ზურაბ ჭიაბერაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
6 წელი 1 თვე

სტატიები

ივანიშვილმა 4 მილიარდი ლარი დაგვაკარგინა

მმართველობის 2 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უკვე დააკარგინა 4 მილიარდი ლარი, ხოლო თითოეულ ჩვენგანს - საშუალოდ 900 აშშ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ჯანდაცვაზე წელს დაიხარჯება 245 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე დაიხარჯებოდა, ის ეკონომიკური ზრდა რომ გაგრძელებულიყო, რაც მილიარდერი ივანიშვილის მმართველობამდე გვქონდა.შედარება მარტივია:კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს დაამტკიცა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც თან ახლდა გათვლები 2013-2016 წლებისთვის. თუ გადავხედავთ ამ...

კიდევ ერთი „მაგრამ“

პირველი ტიპის “მაგრამ”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. “არ შეიძლება ტერორიზმს გამართლება ჰქონდეს, მაგრამ…” - ის მოყინული გზაა, რომელზე შედგომასაც აუცილებლად მივყავართ ფეხის აცურებამდე და, საბოლოოდ, ტერორიზმის გამართლებამდე. უკვე თქმულს რამდენიმე აზრს დავამატებ:სატირა, ეპატაჟი, გამოხატვის “საზოგადოებრივი მორალისთვის” მიუღებელი ფორმა თუ შინაარსი ჩვენი მოთმინების ტესტია - ტესტია იმისა, დაადგები თუ არა ზემოაღნიშნულ მოყინულ გზას. არაა სავალდებულო, “შარლი ებდოს” გამოხატვის ფორმა და შინაარსი მოგწონდეს....

ჟენევის ფორმატის მომავალი

რუსეთის ფედერაციის მიერ საქარეთველოს წინააღმდეგ წარმოებული 23-წლიანი აგრესიისა (პერიოდულად, სამხედრო აგრესიის) და მისი ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – ოკუპაციის საპირწონედ დღეს საქართველოს ჟენევის დისკუსიები აქვს, ფორმატი, რომელიც, 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული დიპლომატიის უკიდურესი ძალისხმევის შედეგად იქნა მოპოვებული.ამ წერილში მინიმუ 4 საკითხს გამოვყოფ, რატომაა ჟენევის დისკუსიები ღირებული საქართველოსთვის და რატომაა იგი რუსეთის...

ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან კრიტიკულია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული და "ასავალ-დასავალის" იდეოლოგიით მართული მთავრობის მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქართველო ვერ ჩნდება იმ სახით, რისი შანსიც მას ჰქონდა 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის შემდეგ. მაგრამ საქართველოს მთავრობის მხრიდან ოპონენტების ყოვლად გაუმართლებელ პოლიტიკურ ანგარიშსორებაზე არანაკლებ ზიანს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს თედო...

რა უნდა ბიძინა ივანიშვილს

ფრაზით „გააჩნია, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს" ხშირად მთავრდება ძალიან ბევრი დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა მიზნებითა და ამოცანებით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ამ კითხვაზე პასუხის ჩემეული ვერსია ასეთია:რაც შეიძლება დაშლილი და დაქუცმაცებული პოლიტიკური სპექტრი, რომლის ყოველი ცალკეული ნაწილი ოლიგაქრის კეთილ-, უფრო სწორად კი, ჯიბეგანწყობაზეა დამოკიდებული;ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს არა ხალხისათვის გაწეული სამსახურით, არამედ ოლიგარქისათვის რაც შეიძლება...

რა დგას „ღარიბაშვილის არითმეტიკის” უკან

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომდევნო დღეები საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმწეო მცდელობითაა დაღდასმული. პრემიერს სურს, დაგვანახოს, რომ არჩევნებში დაბალი აქტივობა, კოალიცია ქართული ოცნებით განხიბვლა და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნება რეალობა კი არა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდაა.რამდენიმე ფაქტი:ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 175 000 ამომრჩევლით ნაკლებმა, ვიდრე საპრეზიდენტო...

ჩვეულებრივი ჰაკიმფაშიზმი

„ფანატიზმი მაშინ იწყება,როდესაც ძალისხმევას აორმაგებ იმის მიუხედავად,რომ აღარც კი გახსოვს, რისთვის იბრძვი"ჯორჯ სანტაიანა, „გონების სიცოცხლე" (1905)მესიებზე დამყარებული პოლიტიკის უარმყოფელი ოლიგარქის, თავადაც მესიის – თუ როგორც თვითონ უწოდებს, მესიონერის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ორწელიწად-ნახევრისა და ხელსუფლებაში მოსვლიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, მისი მომხრეებიც კი (თავისთვის) აღიარებენ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც, მათი წარმოდგენით, „მიშასგან გათავისუფლებულ"...

მიუნხენი 1938 - მშვიდობა „ღირსებით“

უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო, შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა, 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტის ოლქის გერმანიის მიერ მიტაცება გაიხსენა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.კრემლის ასეთმა მძაფრმა საჯარო კრიტიკამ 1938 წლის „მიუნხენის შეთანხმების” მიმართ ინტერესი გაზარდა. კითხვის...

ობამაქეარი - ცურვა დინების საწინააღმდეგოდ

ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფის მიერ წამყვანი ფინანსური როლის შესრულების მომხრე კოალიცია ქართული ოცნების მთავრობასა და მის მომხრე ქართველ სოციალისტებს, ალბათ, არ მოეწონებათ „სოციალისტურ” შვედეთში დაფიქსირებული ტენდენცია: ხანგრძლივად რიგში დგომითა და უხარისხო სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო შვედები სულ უფრო მეტად იძენენ ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტებს.9.5-მილიონიან ქვეყანაში ნახევარ მილიონამდე კერძო დაზღვეული ჯერჯერობით შეიძლება ბევრი არაა, მაგრამ ტენდენცია ნათელია. აღსანიშნავია, რომ ამ...

“დააკაკუნეთ და გაგეღებათ”

- მაპი რა არის?კითხვა ფილმიდან"ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" ეს სტატია ჟურნალ ტაბულას ბეჭდური ვერსიისათვის დაიწერა 28 თებერვლის დილას, ვიდრე შუადღეს რუსეთის პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოს მიმართავდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნით. განვლილმა დღეებმა ბევრჯერ შეცვალეს ჩვენი განწყობა – ოპტიმისტური პროგნოზების კეთებიდან უცბად გადავდიოდით პესიმისტურ პროგნოზებზე და პირიქით.წერილს აქტუალობა რომ არ დაეკარგა, ტაბულას რედაქციამ მისი ბლოგზე განთავსება გადაწყვიტა....