არჩევნები ფეხბურთის ფედერაციაში

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაძაბულ ატმოსფეროში ტარდება

0 კომენტარი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფოტო: msy.gov.ge

სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის დილიდან ემზადებიან.

არჩევნები დაძაბულ ატმოსფეროში ტარდება - ერთერთი კანდიდატი, რეზი არველაძე გუშინ ღამით ამბობდა, რომ კენჭს აღარ იყრიდა, თუ მის მხარდამჭერს, დაკავებულ გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებდნენ.

„გეგა გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, დიღომში, ქალაქის სამმართველოში (ასე გვეუბნებიან). ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას - მის გამოშვებას. თუ ეს არ მოხდა და მალე არ მოხდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიდგები ბოლომდე. არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მის გამოშვებამდე. მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ისევ და ისევ, მოვუწოდებ ყველა დელეგატს გამოხატონ პოზიცია და დაგვიდგნენ გვერდით!!" - წერდა არველაძე Facebook-ის გვერდზე.

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი, რომელიც წუხელ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ. მისი სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული.
რეზი არველაძე Holiday Inn-ში დღეს მაინც გამოცხადდა. იქ იმყოფებიან ვიცეპრემიერი კახი კალაძე და UEFA-ს ვიცეპრეზიდენტი გრიგოლი სურკისი.

არჩევნებში სულ სამი კანდიდატი მონაწილეობს: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია. ფარული კენჭისყრით კანდიდატებს ხმას 35 დელეგატი აძლევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები