თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. თელასის ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მერჩულეს, თელეთის, ცურტაველის, ქუმსიაშვილის და ხუციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლისის დასახლების, მინდელის, საირმის და სულხან ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს და აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კონიაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, მოლოკოვის და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები