მტრებსაც კი. ეტენებიან ღიად, დღისით-მზისით, ვაზელინით და უვაზელინოდ. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ეკლესიაში და...

55

ქრის­ტე რომ ჩა­მო­ვი­დეს და ქარ­თ­ვე­ლებ­ში და­სახ­ლ­დეს, მე­ო­რე დღეს­ვე თავ­ში ჩა­ვუ­ფა­ჩუ­ნებთ, ან ხელს გა­დავ­ხ­ვევთ და ასე ავ­ლა­პა­რაკ­დე­ბით: „ბიჭო, იესო, რო­გო­რა ხარ? რა­სა იქ შე ჩე­მა ნა­ლავ? წა­მო, ერ­თი ჩა­რე­ქა და­მა­ლე­ვი­ნე”. მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი რაც კარ­გე­ბი ვართ, ქარ...

ZOOROPA

რამდენიმე დღის წინ ვარაზის ხევიდან ზოოპარკს გადავხედე. მაინცდამაინც სუსტი ნერვები არ მაქვს, მაინც არ მეგონა, ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე შეშინებული მგლების და „ხრუშოვკის” სამზარეულოსხელა გალიაში დამწყვდეული ლომების ნახვა. ვიდეოც კი გადავიღე, ზურგზე ცემენტდაყრილი ვეფხვები და ლეოპარდები პატარა, საქათმისხელა გადაუხურავ გალიებში როგორი ატუზულები დგანან... ზედ გალიებთან მძიმე ტექნიკა მიდი-მოდის: ვაკე-საბურთალოს და გმირთა მოედნის დამაკავშირებელ გზას აკეთებენ. პროექტი კარგია. საშვილიშვილო....