ზურაბ თალაკვაძე

45 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

ჯადოსნური ღიმილი

მეჯიქ ჯონსონი კალათბურთის ღიმილი იყო. ბუნჩულა კაცი დიდი გულით და ბევრი მოგონებით. თუმცა რაღაც მომენტში გაირკვა, რომ ჯადოქარს შიდსი აქვს და აღარ ეღიმება. და სიკეთემ მოიწყინა. ზუსტად მაშინ დაურეკა ჯონსონს მეორე ლეგენდამ, ლარი ბერდმა და ორ სიტყვაში ტკივილი, მონატრება დაიჭირა. ბერდი რამდენიმე საათში მეჯიქთან იყო. დაილაპარაკეს, ბერდმა მეჯიქს საყვარელი ბანანისკრემიანი ფუნთუშები აუტანა და მასთან დარჩა. მეორე დილას, იმავე აპარტამენტებში, იმავე საწოლზე, ახალმა მეჯიქმა გაიღვიძა. სამზარეულოში ლარი...

რაც ხდებოდა ხოლმე

მოღუშული დღე იყო. 1969, 31 აგვისტო. წამოწვიმა, გადაიღო, ისევ წამოწვიმა. როკი მარჩიანომ ტაქსი გამოიძახა. ცოტა გვიანია, ცოლმა, ბარბარამ, ბავშვები დააძინა. როკი შევიდა როკო კევინთან, დახედა ცხვირგატეხილ, პატარა იტალიელს, გაეცინა და ოთახიდან გავიდა. შუბლზე აკოცა მეორე ცელქ ბურთს, მერი ჯეინს და ცოლს თვალებით დაემშვიდობა. მალე დავბრუნდები, შენ ბიჭები გააფრთხილე, რომ ხვალ...

სამმაგი დოზა

რაჟონ რონდომ მაიამისთან სამმაგი დუბლი დასვა. ლებრონის, უეიდის, ბოშის ბანდასთან სელტიქსის ლაწირაკმა ფლეიმეიქერმა 16 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა აიღო. რონდო მაგარი ბიჭია. მიმდინარე რეგულარულში რაჟონს ხუთი ტრიპლ დაბლი აქვს. ადრე სამმაგებს უფრო შანსიანად აკეთებდნენ. მეჯიქის, ბერდის, მისტერ ჯორდანის დროს. ძველი ბიჭებიდან სამმაგად ცელქობდნენ ოსკარ რობერტსონი და უილტ...

ფაულერის კამათელი

რობი ფაულერი ლივერპული იყო. დღეს რობი ფაულერი ტაილანდში ისვენებს. ძმაკაცებმა რობის ერთ-ერთ ღამის კლუბში დიდი ფული ჩაადებინეს და რობი საკუთარ მოცეკვავეებს ეჩვევა, ეცნობა, აკვირდება. ტაილანდში ფაულერი პოპულარული პერსონაა. მუანტონ იუნაიტედში რობი ერთმა ბრიტანელმა ლოთმა, ბრიტონ კოლინზმა ჩაიყვანა. ტაილანდელმა ბოსებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ენრიკე კასტრო გაუშვეს და რობის ორმაგი კონტრაქტი მისცეს – 150 000 დოლარი როგორც მოთამაშეს და კიდევ 200 000, როგორც მთავარ მწვრთნელს. რობისთან ერთად გუნდი,...

მოხსნილი რეკორდი

NBA ლებრონის განიერი ზურგის, დუაიტ ჰოვარდის წუწუნის, ბრაიანტის თხელი თითების, პენსიონერი დანკანის პენსიის და კომისარი სტერნის ლიგაა. თავისი სკანდალებით, საუიქენდო ამბებით, სერიოზული კონტრაქტებით და გემრიელი პოპკორნით. ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს. ატლანტაში ზაზა ფაჩულია მოხსნებს, ტკივილს და ქულებს აგროვებს. ზაზა ატლანტაში მეორე ცენტრია და ალეწილი ალ ჰორფორდის გარეშე...

