სტალინის ძეგლი

გორის საკრებულო სკვერში სტალინის ძეგლის დადგმის საკითხს განიხილავს

გორის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები სტალინის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე სკვერში სტალინის ძეგლის განთავსების ადგილსა და ძეგლის დადგმაზე იმსჯელებენ. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საკრებულოს განკარგულების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე წარადგენს. სტალინის ძეგლის თემა დღის წესრიგში 25-ე საკითხად არის შეტანილი.

გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს სტალინის ძეგლის მუზეუმის წინ მიმდებარე სკვერში მონტაჟის თხოვნით ა(ა)იპ "გორელებმა" 18 სექტემბერს მიმართა. იმავე დღეს, გორის მერიამ მიმართა საკრებულოს და სთხოვა სტალინის ძეგლის საკითხის განხილვა. შესაბამისად, საკითხის ინიციატორი საკრებულოში არა "გორელები", არამედ მერია გახდა. მერია ინიციატივის საფუძვლად "გორელების" მიმართვას და "მოსახლეობის მაღალ ინტერესს" ასახელებს.

კომენტარები