რუსთავი 2-ის საქმე

მარგველაშვილი: თავისუფალი მედია არის ქართული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები შეაფასა და ყველა მხარეს არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

"ბოლო დღეებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გამართულ მუშაობას შეექმნა პრობლემები. ეს ხდება მედიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომლის თაობაზეც დასმულ სერიოზულ კითხვებს ჯერაც არ გასცემია დამაჯერებელი პასუხები. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ეს საკითხები, გასცეს ნათელი პასუხები დასმულ კითხვებს და ახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს უზენაესი ღირებულება," - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 ოქტომბერს რუსთავი-2-ის 51 %-იანი წილის მფოლების ქონება დააყადაღეს.

კომენტარები