ავღანეთი

ავღანეთში C-130-ის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

Defense Department

ხუთშაბათს, ღამით, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმფრინავი C-130 ჩამოვარდა. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის - 6 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, სამხედროების გარდა, ხუთი სამოქალაქო პირიცაა, რომლებიც კონტრაქტით მუშაობდნენ.

C-130 სამხედრო თვითმფრინავია, რომელიც ჯარისკაცებისა და მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური იnფორმაცია, C-130-ის მგზავრები ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს ეკუთვნოდნენ თუ საზღვაოს.

ოფიციალურად არც კატასტროფის მიზეზი დასტურდება. თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ თვითმფრინავი მათი ჩამოგდებულია. თუმცა, სააგენტოების ცნობით, ასეთი შეტაკების კვალი არ შეინიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყების თქმით, მიმდინარეობს კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.

აშშ-iს სამხედრო თვითმფრინავი, ავღანელ სამხედროებთან ერთად, თალიბანისგან ჩრდილოეთით ქალაქ ყუნდუზის გათავისუფლებას ცდილობდა.

ამ დროისთვის ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებულi შტატების 9 800 სამხედრო დანაყოფი იმყოფება. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია მათი რაოდენობის შემცირება.

 

კომენტარები