TI-ს კვლევა

TI: 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს მოქალაქეთა ნდობა პოლიციის მიმართ დაეცა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, 10-იდან 6 ინსტიტუტის მიმართ 2013 წელთან შედარებით ნდობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. 

"ყველაზე მეტად, 2013 წელთან შედარებით, 2015 წელს მოქალაქეთა ნდობა პოლიციის მიმართ დაეცა. 2013 წელს გამოკითხულთა 53% ამბობდა, რომ სრულად (19%) ან ნაწილობრივ (34%) ენდობოდა პოლიციას, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 16% არის შემცირებული. კერძოდ, 2015 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად რესპონდენტების 37% ამბობს, რომ სრულად (12%) ან ნაწილობრივ (25%) ენდობა პოლიციას. ამავე დროს, 2015 წელს 12%-დან 19%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც პოლიციას უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა (10%) ან საერთოდ არ ენდობა (9%). 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 7% და 5% იყო," - ნათქვამია განცხადებაში. 

2013 წელთან შედარებით, 6 %-ით (25%-დან 19%-მდე )შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვიც, რომლებიც პარლამენტს სრულად ენდობა (7 %) ან უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა (12 %). იგივე მაჩვენებელი, 2013 წელს, შესაბამისად, 7 % და 18 % იყო. 
2015 წელს 13%-ით, 23%-დან 36%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვინც პარლამენტს უფრო არ ედნობა, ვიდრე ენდობა (16%) ან საერთოდ არ ენდობა (20%). 2013 წლის შესაბამისი მაჩვენებელი 13% და 10% იყო.

2013 წელთან შედარებით, წელს 4.4%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციებს (26 %-დან 22%-მდე) და ჟურნალისტებს (29 %-დან 25 %-მდე) უფრო ენდობიან ვიდრე არ ენდობიან ან სრულად ენდობიან.

კომენტარები