ზურაბ ჭიაბერაშვილი

0 სტატია 0 კომენტარი
წევრია:
5 წელი 7 თვე

სტატიები

„სისტემის დამანგრეველნი”

მათ შესახებ მოგვიანებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავიგე. მანამდე – როცა ქვეყანაში „9-წლიანი უკუნი" იდგა – facebook-ით არ ვსარგებლობდი და, დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ვერც საინფორმაციო საშუალებებს ვადევნებდი აქტიურად თვალს.მერე მათ (იდეოლოგიურ) ნაწილს ვახო სანაიას „ღია ეთერში" შევხვდი, როდესაც გადაცემაში ქვეყნისათვის ასე აქტუალური სოციალური საკითხები იხილებოდა. ღია ეთერში ნაკლებად, მაგრამ სარეკლამო ჭრის დროს ჩვენ შორის (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) საინტერესო მცირე დიალოგიც შედგა.სამწუხაროდ...

პოლიტიკის შესახებ

„სიმდიდრეს რაც შეეხება,არცერთი მოქალაქე არ უნდა იყოს ისე მდიდარი,რომ სხვისი ყიდვა შეეძლოს და, პირიქით,არც ვინმე უნდა იყოს ისე ღარიბი, რომ თავი გასაყიდი გაუხდეს".ჟან-ჟაკ რუსო, „საზოგადოებრივი ხელშეკრულება", თავი XI ამ ბოლო დროს სულ ვიმეორებ: იმას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა საქართველოში, აქვს თავისი დადებითი მხარე – რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ კოალიცია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში თავიდან ავიცილებთ საგარეო საფრთხეებს, საერთაშორისო არენაზე შევინარჩუნებთ ტერიტორიული მთლიანობისა...

ევროინტეგრაციის პროცესი და ქართული ეკონომიკის ზრდა

„აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:წელიწადში 12% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.წელიწადში 10% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის.წელიწადში 7% – 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.წელიწადში 4% – 2040 წელს ვიქნებით ბანძები.წელიწადში 2% – 2040 წელს არ ვიქნებით.არაფერი არ ვიქნებით", – 2010 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებულ ძალიან პოპულარულ წერილში „მთლიანი შიდა პროდუქტის მოსაწყენი გათვლები და...

რა არ ჯდება პრემიერის ანალიზში

ვარდების რევოლუციამ, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე შექმნილ შანსთან ერთად, საზოგადოების ნაწილში არასწორი სტერეოტიპებიც შექმნა.ამ სტერეოტიპის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არსებულ (არასაპარლამენტო) ოპოზიციაში ღრმადგამჯდარი რწმენა, რომ საკმარისია რუსთაველზე (ან სადმე სხვაგან, მაგალითად, დინამოს სტადიონზე) რაღაც რაოდენობის ხალხი გამოიყვანო და ძალაუფლება ხეზე მოწყვეტილი ვაშლივით ჩაგივარდება ხელთ.ამ სტერეოტიპის გამო ქვეყანამ...

რუსეთის ბერკეტი

2013 წლის 12 სექ­ტემ­ბერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­მა, ვილ­ნი­უ­სის აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის მზა­დე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში, მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია რუ­სე­თის მი­ერ აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ. რე­ზო­ლუ­ცი­ის...

უმოქმედობის ფასი

2013 წლის 14 სექტემბერს ჟენევაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის ქიმიური იარაღისა და მისი კომპონენტების სრულ აღწერას და განადგურებას.შეთანხმება შვებაა არა მხოლოდ სირიის მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის, არამედ პრეზიდენტების – ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინისთვის. ამ წერილის მიზანიც სწორედ ისაა, დავინახოთ, რამ აიძულა ვაშინგტონი და მოსკოვი,...

საყოველთაო დაზღვევის უტოპია

2012 წლის 26 აგვისტოს Kaiser Health News-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რონი ქერინ რაბინის სტატია „საავადმყოფოები აპირებენ, გახდნენ მზღვეველები და თან ისევ ჯანმრთელობაზე იზრუნონ". სტატია იმ ტენდენციაზე მოგვითხრობს, რისკენაც ამერიკის ჰოსპიტალური სექტორი მიდის: ჯანმრთელობის დაზღვევა და ჯანმრთელობის დაცვა ორი სხვადასხვა სექტორი კი არაა, არამედ ერთ სექტორად ყალიბდება.ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ სქემაში,კერძო სადაზღვევო კომპანია თუ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამა სამედიცინო...

უკრაინული გაკვეთილი

2010 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევას დაუყოვნებლივ მოჰყვა უკრაინულ-რუსული ურთიერთობების „ნორმალიზება": იმავე წლის აპრილში უკრაინამ 25 წლით (5-წლიანი დამატებითი ვადით გაგრძელების შესაძლებლობით) გააგრძელა სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფნა.უკრაინა-რუსეთის 1997 წლის ხელშეკრულებით, რუსეთს სევასტოპოლში ყოფნა 2017 წლამდე ჰქონდა გარანტირებული, მაგრამ კრემლი ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს დაჟინებით მოითხოვდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და ამ საკითხს...