მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: პუტინის დასუსტებამდე დაბრუნების მარტივ გზას ვერ ვხედავ

ოდესის ოლქის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა "ნოვოე ვრემია"-სთან ინტერვიუში საქართველოში მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს. 

"შემიძლია, რომ შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნდე, თითსაც ვერ დამაკარებენ. მაგრამ სცენარი ძალიან მარტივია - რუსული ჯარი, რომელიც თბილისიდან არც ისე შორსაა განლაგებული, [ასეთ შემთხვევაში] სომხეთისკენ გზას გაიკაფავს და საქართველოს ნაწილებად გახლეჩს. სანამ პუტინი არ მოშორდება ან შესუსტდება, საქართველოში ჩემი დაბრუნების მარტივ გზებს ვერ ვხედავ," - განმარტა ექსპრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველოს გადარჩენა უკრაინაზეა დამოკიდებული. სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყაში არსებული სიტუაცია ჰგავს საქართველოს მდგომარეობას 2003 წლამდე. 

"უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინა იმ მდგომარეობაშია, რომელშიც საქართველო 2003 წლისთვის იყო: თუ რეალურად დაირღვევა სახელმწიფო აპარატი, ამ ზამთარს ენერგეტიკასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები გვექნება. არ გვაქვს ბიუჯეტი, როგორც საქართველოში არ იყო მაშინ. უკრაინაშიც კორუფცია მაღალ დონეზეა, როგორც საქართველოში. კომბინაცია აბსოლუტურად ქართულია. ამიტომ, ახლა ან რეფორმები უნდა გავატაროთ ან დავიღუპებით როგორც სახელმწიფო - მესამე გზა არ არსებობს" - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები