რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება

დარჩიაშვილი: ეს ნაბიჯები არის იმისთვის, რომ საქართველო დიქტატურას დაემსგავსოს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი გამოიყენა. მისივე განმარტებით, ეროსი კიწმარიშვილის საქმეც სწორედ რუსთავი 2-ის საკითხს უკავშირდება.

"ის, რომ ივანიშვილი ბოლომდე შეუტევდა და შეეცდებოდა მიეყვანა თავისი სურვილი აღსრულებამდე და მისი სურვილი, რომ რაც მას არ მოსწონს, არ უნდა ხდებოდეს, არ უნდა ითქმოდეს ქვეყანაში, ამაში მგონი ეჭვი არავის ეპარებოდა. რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, დაწყებული, თავის დროზე, ნიკა გვარამიას უსაფუძვლო დაპატიმრებიდან, შემდეგ ფინანსური ბერკეტები და, მე ვიტყოდი და დიდი ეჭვიც არსებობს, რომ სისხლიც არის აქ. კიწმარიშვილის ამბავი მხოლოდ და მხოლოდ ამას შეიძლება უკავშირდებოდეს, რასაც ადრე თუ გვიან გამოძიება დაადგენს. ეს არის ძალიან მსუყე გადაწყვეტილებები და ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ დაემსგავსოს დიქტატურას. დღეს ამაზე იყო სწორედ სტრასბურგში საუბარი. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ადამიანი [ივანიშვილი] - და მის გარეშე არაფერი არ წყდება ქვეყანაში - დღეს ებრძვის თავისუფალ სიტყვას, იმიტომ, რომ მას ეს სიტყვა არ მოსწონს", - განმარტა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოც დააყადაღა.

კომენტარები