ზურაბ ლეჟავა

4 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

დედიკოს ბიჭები და მამიკოს ბიჭები

   ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორია      და მიზანშეწონილი ძნელადაღსაზრდელი ბავშვების სპეციალურ სკოლებში გადაყვანა. ეს მართლაც მეტად დელიკატური საკითხია და ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.     ამასწინათ ერთერთი ტელევიზიით იყო ინტერაქტიური გამოკითხვა, რომელშიც  გამოკითხულ მაყურებელთა ოტხმოცდაექვსმა პროცენტმა უარყოფითად შეაფასა ასეთი ბავშვების ასეთ სკოლებში გადაყვანა. გამოკითხულთა სამმა პროცენტმა განაცხადა, რომ უჭირთ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნი პასუხის გაცემა. და, მხოლოდ...

ბერბიჭი

ვიცნობ მე ერთ ორმოცდაათს გადაცილებულ, მართალია ალკოჰოლური ფსიქოზით შეპყრობილს ჯერ არა, მაგრამ ალკოჰოლიზმის ნიშნების აშკარა მატარებელ ბერბიჭს, რომელიც თუმც ცოტ-ცოტას და პატარა დოზებით, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ბევრს სვამს. ის პროფესიით მხატვარია, თუმცაღა მიუხედავად თავისი „აკადემიური“ განათლებისა, არანაირი ოფიციალური სამსახური არ გააჩნია და არც არასოდეს ჰქონია მგონი. ნახატები არ ეყიდება, ხოლო თუ ეყიდება, მხოლოდ იმდენი, რომ თავისი თავი როგორღაც ირჩინოს. რაც შეეხება მისი განათლების აკადემიურობას...

ოჰ ეს ენები

ამას წინათ ავტობუსში შევესწარი ასეთ სცენას – არ მახსოვს რაზე, მაგრამ ორი ქალბატონი –  რუსი და ქართველი ცოტათი   შეკამათდნენ. დავის საგანი რაღაც წვრილმანი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ისინი მეტყველებდნენ თავ–თავიანთ ენებზე და ამ ლაპარაკისას ქართველმა რუსს  მოსთხოვა ელაპარაკა ქართულად. – «Грузинский язык это народный язык, а русский язык это международный язык. Я не обязанна говорить по грузински!» - უპასუხა რუსმა  მედიდური სიმკაცრით...

დითირამბები ხელისუფლებას

ამას წინათ მოვიდა ჩემთან ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელმაც მითხრა, რომ სტატიის დაწერას აპირებდა თურმე ჩემზე და მისთვის საჭირო რამდენიმე კითხვაზე მთხოვა გამეცა პასუხი. მანვე მომიტანა ამონაბეჭდები ჟურნალ ლიბერალიდან და სხვა მედიასაშუალებებიდან, საიდანაც შევიტყვე, რომ ჩემ გარშემო, თურმე რაღაც „მამათა და შვილთა ომის” მაგვარი პოლემიკა ყოფილა გაჩაღებული. ჟურნალისტებს – დავით მეტრეველს  და ნინო ბექიშვილს ძალიან არ მოსწონებიათ ჩემი სატელევიზიო გამოსვლები. ნინო ბექიშვილს...