ზურაბ თალაკვაძე

45 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 9 თვე

სტატიები

სპორტული ჰოლივუდი

Hoosiers, The Natural, Field of Dreams, Rudy, Rocky, Raging Bull, Bull Durham, The Pride of the Yankees – ამ ფილმებში სპორტული თემა გაიშალა და ეს უკვე კლასიკაა. სლაი სტალონეს, ბობ დე ნიროს და კევინ კოსტნერის ძველი კლასიკა. ჰოლივუდში სპორტული ისტორიები ბოლო 20 წლის განმავლობაშიც გაიხსენეს და ჩვენც რამდენიმე გამორჩეული ფილმი გამოვყავით. Miracle (2004) 1980 წლის ოლიმპიადა, ამერიკელი ჰოკეისტების სასწაული. დიდი, ცივი და არაპოპულარული საბჭოთა კავშირის ნაკრები ფინალში ამერიკელ სტუდენტებს და...

ლებრონის დღიურიდან

ეიკრონი მოწესრიგებული ქალაქია. ორასი ათასი კანონმორჩილი მოქალაქე, კიპარისები, მისტერ ჩარლზის ცნობილი საფუნთუშე, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა FirstMerit Tower და ორი ლამა, რომელსაც 4 ივლისს ქალაქში ბავშვები ასეირნებენ. ლამა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის სიმბოლოა. ცოტა უცნაური, ცოტა სასაცილო, მაგრამ სიმბოლოებს არ ირჩევენ. სიმბოლო ერთხელ აირჩიეს და სიმბოლოდ დარჩა....

ნიჭიერი სესკ ფაბრეგასი

სესკ ფაბრეგასი ადრე, პატარაობაში დედიკოს, ნურია სოლერის ნივთებში იქექებოდა და რაღაც ქალური ჟურნალი ნახა. ბევრი უინტერესო რჩევით მოზარდისთვის და ერთი საინტერესო გვერდით ყველასთვის. იუმორის გვერდი. სესკი იუმორზე შეჯდა. ფაბრეგასი: „მოვდივარ ვარჯიშიდან, მამა ტელევიზორთან ხმაურობს, დედა სამზარეულოშია, რაღაც გადაცემას უყურებს, სადაც მწვანე პიჯაკში, ცოტა უცნაურ, მოვარდისფრო შარვალში ვიღაც ტიპი ზის და გემოვნებით ხუმრობს. ის ტიპი ცნობილი ესპანელი ანიმატორი, ილუსტრატორი და კომიქსების სერიის შემქმნელი,...

დიდი გამარჯვება, რომელიც არ გვახსოვს

წლის წინ, 1962 წლის 29 ივნისს, თბილისის დინამოს კალათბურთელებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს – ყველაზე დიდი საკლუბო ჯილდო, ჩემპიონთა თასი მოიგეს! და მოიგეს მადრიდის რეალთან. სამწუხაროდ, ეს ბევრმა არცკი იცის. არ იცის, რომ ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი დღე სწორედ ის იყო... ...ჟენევაში, კოხტა მოედანი Patinoire des Vernets იმ ერთი თამაშისთვის უფრო გაალამაზეს...

ფრანგი მოკავშირე

უილიამ ფრიდკინმა ფრანგი მოკავშირე დატოვა. დღეს, შეუსრულებელი და შესრულებული მისიების, ტრანსფორმერების ელექტრონულ კინოამბებში, ის, ფრიდკინის ძველი ფანტაზიები აქტუალური და საინტერესოა. მისტერ ფრიდკინმა ჯინ ჰეკმანს ოსკარი ააღებინა და ჰეკმანმა ფრიდკინს რაღაც უფრო დიდი მისცა. ჰეკმანი იმ გენერაციის მოკავშირე და მაგარი ბიჭი იყო. მერე ჯინს წლები მოემატა და კარგი ბიძა გახდა. დღეს ჰეკმანი უფრო ისვენებს, მეგობრებთან ერთად ბრიჯით ერთობა და მისტერ ჰეკმანი კლასიკაა. გრეგ პოპოვიჩმაც ფრანგი მოკავშირე დატოვა....

