ქრთამის აღება

ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

REUTERS

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე გარდაბნის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს "არქიმედეს" დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ მჭედლიძემ მოქალაქეს სამშენებლო პროექტის დაჩქარებული წესით დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 300 ლარი. ეს თანხა მან გენადი ამბროლაძის დახმარებით აიღო.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338 მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები