ზურა ჯაფარიძე

49 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 5 თვე

სტატიები

არაფრის ტრაკი არ გვაქვს - ესაა რეალობა

ადამიანი გაიტაცეს, მოკლეს, ერთი თვე დაგვცინოდნენ, დაგვამცირეს, ფეხები გაიწმინდეს ჩვენზე. მთელი ქვეყანა ვართ უსუსურ, თავზე დასხმულ მდგომარეობაში და ვერც ვერაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ დიდი არც არაფრის ტრაკი გვაქვს. დიდი კი არა, საერთოდ არაფრის ტრაკი არ გვაქვს. ესაა რეალობა.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და პარლამენტის რეზოლუცია სწორი ნაბიჯია, მაგრამ გამოსავალი არ არის.პრემიერი წერილით მიმართავს რუსეთის ხლისუფლებას, რომელსაც ოკუპანტი ქვეყნის ერთერთი სამინისტროს, ერთერთი დეპარტამანეტის, ერთერთი...

ყვითელი შხეფები

რამდენიმე დღის წინ ვარდების რევოლუციის მოედანზე მოვხვდი შემთხვევით, იქ მდგარ ველოსიპედთან სურათი გადავიღე და ფეისბუქზე ავტვირთე. ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც თვალში მომხვდა, შემდეგი შინაარსის იყო - რა ამბავი ატეხეთ ამ ველოსიპედზე, აღმაშენებლის ძეგლი გადაიტანეს და იმაზე ხმა არ ამოგიღიათო.დედაქალაქის ახალმა მერმა, მას შემდეგ რაც ოფიციალურად შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად სწორედ ამ ველოსიპედის ცენტრიდან "გარეუბანში" გადატანა დაასახელა. ერთი შეხედვით, უცნაურად...

მეორე წერილი ივანიშვილის მიმართ

თითქმის ერთი წელი გავიდა ჩემი ღია წერილის გამოქვეყნებიდან, რომლითაც თქვენ მოგმართეთ. მაშინ ჯერ კიდევ პრემიერმინისტრის თანამდებობა გეკავათ. ახლაც თქვენ გწერთ, როგორც დღევანდელ ქვეყნის მმართველს და არა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს ან მომავალ ტელეწამყვანს, გასაგები მიზეზების გამო.თქვენ მიერ შეძენილმა და მართულმა პოლიტიკურმა გუნდმა ადგილობრივი არჩევნებისთვის გადაწყვიტა, ცოცხებიანი პლაკატებისა და სარეკლამო კლიპების პარალელურად შეექმნა პოზიტიური განწყობის სააგიტაციო მასალაც - ბუკლეტი...

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს

საქართველოს პრემიერმინისტრს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილსბ-ნო პრემიერმინისტრო,ამ წერილის დაწერა რამდენიმე გარემოების გამო გადავწყვიტე. ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია (ივნისში შემცირდა 0.8%-ით); მთავრობას არათუ სრულად, საერთოდ არ აქვს გაცნობიერებული რა არის ამის მიზეზ(ებ)ი; შესაბამისად, ვითარების გამოსწორებაზე ოცნებაც კი რთულია; ყველა ხედვა, რომელსაც აღმასრულებელი თუ საკანონმებლო ხელისუფლების (საპარლამენტო უმრავლესობის) წარმომადგენლები აჟღერებენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს...

როგორ არ უნდა დავეხმაროთ მედიას

რამდენიმე კვირაა აქტიურად განიხილება ე.წ. must carry პრინციპის შემოღება, რომელიც საკაბელო და ციფრული სატელევიზიო ქსელებისთვის, ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლების სიგნალის აბონენტებისთვის მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა. იმავე საკითხზე ერთ-ერთ მიმართვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა. ამ ინიციატივის ადგილობრივი მხარდამჭერები must carry-ს...

შეუსრულებელი დაპირება

არსებობს თუ არა პირდაპირი კორელაცია სახელმწიფო ხარჯების ოდენობასა და ეკონომიკის ზრდის ტემპს შორის? ბრიტანული ეკონომიკურ საკითხთა ინსტიტუტი 24 ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ორ მაჩვენებელს. მისი დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო ხარჯების მშპ-სთან მიმართებაში ყოველი 1%-ით მატება საშუალოდ 0.1%-ით ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ანუ, რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო, მით ნელა იზრდება ეკონომიკა. და პირიქით – რაც უფრო ნაკლებ ფულს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან, მით უფრო სწრაფად იზრდება შემოსავლები...

დაუბეგრავი მინიმუმი

დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააჟღერეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას და ეგრეთ წოდებული დაუბეგრავი სახელფასო მინიმუმის შემოღებას. მათივე განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუმის ტოლი უნდა იყოს. თავისთავად იდეა არ არის ახალი – მსგავსი რამ ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად წინ წასულ არაერთ ქვეყანაში არსებობს. დაუბეგრავი მინიმუმი საქართველოში...

'ქველმოქმედება' – სახელმწიფო vs კერძო

ის, თუ რითი უნდა შემოიფარგლებოდეს სახელმწიფოს საქმიანობის არეალი, მუდმივი კამათის საგანია. ადამიანთა ნაწილი, რომელთაც მეც მივეკუთვნები, თვლის, რომ სახელმწიფო აპარატი უნდა იყოს რაც შეიძლება პატარა ზომის; საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტაშიც ბიუროკრატები უნდა ერეოდნენ – მაქსიმალურად მოკლე; ხოლო ამა თუ იმ საჯარო უწყების ძალაუფლება – რაც შეიძლება შეზღუდული....

კორუფცია – რეალობა და პერსპექტივა

საქართველოში კორუფციის აღმოფხვრაზე ბევრს საუბრობენ – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, კონფერენციებსა და სემინარებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა თუ სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილ წიგნებში. ყველა აღიარებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველომ უკანასკნელ წლებში ექსტრაორდინარულ შედეგებს მიაღწია. ხოლო თუ გავითვალისწინებთ რა ფონზე მოხდა რეფორმების გატარება (კორუფციული თვალსაზრისით პრაქტიკულად სულით ხორცამდე გარყვნილი სახელმწიფო აპარატი, პლუს შავი სამყაროს...

სხვაგან არიან

რამდენიმე წლის წინ ერთ საინტერესოდ გაკეთებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, რომელიც 1945 წლის ზაფხულში აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას ეხებოდა. ფილმი საკმაოდ დეტალურად აღწერს როგორც იმ ამერიკელი ჯარისკაცების ემოციებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ამ ოპერაციაში, ისე ჰიროშიმას იმ მკვიდრთა განცდებს, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. მახსოვს გამიკვირდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფაქტის ამდენი...