ჯეკ ნიკოლსონის ოქროსფერი ბიჭები

ლეიკერსმა თავისი ისტორია ჩამოყარა. ოქროსფერი, სტეიპლს სენტერზე ძველი, ფრენკ სინატრას და მარლონ ბრანდოს ლეიკერსი. 75 წლის წინ, სინატრამ ჯერსი სითიში ბინგ ქროსბის შოუს მიუსწრო და სიმღერა გადაწყვიტა. 52 წლის წინ ლოს ანჯელესმა ლეიკერსი გაიცნო და ლეიკერსთან დარჩენა გადაწყვიტა. ანგელოზების ქალაქში მინეაპოლისიდან (1947-60) ანგელოზების გუნდი ჩავიდა და იქვე დარჩა. ჰოდა,...

დაცლილი იტალია

იტალიამ მოიწყინა. ვიწრო ქუჩებში, მაკაგონის მაგიდებთან, ჰამაკებში, უმკლავო მაისურებში იტალიელები იტალიურ ამბებზე ჭორაობენ. საღამოს სენიორ ბენვენუტო ახალ მარგარიტას გამოიტანს. ოთხი ყველის პიცაც წამოვა, ლაზანიას არომატი დაბოღმილ მეზობელს ბოღმას გააგდებინებს. იტალია იტალიურად მოდის აზრზე და იტალია ფიქრობს. ნეაპოლში ბუთხუზა მზარეულს წაეტირა, როდესაც გაზეთის შიდა გვერდზე დიეგო მარადონას ფოტო ნახა. დიეგო ნეაპოლს, კარეკას, იტალიას იხსენებს და ძველი ამბები ენატრება. პიცა ერთჯერადია, ლაზანიასაც...

ალესანდრო და ძველი პოსტერი

ალესანდრო დელ პიერო მარადონაზე გაიზარდა, ამიტომ ბურთს არგენტინულად, ცოტა ქუჩურად ეფერება და ელეგანტურად, დიეგოს მოძრაობით გტეხავს. ბავშვობაში მამამ, სენიორ ჯინომ, ალესანდროს მარადონას პატარა პოსტერი მიუტანა. სადღაც, მეგობრის ჯიხურში ნახა გაბზარულ სარკეზე აკრული და მოხსნა. დელ პიეროს ის დღემდე შენახული აქვს. ფრანც ბეკენბაუერის, მიშელ პლატინის და რობერტო ბაჯოს ფოტოებიც იმ კედელზეა. დელ პიერო: „პირველი ბურთი უფროსმა ძმამ, სტეფანომ მაჩუქა, ვიღაცას მილანის ფორმაში გაუცვალა. მაშინ დედა ეზოში არ...

წითელი ქვიშის რაფაელი

როლან გარო რაფაელ ნადალის ტერიტორია, ესპანელის პატარა პლაჟია, სადაც ის ისვენებს. როლან გარომდე კი პრო ტური რამდენიმე საინტერესო გრუნტის ღონისძიებას ატარებს. მადრიდის ლურჯ და რომის სტანდარტულ, წითელ ქვიშას ორ სასპარინგო ტურნირს (დიუსელდორფის World Team Cup და ნიცა) უზავებენ და მერე მოდის პარიზის ამბები. წელს როლან გარო 27 მაისს იწყება. პარიზში ჩადის რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, პარიზში ჩავა ჩოგბურთის ბობ დილანი, მისტერ როჯერ ფედერერი. პარიზში ჩავა ერთჯერადი ენდი მარი. პარიზში ჩავა...

ჯორდანის პრობლემა – ჯორდანი

შარლოტ ბობქეთსი ძალიან ცუდი გუნდია. რეგულარული დაიხურა და მაიკლ ჯორდანის ფრენჩაიზმა 7 თამაში მოიგო. 66 ტესტიდან – 7. უხერხულია. მისტერ ჯორდანი ბობქეთსის ორგანიზაციის ბოსია და მაიკლმა რაღაცები ვერ გათვალა. ჯორდანის გუნდმა ლიგას ახალი ანტირეკორდი დაუტოვა. მაიკლის ოფისში სეზონის პროცესში რამდენიმე მაგარი თავისუფალი აგენტის სივი შეიტანეს. ჯორდანის ხალხი გავიდა დუაიტ ჰოვარდზე და განიერ ბიჭს მაიკლის წინადადებაზე დაბერილ ტუჩებში გაეღიმა. არ გამოვიდა ჯერალდ უოლასის ვარიანტიც. პორტლენდის მოქნილი...