ზურა ჯაფარიძე

49 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
7 წელი 6 თვე

სტატიები

რა ელის ევროპას

წელს საბერძნეთში ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა აღმოაჩინა, რომ მისი წინამორბედი აყალბებდა სახელმწიფოს ფინანსურ მონაცემებს და ბიუჯეტის დეფიციტის რეალური მაჩვენებელი მშპ-ის 6%-ის ნაცვლად 15%-ს აჭარბებდა. ასე დაიწყო კრიზისი ევროზონაში. ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ ვალებთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ საბერძნეთს არ უქადდა საფრთხეს; ანალოგიური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ პორტუგალია, იტალია, ირლანდია და ესპანეთი (ე.წ. PI(I)GS ქვეყნები, Portugal, Italy, Ireland, Greece და Spain). ევროზონის...

ჩვენ ხარჯზე გამდიდრებულების შესახებ

რა­ტომ უნ­და შო­უ­ლობ­დეს ინ­დო­ე­ლი და არა­ბი აქ ფულს ჩვენ ხარ­ჯ­ზე? რა უნ­დათ, რომ ჩა­მო­დი­ან ჩი­ნე­თი­დან და ჩვე­ნი ფუ­ლით მდიდ­რ­დე­ბი­ან? რა­ტომ გავ­ყი­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვქონ­და უცხო ტო­მე­ლებ­ზე? რა, ქარ­თ­ვე­ლი მარ­ტო მო­სამ­სა­ხუ­რე უნ­და იყოს და ვი­ღაც გა­დამ­თი­ელს კა­პი­კებ­ზე ემ­სა­ხუ­როს? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ალ­ბათ არა­ვის­თ­ვის უცხო არ არის ეს კითხ­ვე­ბი. წლე­ბია, ისი­ნი მეტ­-­ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით გვეს­მის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­დან. ან კი­დევ უფ­რო უარე­...

რას მოგვიტანს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა

მალე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ქვეყნის ხელისუფლება ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკას დიდი ხანია ატარებს და ამ გზით ცდილობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. თუმცა, მხოლოდ საქართველოს ძალისხმევა საკმარისი არ არის – მცირე მასშტაბის გამო, ქვეყნის ბაზარი, ინვესტორების ინტერესის საგანი ვერასოდეს გახდება, თუ...

ზებრა ანუ წერილები მისი წისქვილიდან

ამ ტექსტის დაბეჭდვის მომენტისთვის, სავარაუდოდ, იგივე თემაზე არაერთი სტატია იქნება უკვე დაწერილი. დიდი ალბათობით, გააანალიზებენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართვის ყველა ასპექტს – დაწყებული მისი ბიზნეს საქმიანობითა თუ ქველმოქმედებით, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდა, ბოლო დღეებში გავრცელებული განცხადებებით და დამთავრებული საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნიუანსებით. თუმცა მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია, შემდეგია: რატომ ხდება...

პროფკავშირული ბუმერანგი

სექტემბრის დასაწყისში ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში, რომელიც ინდურ კომპანია ევრაზიან სტილს ეკუთვნის, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წახალისებით, რამდენიმე დაქირავებულმა თანამშრომელმა გაფიცვა დაიწყო უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით. პროფკავშირების ხელმძღვანელობის განცხადებით, საწარმოში აუტანელი, ადამიანის ღირსებისთვის შეუფერებელი გარემოა და ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. გაფიცვის შედეგად სამსახური უკვე დაკარგა რამდენიმე...

საქართველოს ისტორია და ეკონომიკური თავისუფლება

საქართველოს ისტორიაში ეკონომიკა და ეკონომიკური აზრის განვითარება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი მიმართულებებია. ამას ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული ქართველი ისტორიკოსების ეკონომიკური ხასიათის საკითხებით ნაკლები დაინტერესებით და დამთავრებული საბჭოთა პერიოდის გაუკუღმართებული ისტორიოგრაფიით. პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოსა თუ წიგნში, რომელიც საქართველოს ისტორიას ეხება, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დროის კონკრეტულ მომენტში ქვეყნის (სამთავროს) ლიდერზე, შემოსულ დამპყრობლებსა და წარმოებულ...

ხორცი, ნაგავი და სხვა

ბოლო რამდენიმე თვეა, ერთობ ხშირად ისმის თავისუფალი ბაზრის ლანძღვა. ისმის რამდენიმე სატელევიზიო არხიდან, გაზეთებიდან, ინტერნეტ-გვერდებიდან თუ სოციალური ქსელებიდან. თავისუფალ ბაზარს ბრალდება ყველა ის პრობლემა, სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს. არ მიკვირს, რომ მსგავსი ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკას და მიზნად ისახავს ზოგადად ამ სისტემის დემონიზაციას, რადგან კრიტიკა ხშირ შემთხვევაში მოდის წარუმატებელი...

რუსეთი

ავტორი:ლუდვიგ ფონ მიზესი თარგმანი: ზურა ჯაფარიძე (პირველად გამოიცა 1927 წელს, როგორც წიგნის ,,ლიბერალიზმი“ ნაწილი) კანონმორჩილი მოქალაქე გაწეული შრომით ემსახურება როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემო მყოფთ, და ამ გზით ახორციელებს მშვიდობიან ინტეგრაციას სოციალურ წესრიგში. მძარცველი კი, მეორეს მხრივ, მოწოდებულია ძალისმიერი გზით მიითვისოს სხვათა შრომის ნაყოფი. ათასობით წლების განმავლობაში მსოფლიო იძულებული იყო დამორჩილებოდა სამხედრო დამპყრობელთა და ფეოდალ მმართველთა სურვილს, რომლებიც...

ამერიკის გასაჭირი

თუ აშშ-ის კონგრესი 2 აგვისტომდე არ გაზრდის დასაშვები სახელმწიფო ვალის ლიმიტს, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, შესაძლოა, დეფოლტის საფრთხის წინაშე დადგეს. დღეისათვის არსებული ზღვარი 14.3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ობამას ადმინისტრაცია, რომელიც არ გამოირჩევა სახელმწიფო ხარჯებთან მიმართებაში განსაკუთრებული მომჭირნეობით, ცდილობს ეს ზღვარი მაღლა ასწიოს, რათა შეძლოს დაგეგმილი, გაზრდილი საჯარო ხარჯების დაფინანსება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ობამა ვერ შეძლებს...

ჰამასი რუსთაველზე

ჰამასი, იგივე ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა, დაფუძნდა 1987 წელს ღაზის სექტორში, როგორც მუსლიმური საძმოს ერთ-ერთი ფრთა. სახალხო კრება, იგივე წარმომადგენლობითი სახალხო კრება, დაფუძნდა 2010 წელს საქართველოში, როგორც რამდენიმე კვაზიპოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ცნობადი სახის გაერთიანება. ჰამასის პირვანდელ დანიშნულებას საქველმოქმედო საქმიანობა წარმოადგენდა. ის მხოლოდ მოგვიანებით იქცა ტერორისტულ ორგანიზაციად და, ამავდროულად, პოლიტიკურ პარტიად. სახალხო კრება დასაწყისში...