ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

გეგა გობეჯიშვილი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი და პრეზიდენტობის კანდიდატის, რეზი არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავა. როგორც გობეჯიშვილის მეუღლე, თათა ხუნდაძე მაესტროს ეთერში აცხადებდა, გობეჯიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ დროის გარკვეულ მონაკვეთში ოჯახს და მეგობრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხუნდაძისვე განმარტებით, გობეჯიშვილზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიოდა და მას ლევან კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ.

გეგა გობეჯიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შაბათს, 3 ოქტომბერს ჩაინიშნა, თუმცა ამ მომენტისთვის პროცესის დაწყების დრო უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შაბათს, 3 ოქტომბერს ჩატარდება. ფედერაციაში სულ 34 დელეგატია, კანდიდატი კი იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს თუ 18 დელეგატის ხმას მოიპოვებს. თუ 18 ხმას ვერცერთი კანდიდატი მიიღებს, გაიმარჯვებს ის, ვინც დამსწრეთა უმრავლესობის ხმას მოიპოვებს. 

კომენტარები