უილტის 100

ნახევარი საუკუნის წინ, 2 მარტს, უილტ ჩემბერლენმა 100 ქულა აიღო. დიდი ბიჭის და უეინ გრეცკის რამდენიმე რეკორდი ჯონ ლენონის ლექსებივით უკვდავია. უილტიც. უეინიც. ჩემბერლენი ერთ ტესტში 100 ქულას იღებს და მერე, ამ სიაში კობი ბრაიანტია. 81 ქულით ტორონტოსთან, ექვსი წლის წინ. კობიმ მაშინ შვიდი სამიანი ჩააგდო. უილტის დროს სამიანი არ იყო. ამერიკულ გარჩევებში სამიანი 33 წლის...

დინკას ტომის ჩიკაგოელი ბიჭი

ხუთი წლის წინ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებისთვის საფრანგეთში, პოში ემზადებოდა. მაშინ, თითქმის სულ პოში ჩავდიოდით, ვერთობოდით და მერე უფრო საინტერესო ამბები იწყებოდა. ნაკრების კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი იყო და ლეგიონერად ტაირონ ელისი გვყავდა. პოში რამდენიმე დღით ვიყავით. იქ ჩვენები დიდ ბრიტანეთს ესპარინგებოდნენ. ორ დღეში ორი ტესტი იყო. პირველი – 9 აგვისტოს... საქართველოს ნაკრების ბოსი კენ შილდსია. დიდ ბრიტანეთთან პირველ თამაშს 65:63 ვიგებთ. მანუჩარ მარკოიშვილმა სერიოზულად...

დაცლილი არსენალი

არსენ ვენგერი პრაგმატული ფრანგია. ადრე, დევიდ სიმენით და ოთხი ჯიუტი მცველით, არსენალის ტერიტორიაზე ყველას წითელს უნთებდა და დანარჩენი ექვსი კაცით იგებდა. ბევრს იგებდა. ის ჯიუტები ლი დიქსონი, ნაიჯელ უინთრებერნი, სტივი ბოულდი და ტონი ადამსი იყვნენ. ოთხივე ლოთი, ოთხივე დისციპლინაზე აცრილი და ოთხივე ვენგერის ერთგული კაცი. ის არსენალი სხვა თემა იყო. 1997/98 წლების სეზონში, ვენგერის ბიჭებმა სერიოზული ფეხბურთი ითამაშეს. იმ სეზონში არსენალს ჰქონდა სერია, როდესაც 14 თამაშიდან თორმეტში, გუნდმა გოლი არ...

ლინემატოგრაფი

ნიუ იორკში სპაიკ ლიმ ისევ ვარდისფერი სათვალე გაიკეთა. ალექს როდრიგესი მერაია ქერის აღარ აწუხებს, სხვა გასართობი აქვს. ჯასთინ ტიმბერლეიკი ძმაკაცის პიცერიაში უნდა წასულიყო და დაავიწყდა, რომ ძმაკაცი ჰყავდა. თავისი პიცერიით. ნიუ იორკში ნიუ იორკმა როიალ ფლეში გაშალა. ნიქსმა ჯერემი ლინი გაშალა. მედისონ სკვერ გარდენი მოგონებებს აგროვებს და დალპობის პირას მისული გაყინული...

ჩვენი კაცი ევროპაში

თორნიკე შენგელია უკვე ჩამოყალიბებული კალათბურთელია უზარმაზარი პერსპექტივით და თუ ბოლომდე ასეთი მონდომებული იქნება, ბოლომდე მივა. ბოლომდე, ანუ ამერიკულ ლიგამდე. შენგელია 20 წლისაა და პატარებში შაკივით დასეირნობდა. თოკომ შარშან, სარაევოში, ოცწლამდელების B დივიზიონში ბავშვებთან დიდების კალათბურთი ითამაშა და საქართველოს ნაკრებს ერთი დივიზიონი აჩუქა, A დივიზიონამდე...