zukamari

10 სტატია 10 კომენტარი
წევრია:
6 წელი 7 თვე

სტატიები

2013

ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენენ ციფრები. ეს ბუნებრივია, რადგან ციფრები აუცილებელია, ფაქტობრივად, ნებისმიერი რაციონალური ქმედების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. სხვაგვარად შეუძლებელია განისაზღვროს ასაგები შენობების პარამეტრები, განაწილდეს დრო და ა.შ. მიუხედავად ამისა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რაციონალური აზროვნების ეს უტყუარი ინსტრუმენტი ხშირად მისტიფიკაციის წყარო ხდება. ამ თვალსაზრისით საინტერესო მაგალითია სხვადასხვა რელიგიური სექტების ლიდერების ”წინასწარმეტყველებანი”,...

Bendukidze on my mind

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვაში ბენდუქიძის როლი ერთობ მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი მას ყოველთვის ყურადღებით უსმენს და ითვალისწინებს მის რჩევებს. მერე გამახსენდა, რომ 26 მაისის მოვლენების შეფასებისას სააკაშვილი და ბენდუქიძე ფაქტობრივად ანალოგიურ ფრაზებსა და ტერმინოლოგიას იყენებდნენ. ამან ხასიათი გამიფუჭა. გამოდის, პრეზიდენტის პოლიტიკაზე ბენდუქიძის გავლენა ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებს სცილდება და იგი ყოვლისმომცველია. თუ...

დიდი მაესტრო

დიდი მაესტრო პოლიტიკაში არ ერევა, რადგან იგი პოლიტიკოსი არ არის. სხვანაირად რომ იყოს, აქამდე იტყოდა სათქმელს-2007 წლის 7 ნოემბერს, 2008 წლის 8 აგვისტოს, 2009 წლის აპრილ-მაისის აქციებისას. ან მანამდე, ან მერე. დიდი მაესტრო ქსენოფობი არ არის. მას ბევრი სომეხი მეგობარი ჰყავს და ისინი გულწრფელად უყვარს. უფრო მეტიც, მაესტრო ინტერნაციონალისტია. ის მინიმუმ 12 ქვეყანაში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სამშობლოში. მაესტრო ახლა ახმაურდა. მისი გამონათქვამები უცოდინარი ბრიყვის მიერ წამოსროლილი...

რატომ არ მინდა აფხაზეთის დაბრუნება

მამუკა არეშიძის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თაობაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ეს უცნაური არ არის. ქართველებს მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ქართული მიწაა და, ცხადია, არეშიძის მოსაზრებებს საზოგადოება აღფრთოვანებით ვერ შეხვდებოდა. საკამათო მართლაც ბევრია. მთავარი ამ შემთხვევაში სხვაა- მოწინააღმდეგეთა მხრიდან არგუმენტების ნაცვლად ტალახის სროლა და ისტერიკა. სინამდვილეში არგუმენტები არსებობს, ანუ ისტერიკა საჭირო არაა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მთავარია...

აღშფოთებულები

მაისის ბოლო მესამედი საქართველოში რევოლუციის მოლოდინით დაიწყო. კანიბალიზმის ახალი შემოტევით დაკავებული ქართული საზოგადოება, ცხადია, ვერ ახერხებდა ქვეყნის გარეთ განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები დაენახა, შეეცნო, გაეაზრებინა (როგორც ყოველთვის!). არადა, საქართველოს პარალელურად რევოლუცია სრულიად ევროპაშიც დაიწყო, ოღონდ ნამდვილი. უკვე ერთ კვირაზე მეტია, ევროპის ათეულობით ქალაქში ყოველ ღამეს საპროტესტო მიტინგები იმართება. ეს მოძრაობა ესპანეთში დაიწყო და ინიციატორები ახალგაზრდები არიან....

დემოკრატიული საქართველო

21 მაისს საქართველოში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. ძალიან ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელის ამ დღეს. როგორც ორგანიზატორები, ასევე მონაწილენი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებასთან მათი დაპირისპირება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, სამართლიანობის სიყვარულით არის განპირობებული და ისინი მზად არიან თავი გასწირონ ამ, წმინდათაწმინდა იდეალებისათვის. პროტესტანტების გულწრფელობაზე მსჯელობა ამჯერად ჩვენი მიზანი არ არის, თუმცა ისმის კითხვა: რამდენად გვინდა (შეგვიძლია) ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, დემოკრატიულ...

სიტყვის თავისუფლება საქართველოში

მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ და ერთი შეხედვით რიტორიკული შეკითხვა დავსვათ: გორბაჩოვს რომ "საჯაროობა" არ "დაეშვა", საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა? ალბათ, კი (ალბათ!), ოღონდ არა მაშინ და არა ისე-მოგვიანებით და სისხლით. შეიძლება ეს პროცესი ჩვენს დღეებში წარმართულიყო არაბული ბუნტის პარალერულად(ფეისბუკის მეშვეობით!), ლიბიური სცენარით. თუ ამ მსჯელობას დავეთანხმებით, უნდა ვაღიაროთ, რომ პრესის გათავისუფლება, ან სიტყვის თავისუფლების არარსებობა ერთნაირად საშიშია დემოკრატიული ტრადიციების არმქონე...

ზნეობა და ოჯახი

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა ვერ გადაფარავს რეალობას-ქართველებს საბჭოთა სისტემა მოსწონდათ. მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექსის კულტურასა და მასთან დაკავშირებულ მორალს უკავშირებდა. ლეგენდის მიხედვით, ქართველი მამაკაცი ულევი სამხრეთული ტემპერამენტით გამოირჩეოდა და იგი ადვილად იპყრობდა სლავი ქალბატონების გულებს(ჩრდილოელი ხვადების ფინანსურ მოტივაციას ნაკლებად ექცეოდა ყურადღება). ცხადია(?), მექალთანეობა ჩვენი სიამაყის საგნად იქცა და მამაკაცისათვის ცოლ-ქმრული ღალატი სასირცხვილო სულაც არ...

შრომა და კეთილდღეობა ქართულად

საბჭოთა ეპოქაში ქართველები “კარგად” ცხოვრობდნენ. შესაძლოა, საქართველო ეკონომიურად ყველა “მოძმე რესპუბლიკაზე” უკეთ “გრძნობდა თავს”. უცნაურია, მაგრამ სსრკ-ის დაშლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და აუტსაიდერებს ჩავუდგექით სათავეში. უსიამოვნო მეტამორფოზა ძალიან სწრაფად, ორიოდ წელიწადში მოხდა და უკვე ორი ათწლეულია უშედეგოდ ვოცნებობთ საქართველოზე “სიღარიბის გარეშე”. მაინც, რამ განაპირობა მოვლენების ასეთი განვითარება? ამ კითხვაზე პასუხის გასეცემად ჯერ “კეთილდღეობის” მიზეზების გარკვევა მოგვიწევს...